დაქვრივებული ცოლ-ქმარი
font-large font-small
დაქვრივებული ცოლ-ქმარი
გამარჯობა. მინდა ჩემს ამბავს მოგიყვეთ. ბევრჯერ გადავწყვიტე მომეწერა, მაგრამ მხოლოდ ახლა მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება...
აგერ, უკვე 8 წელია, უცხოეთში ვარ. მეუღლეს არ დავცილებულვარ, თუმცა მანძილმა დაგვაშორა და გადაგვაჩვია ერთმანეთს. ერთი შვილი გვყავს და მას გაგონებაც არ უნდა, რომ როცა დავბრუნდები, მე და მამამისმა ცალ-ცალკე ვიცხოვროთ. ამ წლების განმავლობაში მე ერთ მამაკაცთან ერთად ვცხოვრობდი, რომელსაც ძალიან ვუყვარდი და ცოლობასაც მთხოვდა. ერთად 5 წელი ვიყავით, შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა, სრულიად ახალგაზრდა. ასევე, სულ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა ჩემი მეუღლის მეგობარი გოგო, რომელთანაც 6 წელი ცხოვრობდა. ორივემ დიდი ტკივილი გადავიტანეთ. ყველა მეუბნება, რომ ეს ღმერთის მინიშნებაა, რომ ჩვენ ისევ ერთად ვიყოთ. ცოტა მეშინია, ჩემი ქმარია, ძალიან ვაფასებ, კარგი მეგობრებიც ვართ, მაგრამ არ ვიცი, როგორ გამოგვივა ცოლქმრული ურთიერთობა... ის მთავაზობს, რომ უნდა ვცადოთ, შვილიც მაგ აზრზეა და არ ვიცი, რა ვქნა, მინდა, ორივენი ბედნიერები ვიყოთ და თან იმ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების სულებიც არ დავივიწყოთ. გთხოვთ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე და როგორ იქნება უფრო გამართლებული ჩემი საქციელი. წინასწარ გიხდით მადლობას.



ბეჭდვა