შეფზე შეყვარებული
font-large font-small
შეფზე შეყვარებული
იყო დრო ერთ-ერთ სამინისტროში ვმუშაობდი. ჩემი განყოფილების უფროსი 40 წლის ქალი გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ განყოფილების 12 თანამშრომლიდან უმეტესობა ქალი იყო, თანაც ყველა - შეფზე უფრო ახალგაზრდა, შემიჩნდა ეშმაკი და მაინც მას დავადგი თვალი.
გარეგნობა კარგი ჰქონდა, მაგრამ ის უფრო მხიბლავდა, რომ თუ მასთან ურთიერთობას დავამყარებდი, მერე მაგრად გავბლატავდებოდი და ყველაფერი დაშვებული იქნებოდა ჩემთვის.
ძალზე ფრთხილად ვმოქმედებდი, რომ არ დამეფრთხო. დავიწყე იმით, რომ მის დანახვაზე ძალიან დაბნეულ სახეს ვიღებდი. საერთოდ, მხიარული და ხმაურიანი ადამიანი, ნინოს დანახვაზე ვჩუმდებოდი და თავს დავხრიდი ხოლმე. თუ მასთან კაბინეტში შევიდოდი, მოწიწებით ვიქცეოდი. ერთხელ, თვალი თვალში გავუყარე და შემდეგ მორცხვად დავხარე თავი. ვგრძნობდი, რომ ჩემი ასეთი საქციელი მასაც აბნევდა. შემდეგ, ვითომ შემთხვევით, ხელი ხელზე შევახე და რამდენიმე წამით შევყოვნდი. შემდეგ დავიწყე თითო ყვავილის მის მაგიდაზე ჩუმად დადება. ერთხელ, თათბირის დროს, როდესაც ყველა თანამშრომელი მაგიდის გარშემო ვისხედით, ფურცელზე დავწერე: "ძალიან ლამაზი ხარ" - და დემონსტრაციულად გადავაწოდე მის გვერდით მჯდომ გოგონას, მისთვის გადასაცემად. თათბირის შემდეგ კაბინეტში დამტოვა და პირდაპირ მკითხა: - მითხარი რა გინდა, ასე რატომ იქცევიო?! - მეც, ვითომ თავი ვერ შევიკავე, მხურვალე სიტყვებით ავუხსენი სიყვარული. - შენ ის თუ იცი, რამდენი წლით უმცროსი ხარ ჩემზეო? - მაგას ნუ შემახსენებთ, სწორედ ეგ მიკლავს გულს-მეთქი. - არაფერი უთქვამს, უხმოდ მანიშნა, წადიო. ამის შემდეგ მოვუხშირე მასთან კაბინეტში შესვლას და ისეთ სიტყვებს ვეუბნებოდი, სირცხვილისა და უხერხულობისგან წითლდებოდა და იშმუშნებოდა.
ერთ საღამოს კი გვიანობამდე კაბინეტში დარჩა. მეც ჩემს მაგიდასთან ვიჯექი და ველოდი, როდის წავიდოდა. კარი ღია გახლდათ და შეუძლებელი იყო, არ შეენიშნა, იქ რომ ვიყავი. მართლაც, გვიან, ასე, 11 საათი იქნებოდა, მისი ფეხის ხმა რომ გავიგონე. თავი არ ამიწევია, ისე განვაგრძე მუშაობა. ჩემს ოთახში შემოვიდა. მის ზურგს უკან კარი მივხურე, მოვეხვიე და ვაკოცე. ლამის ხელში ჩამაკვდა. უცებ გავუშვი ხელი და უსიტყვოდ დავტოვე იქაურობა. მეორე დღეს დამიბარა და მითხრა: - ესა და ეს საბუთები მოაგროვე, მაგრამ დღის განმავლობაში მაგისთვის ვერ მოვიცლი, საღამოს შინ მეწვიე და იქ გავარკვიოთო.
სიხარულისგან დავფრინავდი, ჩემმა მონდომებამ შედეგი გამოიღო. საღამოს უზარმაზარი თაიგულითა და შამპანურით მივადექი, საბუთები კი არც გამხსენებია, რა თქმა უნდა. ვიჭუკჭუკეთ, ვიხითხითეთ და იმ ღამით მასთან დავრჩი. მეორე დღეს კი მამალი ინდაურივით გაფხორილი მივედი სამსახურში. მინდოდა, ხმამაღლა მეყვირა და ყველას გაეგო, როგორი სექსუალური შეფი გვყავდა, მაგრამ ამის გაკეთება არ შემეძლო. გარკვეული დროის შემდეგ ჩვენი კურკური თანამშრომლებს არ გამოჰპარვიათ და ხანდახან სიტყვას გადამიკრავდნენ ხოლმე, მაგრამ მე შორს ვიჭერდი, ჯიუტად ვუარობდი...
ნინოს შევუყვარდი, თბილი და ალერსიანი იყო, უჩემოდ ვეღარ ძლებდა. ერთხელ კი ის თავის უფროსს დაუბარებია და ჩემზე უკითხავს, არც ის დაუმალავს, რომ ჩვენზე ჭორაობდნენ. ძალზე აღელვებული და გაბრაზებული გამოვიდა უფროსის კაბინეტიდან და მთხოვა, თავი შემეკავებინა კომპლიმენტებისა და თბილი სიტყვებისგან და რაც შეიძლება მალე გამექარწყლებინა თანამშრომლების ეჭვი. შემდგომი პერიოდის განმავლობაში თავს არიდებდა ჩემთან ურთიერთობას, ცოტა ხნის შემდეგ კი მის გვერდით ჭაღარა, სიმპათიური მამაკაცი გამოჩნდა. მე ეჭვიანობის სცენებს ვაწყობდი, ვეჩხუბებოდი, მაგიდაზე მუშტს ვურტყამდი, მაგრამ ის მშვიდი სახით მიყურებდა და კარისკენ მიმითითებდა ხოლმე. ერთხელაც, ასეთი ჩხუბის დროს მითხრა - განცხადება დაწერე წასვლაზეო. მოულოდნელობისგან შევხტი და ფერი მეცვალა. მან ისევ გამიმეორა, წამოდგა, კარი გამოაღო და თითით მანიშნა, რომ იქაურობა დამეტოვებინა. რაღას ვიზამდი? დავწერე განცხადება და წამოვედი... შემრჩა ის ერთი წელი გართობა და ჩემს ნებაზე სიარული.
ისე, მინდა გითხრათ, რომ "გზა" მისი საყვარელი ჟურნალია. მე ვყიდულობდი ხოლმე სხვა ჟურნალ-გაზეთებთან ერთად ყოველ ხუთშაბათს და მაგიდაზე ვახვედრებდი. ახლაც, როცა თქვენ ჟურნალს დავინახავ ის კარგი დრო მახსენდება. პატივისცემით, წარსულში დარჩენილი ლადო.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
29.04.2015
გამორჩენის მიზნით, ქალის შებმა ხო არ შეგრჩა?.... ფუ შენნაირი კაცის არ გაიშვა არაფერი.... ხო ამოგდეს ბოლოს პანღური და გაგისროლეს გარეთ?ცოტაა ეგ.ჯერ კარგად უნდა გაეძუყნე კაცს და მერე ამოეკრათ ჭიტლაყი,...შეგრჩებოდა გეგონა???
ჟიგოლოს
28.04.2015
Chkviani katsi eset sisuleleebs Ar chaidens,tsantsara kopilxart!
kaxa
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1398 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი