ცოლთან საყვარელზე არ უნდა ილაპარაკო
font-large font-small
ცოლთან საყვარელზე არ უნდა ილაპარაკო
აქ კი დიდი სკანდალი ატყდა. - ვინ არის ეს ოხერი გელა? რატომ ინახავ მის ოჯახს? რა ვალდებული ხარ, ფული აძლიოო?

უკვე 8 წელია, რაც ცოლი მოვიყვანე. ვერ გეტყვით, ცოლისთვის არასოდეს მიღალატია-მეთქი, ყოველთვის დავძვრებოდი ქალებში, მაგრამ ამ ორი წლის წინ ერთი ქალი უზომოდ შემიყვარდა. მე თვითონ არ ვიცი, რა დამემართა... სულ მასთან მინდოდა ყოფნა, გამუდმებით მასზე ვფიქრობდი და ოჯახში მხოლოდ ღამის გასათევად მივდიოდი. მისი სიყვარულით იმდენად ვიყავი მოჯადოებული, რომ შინაც ვერ ვიკავებდი თავს და მასზე ვსაუბრობდი. ამ ქალს ბელა ერქვა. ავდექი და ოჯახში გამოვაცხადე - ერთი კაცი გავიცანი, ძალზე კარგი პიროვნებაა და დავუძმაკაცდი, თანაც ცოლს გაშორებულია და ორ შვილს მარტო ზრდის-მეთქი. ჰოდა, ამ ჩემს ბელას დავარქვი გელა და ოჯახში გამუდმებით მასზე ვლაპარაკობდი. ერთხელ ცოლმა ფული მთხოვა. - რამდენი გჭირდება-მეთქი? - ასი ლარიო... გადავირიე და ხმამაღლა წამოვაყრანტალე - შენ რომ ასი ლარი მოგცე, გელას რაღა მივცე-მეთქი? - ცოლი გაოცებული მიყურებდა. ბოლოს, მხრები აიჩეჩა...

კიდევ ასეთი რამ შემემთხვა: ჯიბეში ფული მქონდა. ათი ლარი დავიტოვე, დანარჩენი კი ბელას მივეცი. როგორც ჩანს, ჩემმა ცოლმა იცოდა, რომ ფული მქონდა და მთხოვა: 50 ლარი მომეციო. უარი რომ მიიღო, დაინტერესდა, - გუშინ რომ ფული გქონდა, რა უყავიო? - არც ვაციე და არც ვაცხელე - გელას მივეცი-მეთქი. - რად უნდოდაო? - ტანისამოსის საყიდლად და თმის შესაჭრელად-მეთქი. - აქ კი დიდი სკანდალი ატყდა. - ვინ არის ეს ოხერი გელა? რატომ ინახავ მის ოჯახს? რა ვალდებული ხარ, ფული აძლიოო? - რაღა უნდა მეთქვა? მერე გაიგო, რომ ქალი მყავდა და მისი სახელი რომ შეიტყო, მაშინვე მიხვდა, რომ გელა, ბელა იყო...

მერე მე და ბელა დავშორდით, რადგან მას სხვა შეუყვარდა. მე ძნელად გადავიტანე ეს ამბავი. იმის შემდეგ, სხვა ქალს არ გავკარებივარ, მაგრამ ვინ გიჯერებს? თუ ცოტა შემაგვიანდება, იწყება ჩხუბი და აყალმაყალი. ვერავის ვაჯერებ, რომ ცოლის ერთგული ვარ. პატივისცემით, დათო.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (7)
12.04.2016
რაც მოგივა დავითაო,ყველა შენი თავითაო!!!!!!!!
თათია
21.03.2016
ქალბატონებს ხომ უნდათ,რომ რეალიზებულები იყვნენ,საქმეში წარმატებულები,ხომ მიაღწიეს ამას? ჰოდა ზოგიერთ მამაკაცს მიაჩნია,რომ წარმატებული და რეალიზებული მაშინაა, თუ ბევრი ქალი ჰყავს.თუ არ მოგწონთ გაშორდით.ყველას აქვს თვითრეალიზაციის უფლება.
უკვდავი:)))
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი