მძახლის როლი პირად ცხოვრებაში
font-large font-small
მძახლის როლი პირად ცხოვრებაში
მინდა, ჩემს ამბავს მოგიყვეთ. ძალიან ვარ აღშფოთებული და ვინმეს რომ არ გავუზიარო, შეიძლება გული გამისკდეს...
ქვრივი ვარ, ერთადერთი შვილი მყავს, რომელიც უმამოდ 4 წლის დარჩა და დიდი წვალებით გავზარდე. ჩემი შვილი 3 წლის წინ დაქორწინდა. გახარებული ვიყავი, რადგან სარძლო ძალიან მომწონდა. მართალია, მისი მშობლები გაშორებული იყვნენ, მაგრამ მამა დიდ ყურადღებას აქცევდა გოგონას და ხშირადაც ნახულობდა.
მოკლედ, ასრულდა ოცნება და ქორწილი გადავიხადეთ. ცოტა ხსნის შემდეგ კი ჩემმა ბიჭმა გამომიცხადა, - საცხოვრებლად ცალკე უნდა გადავიდეთო. არადა ჩემი ქმრის გარდაცვალების შემდეგ თბილისის ცენტრში საკმაოდ დიდი ბინა დამრჩა, რომელზეც ბევრი ნათესავი ილესდა კბილებს და სასამართლოდან სასამართლოში დამატარებდნენ, რომ წაერთმიათ, მაგრამ ვერაფერი გააწყეს და შემეშვნენ. რძლის შემომატება არანაირ დისკომფორტს არ მიქმნიდა, რადგან იმდენი ოთახი მაქვს, შესაძლოა, 1 კვირა ისე გვეცხოვრა, ერთმანეთს არც კი შევხვედროდით.
ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე, ბინას არ გავყიდი-მეთქი. - არაა საჭირო, სიმამრმა გვიყიდა 2-ოთახიანი ბინა წერეთელზე და იქ გადავალთო. ელდა მეცა. ეს ერთადერთი შვილი მყავდა და ისიც სხვაგან მიდიოდა საცხოვრებლად. მე კი ამხელა ბინაში მარტო უნდა ვყოფილიყავი. შევთავაზე, - მე გადავალ იმ პატარა ბინაში და აქ დარჩით-მეთქი, მაგრამ - უხერხულიაო. მოკლედ, ჩემი მძახლის, ქალბატონი ეკას აკვიატება იყო მათი ცალკე გადასვლა და თავისი ყოფილი ქმარი აიძულა, ბინა ეყიდა.
ბევრი ვიბრძოლე, მაგრამ თავისი გაიტანეს და გადავიდნენ. ერთმანეთს ხშირად ვნახულობდით, მაგრამ ჩვენ შორის რაღაც გაწყდა. გავაგრძელე ცხოვრება, რაღას ვიზამდი? შვილზე განაწყენებულმა, გადავწყვიტე, საკუთარი პირადი ცხოვრებისთვის მიმეხედა.
ინტერნეტში ერთი მამაკაცი გავიცანი, რომელიც მომეწონა. შევხვდით და ბევრი რომ არ გავაგრძელო, საყვარლები გავხდით. ვინაიდან და რადგანაც მას ცოლ-შვილი ჰყავდა, გათხოვებაზე არც მიფიქრია. კმაყოფილი ვიყავი იმით, რაც მქონდა.
ჩვენი ურთიერთობა დიდხანს არ დარჩენილა დამალული და თითქმის ყველამ გაიგო. ჩემი შვილი ცოტა გამინაწყენდა, მაგრამ მალევე შემირიგდა. ამას წინათ, სულ რაღაც 2 კვირის წინ შემთხვევით გავიგე, რომ თურმე ჩემი მძახალი (ანუ რძლის დედა) ეკურკურებოდა ჩემს საყვარელ მამაკაცს და გადაუბირებია კიდეც. დათოს ღალატზე წავასწარი. მისი მანქანა დავინახე ერთ-ერთ სასტუმროსთან და დავუდარაჯდი. იქიდან კი ჩემს მძახალთან ერთად რომ ვნახე გამოსული, ლამის ინფარქტი მივიღე. მართალია შოკში ვიყავი, მაგრამ ვიცოდი მერე გამიჭირდებოდა იმის დამტკიცება, რაც ვნახე. მაშინვე გადავწყვიტე, მემხილებინა. წინ ავესვეტე და ორივე მაგრად გამოვლანძღე. სათქმელიც არაფერი ჰქონდათ და დათო მარტო იმას მეუბნებოდა, - ნუ ყვირი, ხალხი გვიყურებსო.
რა თქმა უნდა, ამის შემდეგ დათოს დავცილდი. მასთან ურთიერთობის გაგრძელება აღარ მომინდა. ის კი გავიგე, რომ ქალს უაქტიურია და ისე "დაუთრევია" ჩემი კაცი. გაგიგიათ ასეთი რამე? შვილი წამართვა და ახლა კაციც წაიყვანა. ჩემს მტრად გაჩენილა ეგ ქალი. არა და, ნეტავ გაჩვენათ, რას ჰგავს. ძალიან შეუხედავი ქალია და რა მოეწონა დათოს მისი, არ ვიცი. კი მითხრა, - შენ მიყვარხარ, მასთან 1-2-ჯერ გავიხვანცალეო, მაგრამ ჩემი მძახლის "ნახმარი" კაცი რა ჯანდაბად მინდა?
შურისძიებაზე  ფიქრი არ მასვენებს. თუმცა არც კი ვიცი, სამაგიერო რით გადავუხადო. ამას წინათ ვფიქრობდი, მისი ყოფილი ქმარი ხომ არ გადმოვიბირო-მეთქი, მაგრამ ამით ალბათ გულს ვერ ვატკენ და ტყუილად გავებმები შარში.
იმის იმედიც მაქვს ამ წერილს წაიკითხავენ და მიხვდებიან, როგორი ტკივილი მომაყენეს. სახელები არ შემიცვლია. ოღონდ სურათებს ნუ მომთხოვთ, თუმცა თუ ძალიან გავბრაზდი, შესაძლოა, არც ამაზე ვთქვა უარი და ამბავიც უფრო ვრცლად და დაწვრილებით მოგიყვეთ.          


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (19)
30.04.2015
ეს ქალი არ უნდა იყოს ნორმალური. მართალი ყოფილან შენი მეუღლის ნათესავები ბინის წართმევა თუ უნდოდათ. ეცოდინებოდათ რაც ხარ და მიცვალებულისთვის უნდოდათ ეტყობა რომ პატივი ეცათ. რა საცოდავი ხარ......
ლელა
30.04.2015
უკომენტაროდ
ბაქარი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1307 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი