"დედის მაგალითმა ჩემზეც იქონია გავლენა"
font-large font-small
"დედის მაგალითმა ჩემზეც იქონია გავლენა"
მახსოვს, 5 წლის ვიყავი, როცა დედამ სახლში შუა ხნის მამაკაცი მოიყვანა და მე და ჩემს დას გვითხრა, რომ ამიერიდან ნიკო ძია ჩვენთან იცხოვრებდა.
ნიკო ძალიან კარგი ადამიანი იყო. მეზღვაური გახლდათ და სახლში წელიწადში სულ რამდენიმე თვე იყო ხოლმე. როდესაც ზღვაოსნობიდან ბრუნდებოდა, ჩვენთვის უამრავი საჩუქარი ჩამოჰქონდა. ერთხელ კი შინიდან სულ 4 დღის წასული იყო, უკან რომ დაბრუნდა და თქვა - ასაკის გამო სამსახურიდან გამომიშვეს, უკვე პენსია მეკუთვნისო. მაშინ 17 წლის ვიყავი და ყველაფერი მშვენივრად მესმოდა. როდესაც დედამ მისი პენსიის რაოდენობა გაიგო, მეორე დღესვე შინიდან გაუძახა. მახსოვს იმ დილით კამათის ხმამ გამაღვიძა. მესმოდა, ნიკო როგორ ეუბნებოდა - შენს გოგონებსაც გააფუჭებ და შენნაირ გველებად გაზრდიო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოჯახის მოწყობაში დიდი წვლილი მიუძღოდა და ბინაც მისი ნაყიდი იყო, შინიდან მხოლოდ საბუთები წაიღო და წავიდა. აი, ასეთი მაგალითი მომცა დედამ და ნუ გამკიცხავთ, თუ მისი "საქმენი საგმირონი" თქვენს სამსჯავროზე გამოვიტანე.
ასეთმა საქციელმა მეც აზროვნების გარკვეული ტიპი ჩამომიყალიბა. აბიტურიენტი ვიყავი, როცა ერთი ფულიანი ტიპი გავიცანი გავიცანი. 32 წლის, უცოლო ლაშას თავისი ფირმა ჰქონდა და "ლექსუსით" დადიდოდა.  დაქალმა გამაცნო და რადგან ჩემი შესანიშნავი გარეგნობის იმედი მქონდა, უცებ გადავწყვიტე რომ "დამეთრია". დავურეკე და რამდენჯერმე ერთმანეთს შევხვდით. შევნიშნე, რომ რესტორანში შეკვეთის მიცემის დროს მენიუში ფასებს არ უყურებდა და საუკეთესო კერძებსა და სასმელს არჩევდა. ნელ-ნელა ერთმანეთს დავუახლოვდით. ლაშა დროდადრო გარკვეულ თანხას მაძლევდა, რომელსაც ჩემი სურვილისამებრ ვხარჯავდი.
ამასობაში ჩავაბარე, მაგრამ უნივერსიტეტში საერთოდ აღარ დავდიოდი. სწავლის გაგრძელება აღარ მინდოდა, რადგან მიმაჩნდა, რომ სწავლა იმ უიღბლოების ხვედრი იყო, ვისაც ცხოვრებაში არ გაუმართლა და ლაშასნაირი მამაკაცი ვერ იპოვა...
ერთადერთი, რაზეც გული მწყდებოდა და მეგობრებსაც არ ვუმხელდი, ის იყო, რომ ლაშა დაქორწინებაზე ხმას არ იღებდა... გულს იმით ვიმშვიდებდი, რომ ფულს ძველებურად მაძლევდა და ხელგაშლით ვცხოვრობდი. განებივრებულმა გვიან შევნიშნე, რომ ლაშამ ჩემთან შეხვედრებს მოუკლო. ერთ დღეს კი ისევ მეგობარმა წამჩურჩულა - ვიღაც გოგოსთან ერთად ვნახეო. პანიკაში ჩავვარდი, მისი ხელიდან გაშვება არ მინდოდა და გადავწყვიტე, დავფეხმძიმებულიყავი. ერთ საღამოს ბარში დამპატიჟა. სასმელი დავაძალე და დავათვრე. ეს იმისთვის მჭირდებოდა, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება არ გამოეყენებინა.
ჩემმა გეგმამ გაამართლა. ერთი თვის შემდეგ მის მშობლებს დავურეკე და ვაუწყე, რომ ლაშასგან შვილს ველოდი. მშობლებმა შინ მიმიწვიეს. უცოდველი კრავის სახით მივედი და უბრალოდ, ვუთხარი, რომ მათგან რჩევა მჭირდებოდა. - თუ მეტყვით, რომ ბავშვი უნდა მოვიშორო, დაგიჯერებთ-მეთქი. მამამისმა ლაშას დაურეკა და მოსვლა სთხოვა. ჩემი იქ დანახვა ძალიან გაუკვირდა. როდესაც ყველაფერი შეიტყო, ცოტა ხანს დაფიქრდა და თქვა, - კარგი, გააჩინე და ერთად გავზარდოთო. - ქორწილი როდის გადავიხადოთ? - ჰკითხა დედამისმა. - არასოდესო - გამოაცხადა ლაშამ და დაამატა - ცოლად არ მოვიყვან, მაგრამ ბავშვს არ მივატოვებო!
მართალია, მისი სიტყვები გულზე მომხვდა, მაგრამ დიდხანს არ მინერვიულია. ლაშა ხელგაშლილია, ბავშვს ცუდ პირობებში არ ამყოფებს და ჯანდაბას, თუ ოფიციალურად ცოლად არ მითხოვს-მეთქი. ბიჭი შემეძინა, რომელიც წყლის წვეთივით ჰგავდა მამამისს. როგორც ლაშა დამპირდა, ბავშვს ყურადღებას აქცევდა და იმდენ ფულს მაძლევდა, რომ ყველა მოთხოვნილებას ვიკმაყოფილებდი. როცა ბავშვი წამოიზარდა, ლაშას მშობლებს ზოგჯერ შინ მიჰყავთ ხოლმე - გიჟდებოდნენ შვილიშვილზე და ანებივრებდნენ - საჭმელ-სასმელსაც ყიდულობდნენ და სეზონურად - ბლომად ტანისამოსსაც. როდესაც გუგა სახლში ბრუნდებოდა, უზარმაზარი ჩანთებით მომადგებოდნენ ხოლმე კარზე. მთელი 2-3 კვირის სამყოფი პროდუქტი მოჰქონდათ. მე კი ეს სულაც არ მომწონდა, მათ ნაყიდს ვიწუნებდი და ვეუბნებოდი, ფული მომეცით და მე თვითონ ვიყიდი ყველაფერს-მეთქი. რომ ვერაფერი შევასმინე, მერე მოთხოვნაზე გადავედი. ვემუქრებოდი, ბავშვს აღარ გაჩვენებთ, თუ ისე არ მოიქცევით, როგორც მე გეუბნებით-მეთქი...
ასე გავიდა ერთი წელი. შემდეგ ლაშამ გაიგო, მის მშობლებს რომ ვაშანტაჟებდი და საერთოდ შემიწყვიტა დაფინანსება. ბევრი ვიბრძოლე, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში გაჭირვების ხანა დაიწყო. მაღაზიაში დავიწყე მუშაობა გამყიდველად და ძალიან ვნანობდი, რომ უნივერსიტეტში სწავლა მივატოვე, მაგრამ მგონი უკვე გვიანაა.  ახლა ძალიან ვნანობ ჩემს საქციელს. ბევრი რამ გადავაფასე და მივხვდი ყველა შეცდომას, რომელიც დავუშვი. იმედი მაქვს მომავალში მსგავსს აღარასოდეს გავიმეორებ. პატივისცემით, ელზა.






Secdoma

maxsovs, 5 wlis viyavi, roca dedam saxlSi Sua xnis mamakaci moiyvana da me da Cems das gviTxra, rom amieridan niko Zia CvenTan icxovrebda. niko Zalian kargi adamiani iyo, is mezRvauri gaxldaT, saxlSi weliwadSi sul ramdenime Tve iyo xolme. rodesac zRvaosnobidan brundeboda, CvenTvis uamravi saCuqari Camohqonda. erTxel ki Sinidan sul 4 dRis wasuli iyo, ukan rom dabrunda da Tqva - asakis gamo samsaxuridan gamomiSves, ukve pensia mekuTvniso. maSin 17 wlis viyavi da yvelaferi mSvenivrad mesmoda. rodesac dedam misi pensiis raodenoba gaigo, meore dResve Sinidan gauZaxa. diliT kamaTis xmam gamaRviZa. mesmoda, niko rogor eubneboda - Sens gogonebsac gaafuWeb da Sennair gvelebad gazrdio. miuxedevad imisa, rom Cveni ojaxis mowyobaSi didi wvlili miuZRoda da binac misi nayidi iyo, Sinidan mxolod sabuTebi waiRo da wavida. ai, aseTi magaliTi momca dedam da nu gamkicxavT, Tu misi "saqmeni sagmironi" Tqvens samsjavroze gamovitane.

aseTma saqcielma mec azrovnebis garkveuli tipi Camomiyaliba. abiturienti viyavi, roca erTi fuliani tipi gavicani gavicani. 32 wlis da ucolo laSas Tavisi firma hqonda da "leqsusiT" dadidoda. daqalma gamacno da radgan Cemi SesaniSnavi garegnobis imedi mqonda, uceb gadavwyvite rom "dameTria". davureke da ramdenjerme erTmaneTs SevxvdiT. SevniSne, rom restoranSi SekveTis micemis dros meniuSi fasebs ar uyurebda da saukeTeso kerZebsa da sasmels arCevda. nel-nela erTmaneTs davuaxlovdiT. laSa drodadro garkveul Tanxas maZlevda, romelsac Cemi survilisamebr vxarjavdi.

universitetSi saerTod aRar davdiodi. swavlis gagrZeleba aRar mifiqria. mimaCnda, rom swavla im uiRbloebis xvedri iyo, visac cxovrebaSi ar gaumarTla da laSasnairi mamakaci ver ipova...

erTaderTi, razec guli mwydeboda da megobrebsac ar vumxeldi, is iyo, rom laSa daqorwinebaze xmas ar iRebda... guls imiT vimSvidebdi, rom fuls Zveleburad maZlevda da Tavs xelgaSliT cxovrebis uflebas vaZlevdi. ganebivrebulma gvian SevniSne, rom laSam CemTan Sexvedrebs mouklo. erT dRes ki isev megobarma wamCurCula - viRac gogosTan erTad vnaxeo. panikaSi Cavvardi, misi xelidan gaSveba ar mindoda da gadavwyvite, davfexmZimebuliyavi. erT saRamos barSi dampatiJa. sasmeli davaZale da davaTvre. es imisTvis mWirdeboda, rom Casaxvis sawinaaRmdego saSualeba ar gamoeyenebina. marTlac, davfexmZimdi. erTi Tvis Semdeg mis mSoblebs davureke da vauwye, rom laSasgan Svils velodi.

Cemma gegmam gaamarTla. misma mSoblebma Sin mimiwvies. ucodveli kravis saxiT mivedi da ubralod, vuTxari, rom maTgan rCeva mWirdeboda. - Tu metyviT, rom bavSvi unda moviSoro, dagijerebT-meTqi. mamamisma laSas daureka da mosvla sTxova. Cemi iq danaxva Zalian gaukvirda. rodesac yvelaferi Seityo, cota xans dafiqrda da Tqva, - kargi, gaaCine da erTad gavzardoTo. - qorwili rodis gadavixadoT? - hkiTxa dedamisma. - arasodeso - gamoacxada laSam da daamata. colad ar moviyvan, magram bavSvs ar mivatovebo!

marTalia, misi sityvebi gulze momxvda, magram didxans ar minerviulia. laSa xelgaSlilia, bavSvs cud pirobebSi ar amyofebs da jandabas, Tu oficialurad colad ar miTxovs-meTqi. biWi SemeZina, romelic wylis wveTiviT hgavda mamamiss. rogorc laSa dampirda, bavSvs yuradRebas aqcevs da imden fuls maZlevs, rom yvela moTxovnilebas vikmayofileb. bavSvi wamoizarda da laSas mSoblebs zogjer Sin mihyavT xolme - giJdebodnen SviliSvilze da anebivrebdnen - saWmel-sasmelsac yidulobdnen da sezonurad - blomad tanisamossac. gugas saxlSi rom abrunebdnen, uzarmazari CanTebiT momadgebodnen xolme karze. mTeli 2-3 kviris samyofi produqti mohqondaT. me ki es sulac ar momwonda, maT nayids viwunebdi da veubnebodi, fuli momeciT da me TviTon viyidi yvelafers-meTqi. rom veraferi Sevasmine, mere moTxovnaze gadavedi. vemuqrebodi, bavSvs aRar gaCvenebT, Tu ise ar moiqceviT, rogorc me geubnebiT-meTqi. ase gavida erTi weli. Semdeg laSam gaigo, mis mSoblebs rom vaSantaJebdi da saerTod Semiwyvita dafinanseba. bevri vibrZole, magram verafers gavxdi. amis Semdeg daiwyo Cems cxovrebaSi gaWirvebis xana. maRaziaSi daviwye muSaoba gamyidvelad da Zalian vnanobdi, rom universitetSi swavla mivatove, magram mgoni ukve gvianaa. axla bevri ram gadavafase da mivxvdi yvela Secdomas, romelic davuSvi. imedi maqvs momavalSi msgavss aRarasodes davuSveb. axla Zalian vnanob Cems saqciels. pativiscemiT, anano.

Normal 0 false false false RU X-NONE X-NONE
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
29.04.2015
ესე იგი,შვილით მანიპულირებ, შვილი,გამოძალვის მიზნით გააჩინე მხოლოდ,სხვათა დასასანტაჟებლად..... შენი ქმრისა რო ვიყო,დედობას ჩამოგართმევდი,....
შენ დედობის რა ღირსი ხარ
29.04.2015
ცანცარა ყოფილხარ შვილო,დედაშენის გაზრდილი აბა რა გამოხვიდოდი,მარა ნუტუ დედაშენის მაგალითიდან მაინც არ უნდა გესწავლა რამე?შვილიც დაგუპე.უნამუსო ქალო
მარი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1298 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი