ბავშვობის მეგობარი და მისი მეთოდები
font-large font-small
ბავშვობის მეგობარი და მისი მეთოდები
30 წლის ვარ. ბავშვობის მეგობარი მყავს, თეა ჰქვია. ის ყოველთვის თამამი და აქტიური გოგო იყო, მე - დინჯი და მოკრძალეული.
თეა რომ ბიჭს თვალს დაადგამდა, ყველა ღონეს იხმარდა, რომ "დაეთრია". შეეძლო ემსახიობა და შეყვარებული ადამიანის ან უბედური ქალის როლი ეთამაშა და დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევდა. მერე იმ კაცს ამა თუ იმ საქმეში გამოიყენებდა და მიატოვებდა. ზოგს სამსახური აშოვნინა, ზოგს საზღვარგარეთ წააყვანინა თავი დასასვენებლად, ფული ხომ სულ ჰქონდა. ერთმა ბიჭმა იმის გამო დაიწუნა რომ 75 კილოს იწონიდა. იმდენი ქნა, რომ 2-3 კვირაში 15 კილო დაიკლო და ის ბიჭიც შეაბა. სულ ვეჩხუბებოდი ხოლმე, ასე ნუ იქცევი-მეთქი, მაგრამ ვერაფერი შევასმინე. ხანდახან ვებუტებოდი კიდეც, როცა ძალზე მეტი მოსდიოდა. ერთხელ იცით, რა გააკეთა? მისმა მორიგმა შეყვარებულმა რესტორანში დაგვპატიჟა. იქვე, გვერდით მაგიდასთან 3 მამაკაცი ვახშმობდა. თეამ ერთს თვალი დაადგა და იმდენი მოახერხა, თავისი ტელეფონის ნომერი დაუტოვა. ამის გამო ჩხუბი მოგვივიდა. მე ვამტყუნებდი, როგორ შეიძლება, ერთმა კაცმა დაგპატიჟოს, შენ კი მისი თანდასწრებით სხვა შეაბა-მეთქი? ის კი ჯერ იცინოდა, ხუმრობდა. მერე თვითონაც შემომიტია და ერთმანეთს დავცხეთ. ამის გამო კარგა ხანს ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით.
სწორედ ამ პერიოდში გავიცანი ერთი ახალგაზრდა მამაკაცი და გულში ჩამივარდა. თემური ყურადღებას არ მაქცევდა, მე კი ფეხდაფეხ დავყვებოდი და მოსვენებას არ ვაძლევდი. თანდათან ვატყობდი, რომ თეას მეთოდების გამოყენება დავიწყე. მეც კარგად შემძლებია მსახიობობა! ჩემი თავის მიკვირდა და თეას საქციელს უკვე ისეთი თვალით აღარ ვუყურებდი. ბოლოს, მისი გამართლებაც კი დავიწყე, მაგრამ თემურზე მაინცდამაინც არ ჭრიდა ჩემი მეთოდები. ის კვლავინდებურად ყინულის ლოდად იყო ქცეული.
ავდექი და თეას დავურეკე. შევრიგდით. რამდენიმე საათის განმავლობაში ვუყვებოდი ჩემს ამბავს. თეამ ჭკუა დამარიგა და შემდგომი მოქმედების სტრატეგიული გეგმაც დამასახვინა, თან 100 დოლარიც მოაყოლა.
დავიწყე გეგმის მიხედვით მოქმედება: მეორე დღეს თემურს მოვატყუე, დაბადების დღე მაქვს და გულს ნუ დამწყვეტ, შენთან ერთად მინდა გავატარო-მეთქი. დავითანხმე და რესტორანში წავედით. ფული მქონდა და საუცხოო კერძები შევუკვეთე. სასმელიც გეახელით და რომ შევთვერით, თემურმა ხან ხელი გადამხვია, ხან კოცნა დამიპირა. გავლაღდი, მაგრამ მერე გავბრაზდი, ამ კაცმა ჭკუა ასე როგორ დამაკარგვინა-მეთქი?! - და მის ჯიბრზე იქვე, სხვა მაგიდასთან მჯდომ მამაკაცს დავუწყე ფარცქვალი. ბოლოს, თემური საერთოდ მივატოვე და იმ მამაკაცს გავყევი. არ ვიცი რა დამემართა - თემურს სამაგიერო კი გადავუხადე, მაგრამ ჩემი უმანკოება უცხო კაცს, სასტუმროში შევწირე და დილით შინ დავბრუნდი. არც ის კაცი მინახავს მერე და თემურსაც აღარ შევხმიანებივარ. ახლაც არ ვიცი ასე რატომ მოვიქეცი. თეამ კინაღამ მომკლა, მაგრამ აბა, რაღა დროს? მოკლედ, ასე დამემართა... მე მოგიყევით, თქვენ კი შეგიძლიათ, გამკიცხოთ. ნანა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (8)
28.04.2015
საიდან იგონებთ ამ ზღაპრებს. საქმე არ გააქვთ??
თამუნა თამუნა
22.04.2015
მორიგი სისულელე,წორიკანასგან
მარინა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1398 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი