ჩემს ქმარს ის ინტერნეტში რომ არ გაეცნო, ოჯახი არ დამენგრეოდა?
font-large font-small
ჩემს ქმარს ის ინტერნეტში რომ არ გაეცნო, ოჯახი არ დამენგრეოდა?
ხანდახან მგონია ხოლმე, რომ ჩემნაირი პრობლემები არავის აქვს, მაგრამ როცა მსგავს ისტორიებს ვაწყდები, ვხვდები, რომ მხოლოდ მე არ ვარ ასე. მოდით, მკითხველი რომ არ დავაბნიო, პირდაპირ თხრობაზე გადავალ.
გოგა და მე კლასელები ვიყავით, თუმცა, მაშინ ჩვენ შორის არაფერი ყოფილა. თერთმეტი კლასი ისე დავამთავრეთ, რომ ახლო მეგობრებიც კი არ ვყოფილვართ. სკოლის დამთავრების შემდეგ კი ძალიან დავახლოვდით, ერთი სამეგობრო წრე გვყავდა, სულ ერთად ვიყავით. ვქეიფობდით, ვსეირნობდით, ქალაქგარეთ დავდიოდით, მეც არ ვიცი როგორ შემაყვარა თავი. ფაქტი ერთი იყო - ყურებამდე ვიყავი შეყვარებული და მის გარდა ვერაფერს ვხედავდი. გოგა ყველას უყვარდა, მართლაც ძალიან კარგი ადამიანი იყო, ყურადღებიანი, ზრდილობიანი, სულ იმაზე ფიქრობდა, რით ვესიამოვნებინე. მასაც ძალიან შევუყვარდი, უჩემოდ ვერ ძლებდა, ჩემს ფანჯრებთან ათენებდა და აღამებდა. უნივერსიტეტში ყოველ დილას მაცილებდა, მელოდებოდა და მერე სადმე მივდიოდით. მთელი ჩემი ჯგუფი იცნობდა. ერთხელ მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავით, ორივემ დავლიეთ... მერე აღარ მახსოვს რა მოხდა, დილით გოგას საწოლში გავიღვიძე. გოგა მომეფერა და მითხრა, რომ სულ მალე მისი ცოლი გავხდებოდი და სანერვიულოც არაფერი იყო. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მინანია. იმდენად მიყვარდა, რომ ამ ნაბიჯისთვისაც მზად ვიყავი. უბრალოდ იმაზე ვღელავდი, ჩემებს რა რეაქცია ექნებოდათ. დილას, როცა სახლში მივედი, ავუხსენი, რომ ყველა იმ მეგობართან დავრჩით-მეთქი. დედაჩემი ყველა ჩემს მეგობარს იცნობდა და ამიტომ მხოლოდ ერთი საყვედურით დამთავრდა ყველაფერი. გადიოდა თვეები, მალე მივხვდით, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. გოგა მეხვეწებოდა, ჩემებისთვის მეთქვა. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, გოგას ვარწმუნებდი, რომ ჩემები ვერასდროს გამიგებდნენ, ბავშვსაც მომაშორებინებდნენ და ერთმანეთსაც დაგვაშორებდნენ. სანამ შემეძლო, უნდა დამემალა, მერე კი, როცა უკვე მუცელი დამეტყობოდა, ისედაც ყველაფერს გაიგებდნენ. პირველად დედაჩემმა გაიგო და გაგიჟდა, ქალმა ისე ინერვიულა, გული წაუვიდა და "სასწრაფოებით" გახდა მოსასულიერებელი. მამაჩემმა სახლიდან გამაგდო. რა თქმა უნდა, გოგასთან გადავედი, არც მე და არც გოგას არ გველაპარაკებოდნენ. ისიც გალანძღეს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, უზომოდ ბედნიერი ვიყავი, ვერ გეტყვით გოგა როგორი ყურადღებიანი ქმარი იყო, ექიმთან დამყვებოდა, მაკონტროლებდა კარგად ვიკვებებოდი თუ არა, პატარა ბავშვივით მეფერებოდა და მიფრთხილდებოდა. როცა ანა დაიბადა, ხომ საერთოდ ჭკუიდან გადავიდა. სამშობიაროში იყო დაყუდებული, იქიდან ფეხს არ იცვლიდა, იქნებ რამე დაგჭირდესო, საჭმელად და დასაბანად თუ წავიდოდა. სამსახურსაც კი აცდენდა. მერეც სულ მეხმარებოდა სახლში.
ანა არ იყო ცუდი გასაზრდელი, ღამეები ნამდვილად არ მითენებია, მხოლოდ ჭამაზე იღვიძებდა, ისიც გოგას გადმოჰყავდა ჩემთან. თან ჩემი მშობლებიც შეგვირიგდნენ, მიხვდნენ, რომ ერთმანეთი გვიყვარდა და მათ ასეთ საქციელს აზრი არ ჰქონდა.
ანა სამი წლის იყო, პირველად რომ ვიჩხუბეთ. გოგას უყურადღებობამ ნამდვილად გამომიყვანა მდგომარეობიდან. სახლში მოდიოდა, ჭამდა, ტელევიზორს უყურებდა და ეგრევე იძინებდა. ხანდახან თუ ეთამაშებოდა ბავშვს. ვერ ვიგებდი, რა სჭირდა, რომ ვეკითხებოდი, არაფერი, უბრალოდ დავიღალე და რაღაც ცვლილება მინდაო. ერთხელ ისიც კი წამოსცდა, ჩვენი დაოჯახება შეცდომა იყოო... სწორედ მაშინ ვიჩხუბეთ, გოგა გიჟივით გავარდა სახლიდან და იმ ღამეს არც მოსულა. მერე თანდათან გაახშირა ღამე სახლში არმოსვლა. სამსახურში საქმეებია და მორიგეობა მიწევსო. თავიდან სიმართლე მეგონა, რადგან ის კომპიუტერულ ფირმაში მუშაობდა და ვფიქრობდი, რომ ნამდვილად საჭირო იყო ღამე დარჩენა, თან ბევრჯერ დავრეკე სამსახურში შუაღამისას და იქ იყო. ეს მამშვიდებდა... თუმცა, ყველაფერი იმ ღამეების თევის დროს ხდებოდა...
საქმე იმაში იყო, რომ ინტერნეტით ვიღაც ქალი გაიცნო, თავისზე რვა წლით უფროსი, შვილიანი და მასთან გააბა რომანი, ჯერ ინტერნეტით, შემდეგ კი ერთმანეთსაც ხვდებოდნენ. მე კი ამ დროს თავს ვიმშვიდებდი, სამსახურშია-მეთქი და მეცოდებოდა, ღამეებს რომ ათევდა. ის კი დილამდე სამსახურში იჯდა და სკაიპით იმ ქალს ელაპარაკებოოდა. სახლში აგრესიული იყო, განსაკუთრებით ჩემ მიმართ. ერთხელ, მობილური დარჩა, ნეტა არც მენახა, საშინელებებს სწერდა ჩემზე ის ქალი, სთხოვდა, სახლიდან გავეგდე, რადგან ძალიან ეჭვიანობდა. ტანსაცმელი გარეთ გადაუყარეო, არიგებდა. ეს კიდევ პასუხობდა - ცოტა დამაცადე, მეც ყელში მყავს ამოსული, უკვე ვეღარ ვიტანო. რამდენჯერმე სკანდალი მომიწყო, ბავშვი ძალიან შეშინდა, დასარტყმელად გამოიწია ჩემზე და რომ არა ანას განწირული ტირილი, არ ვიცი, ალბათ დამარტყამდა კიდეც. სულ სხვა გოგა იყო ჩემ წინ, რადიკალურად შეცვლილი ადამიანი. საკუთარ ქმარს ვერ ვცნობდი და მივხვდი, რომ აზრი აღარ ჰქონდა ჩვენს ერთად ყოფნას. ისედაც მითხრა, ან შენ წახვალ ამ სახლიდან, ან _ მეო. თუ არა და, იმ ქალის მოყვანით დამემუქრა. ის მიყვარს სიცოცხლეზე მატად, ბედნიერი ვარ, მისნაირ ქალს რომ შევხვდიო. მე და ანა მისი სახლიდან წამოვედით. იქ ის ქალი არ მიუყვნია და ვერც მიიყვანს, რადგან მისი მშობლები სასტიკი წინააღმდეგები არიან და ემუქრებიან... ისინი მის საყვარელს არასდროს მიიღებენ. ანას მარტო ვზრდი, გოგა წელიწადში ერთხელ თუ ნახავს ბავშვს, ისიც შემთხვევით თუ გადაგვაწყდა ქუჩაში, თავისით არც დარეკავს და არც მის ნახვას ცდილობს. მისმა მეგობრებმა მითხრეს, იმ ქალის შვილს დაჰფოფინებსო...
ნამდვილად გული მტკივა, თავისი საკუთარი უარყო და სხვის შვილს ზრდის, ან მაგას თუ გაზრდა ჰქვია... ერთადერთი რაც მაღელვებს, ეს ანაა, ბავშვი დღემდე განიცდის ამ ამბავს და მამამისს ყოველდღე ახსენებს. ბავშვია და სხვებს რომ ჰყავთ მამები, მით უმეტეს ზოგს სკოლაში აკითხავს, მასაც უნდა. უკვე ოცდაათი წლის ვარ, თაყვანისმცემლებიც ბევრი მყავს, მაგრამ ურთიერთობას იოლად ალბათ ვერავისთან დავიწყებ, ძალიან უნდა მოინდომოს ვიღაცამ, თავი რომ შემაყვაროს. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ მეორედ ოჯახს აღარ შევქმნი. ბევრჯერ მიფიქრია და იმ დასკვნამდე მივსულვარ, რომ 50% ჩემი ბრალი იყო. გოგა მეუბნებოდა, ცვლილება მინდაო, მე კი ამას ყურადღება არ მივაქციე. იყო კიდევ ბევრი ნიუანსი. ბევრი მეუბნება, ყველაფერი კომპიუტერის ბრალია, ბევრს ენგრევა ასე ოჯახიო. დავიჯერო, კომპიუტერი რომ არ ყოფილიყო და ინტერნეტში არ გაეცნო ის ქალი, ოჯახი არ დამენგრეოდა? ალბათ სხვას გამონახავდა, მას ცვლილება სჭირდებოდა და იპოვა კიდეც, მნიშვნელობა არ ჰქონდა ამას ინტერნეტის მეშვეობით გააკეთებდა თუ ისე... იქნებ ვცდები და რომ არა მისი სამსახური და კომპიუტერი, არაფერი მომხდარიყო... ამაზე ზუსტ პასუხს ვერავინ გამცემს, ერთი კი ვიცი, მეც დავუშვი შეცდომები და ახლა სწორედ მაგ შეცდომებზე ვსწავლობ...


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (27)
10.06.2015
ამ კაცს ჯადო აქვს გაკეტებული ნაამბობიდან ჩანს, მეხიც დასცემინა ასეტ კაცს და მამას და ტან ჩაუტანია იმ ქალტან ერტად
ლოლა
10.06.2015
Uvargisi katsi DA mama kopila es tqveni goga DA droze tsasula,egre gerchivnot. Masze pikrsats tu sheeshvebit tqventvis uketesi iqneba,mixedet sakutar tavs jobia.
nana
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1385 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი