ძალიან დაგვიანებული მესიჯი
font-large font-small
ძალიან დაგვიანებული მესიჯი
გამარჯობა, პირველად გწერთ და იმედი მაქვს, გამოაქვეყნებთ. ერთი წელია, გავთხოვდი. თითქოს ძალიან ბედნიერი ვარ, არაჩვეულებრივი ქმარი მყავს, მასთან თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ როცა ძველი სიყვარული მახსენდება, მოსვენებას ვკარგავ...
ყველაფერს თავიდან მოგიყვებით. რეზი დაახლოებით 3 წლის წინ გავიცანი. საკმაოდ სიმპათიური, განათლებული, შეძლებული. ერთმანეთი მეგობარმა გაგვაცნო და შეხვედრაც ხშირად გვიწევდა. თავიდანვე სიმპათიით განვეწყვე, თვითონაც მოვეწონე, დავახლოვდით და ერთმანეთს ხშირადაც ვხვდებოდით. თავს კარგად ვგრძნობდი მასთან, ნელ-ნელა შემიყვარდა, მისგანაც იგივეს ვგრძნობდი. ცოტა ხანში გამომიტყდა სიყვარულში. ძალიან რომანტიკული ადამიანია და სიყვარულიც რომანტიკულ გარემოში ამიხსნა. ძალიან ბედნიერი ვიყავი იმ დროს. მის გრძნობას დადებითად ვუპასუხე და რამდენიმე თვის მანძილზე ძალიან ბედნიერი ვიყავი. ყურადღებას, საჩუქრებს, ალერსს არ მაკლებდა. მერე რაღაც სისულელეზე ვიკამათეთ და დავშორდით კიდეც. გამწარებული და ატირებული დიდხანს ვერ დავწყნარდი. დეპრესია დამეწყო. ახლობლობლები ჩემი ამბით შეწუხებულები იყვნენ, აღარ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ. მაგრამ ნელ-ნელა შევეგუე მის გარეშე ცხოვრებას.
ერთ დღეს სასწავლებელში მომაკითხა. რომ დავინახე, უზომოდ გამიხარდა, თუმცა არ შემიმჩნევია. მანქანას გვერდი ავუარე და წავედი. უკან გამომყვა. დიდი ხვეწნის მერე მანქანაში ჩავჯექი, ბევრი ვილაპარაკეთ და შევრიგდით, თუმცა ვგრძნობდი, რომ ძველი გრძნობა აღარ ჰქონდა ჩემ მიმართ. თავიდან არაფერს ვეკითხებოდი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მართალი ვყოფილვარ - აღარ ვუყვარდი და მითხრა კიდეც ამის შესახებ - არ მიყვარხარ, მაგრამ უშენოდაც ვერ ვძლებ, შენ რომ მიმატოვო, მოვკვდებიო. ეს იმდენად დიდი შოკი იყო, რომ ვერაფერი ვუთხარი, ისე წავედი სახლში.  არაფერზე ფიქრი აღარ შემეძლო. მე სიგიჟემდე მიყვარდა, მას კი - არა. ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდოდა ჩემთან ყოფნა, თუ არ ვუყვარდი.
გადავწყვიტე, აღარ შევხვედროდი. მის ზარებს აღარ ვპასუხობდი, მაგრამ ძალიან მიჭირდა. ბოლოს მაინც მივწერე. უზომდ მენატრებოდა. მართალია, არ ვუყვარდი, მაგრამ მაინც მასთან მინდოდა ყოფნა. იმის იმედით ვიყავი, რომ შევუყვარდებოდი. ამ იმედში 2 წელი გავიდა. სხვა თაყვანისმცემლები მყავდა, მაგრამ მე მხოლოდ რეზი მინდოდა მიუხედავად იმისა, რომ სულ ვჩხუბობდით. ერთ-ერთი ჩხუბის მერე ისევ დავშორდით. ამჯერად - საბოლოოდ. დაახლოებით 6 თვე ისე გავიდა, არ მოვუკითხივარ.
მერე ისე მოხდა, მეც თითქოს სხვა შემიყვარდა ან უბრალოდ, მინდოდა, ვინმეს ვყვარებოდი და სხვაზე გადავრთულიყავი. მოკლედ, ამ სხვა ბიჭმა - ლაშამ ცოლობა შემომთავაზა, ჩემს მშობლებსაც გაეცნო. ერთი სიტყვით, ყველას მოსწონდა, ყველა მირჩევდა, გავყოლოდი ცოლად, ჰოდა, ასეც გადავწყვიტე. საოცარი ადამიანია, სიგიჟემდე ვუყვარვარ. არ მახსოვს, რამეზე უარი ეთქვას. მოკლედ, ქორწილი გადავიხადეთ. უბედნიერესი ვიყავი და რეზი აღარც მახსოვდა მანამ, სანამ ერთხელ არ მომწერა: `ვიცი, შენგან არაფრის ღირსი არ ვარ... გავიგე, გათხოვდი. ეს ჩემთვის შოკი იყო. მაშინ მივხვდი, რომ სიგიჟემდე მყვარებიხარ. ვერაფრით ვეგუები შენს დაკარგვას. ვიცი, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია და ისიც ვიცი, დღემდე გიყვარვარ. მაპატიე ყველაფერი, გთხოვ, დამიბრუნდი! მიატოვე ყველა და ყველაფერი”.
ჰოდა ამ მესიჯის მერე მოსვენება დავკარგე. სადაცაა, ბავშვს გავაჩენ. ჩემი ქმარი მიყვარს, მაგრამ ის მესიჯიც მოსვენებას არ მაძლევს. ვიცი, ქმარს არასოდეს მივატოვებ, მაგრამ უიმისობაც მტანჯავს, თითქოს რაღაც მაკლია და იმასაც ვხვდები, რომ მთელი ცხოვრება ასე უნდა ვიყო. ძალიან გვიანაა. სალომე.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (31)
09.06.2015
zNyjSq ntggknwbquiw, [url=http://iihxltpgvpdm.com/]iihxltpgvpdm[/url], [link=http://lmjecdhyqjju.com/]lmjecdhyqjju[/link], http://kknnuvtuiyza.com/
tyuqjkcyoud
06.05.2015
MIDI daureke,shexvdi,Ras ukureb Amat.sheni qmaric sheegueba nel nela kvelapers....aba shen rafer ver mogitkna amden xans dedismuteli
lasha.schwabish gmumd.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1398 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი