დღევანდელი საოცარი ამბები
font-large font-small
დღევანდელი საოცარი ამბები
ამას წინათ "ფეისბუკზე" ძალიან კარგ პოსტს წავაწყდი. "დღევანდელი საოცარი ამბები" ჰქონდა სათაურად და ავტორი თავს გადახდენილ ამბავს ჰყვებოდა, თუმცა, ჩემი ყურადღება კომენტარებმა უფრო მიიპყრო. რამდენიმეს თქვენც გთავაზობთ და აქვე გთხოვთ, რომ თუ თქვენც გადაგხდათ თავს ასეთი "საოცარი ამბები", აუცილებლად გაგვიზიარეთ.


"დღეს, როდესაც ჩემს კლასელს ვუთხარი, რომ მამაჩემი მძულს, მან გაკვირვებულმა შემომხედა და მითხრა: "მე კიდევ ვოცნებობ, რომ ერთხელ მაინც შემხვდესო".

"მე არ მჯეროდა სასწაულების, სანამ დღეს, ჩემი 19 წლის შვილმა საშინელი დიაგნოზის მერე, - რომ ის ვერასოდეს ვერ გაივლიდა, პირველი ნაბიჯები არ გადადგა და დავინახე მის სახეზე სიხარულით გამოწვეული ღიმილი".

"დღეს, ჩემი 5 წლის შვილმა მკითხა, თუ რატომ იჯდა მოხუცებული კაცი გადასასვლელთან ასე მარტო, ავუხსენი, რომ მას არ ჰყავდა ოჯახი, არ ჰქონდა ფული და ასე უწევდა ცხოვრება. ჩემმა პატარამ სევდიანი თვალებით შემომხედა და მითხრა: "მამა, გთხოვ, მიეცი მას ფული და საჭმელი, არ მინდა, რომ ის მოკვდეს".

"დღეს, 20 წელი გავიდა ჩემი ძმის სიკვდილიდან. მისი გული, რომელიც ტრანპლანტაციის საშუალებით გადაუნერგეს ბიჭს,  ჩემს დაზე სიგიჟემდეა შეყვარებული".

"დღეს 7 წელი გავიდა საშინელი ტრაგედიის მერე. სწორედ ამ დღეს, 7 წლის წინ, როდესაც დედა მანქანით მიდიოდა, წინ პატარა ბავშვმა გადაურბინა, დედამ საჭე ვერ დაიმორჩილა, მაგრამ ბავშვისთვის რომ არ დაერტყა მანქანა, ელექტრო ბოძს დააჯახა. დღეს პატარა ბავშვი უკვე 20 წლისაა და ყოველი თვის დასაწყისში დედასთვის ყვავილების თაიგული მოაქვს".

"დღეს, იმ მძიმე წლების შემდეგ, რომელიც ალკოჰოლთან ბრძოლას მოვანდომე, თავს სრულიად ბედნიერად ვგრძნობ. მინდა გითხრათ, რომ მე და ჩემი მეუღლის სიყვარული ისე ძლიერი არასოდეს ყოფილა, როგორც ახლა".

"დღეს ჩემს შეყვარებულს ვუთხარი, რომ ორსულად ვარ. არ ვიცი, რას მეტყვის ის, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ჩემს ცხოვრებაში პირველად აღარ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელიც არ მინდა.. მე დედა გავხდები".

"დღეს, როდესაც მანქანა გავაჩერე წითელზე, დავინახე ხელჯოხიანი ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც გადასვლაში ეხმარებოდა ინვალიდის სავარძელში მჯდომ უცნობ მამაკაცს"...

"დღეს 17 წელი გავიდა ჩემი დაბადებიდან. მას შემდეგ, რაც დედას უთხრეს, რომ დიდი რისკი იყო ჩემი დაბადება და უკეთესი იქნებოდა აბორტი, დედამ ეს მაინც არ გააკეთა. დღეს ორივენი ჯანმრთელები და ბედნიერები ვართ."

"დღეს დავეჯახე ვიღაცას, რომელმაც გამახსენა ისევ ვიღაც, რომელსაც შეეძლო ჩემი გაღიმება."

"დღეს ჩემმა მეგობარმა, რომელსაც უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს, გადაიღო ფოტოები და ატვირთა სოციალურ ქსელში. სურათებში კარგად ჩანს გადაპარსული თავი, მისი ღიმილი და შეყვარებული, რომელიც ეხუტება. ბევრმა შეიძლება თქვას - "რა ცოდვაა", მაგრამ მას უყვარს სიცოცხლე და იბრძვის."

"დღეს, როდესაც მედიცინის სიახლეებს ვეცნობოდი, გამახსენდა მამაჩემი, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა რადიაციული დასხივებით. როდესაც ექიმმა უთხრა, რომ ყველა მედიკამენტით შეძლებდნენ მის დახმარებას, მამაჩემმა უთხრა: `დაანებეთ თავი ჩემს მკურნალობას, სამედიცინო რესურსი და მედიკამენტები სხვებს უფრო სჭირდებათ, მე ხომ 76 წლის ვარ."

"დღეს, როდესაც ბაბუაჩემი ექიმთან მიმყავდა, გზაზე შუქნიშნის გამო გაჩერება მოგვიხდა. ბაბუაჩემმა გაიღიმა, შემომხედა და მითხრა: ყოველთვის იბღვირები და ბრაზდები, როდესაც წითელი ინთება, მაგრამ არასოდეს  გამოხატავ სიხარულს, როდესაც მწვანე ფერის დრო დგება. ასე არიან ადამიანები, ისინი ბრაზდებიან, როდესაც ცხოვრება მკაცრად ექცევა, მაგრამ არ ამბობენ მადლობას და არ უხარიათ, როდესაც სიხარულის რეალური მიზეზი ეძლევათ".

აი, ასეთი საოცარი ამბები შეიძლება მოხდეს "დღეს"...


Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE MicrosoftInternetExplorer4

dRes Cemma megobarma, romelsac umZimesi diagnozi dausves, gadaiRo fotoebi da atvirTa socialur qselSi. suraTebSi kargad Cans gadaparsuli Tavi, misi Rimili da Seyvarebuli, romelic exuteba. bevrma SeiZleba Tqvas _ `ra codvaa~, magram mas uyvars sicocxle da ibrZvis~.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
03.05.2015
რა თბილი წერილია, გული ამიჩუყდა!
ნინია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1404 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი