ქალებო, რა გაძლებინებთ?
font-large font-small
ქალებო, რა გაძლებინებთ?
დედაჩემმა და მამაჩემმა ორმოც წელზე მეტი იცხოვრეს ერთად, გასაჭირიც შეხვედრიათ, არაერთი დაბრკოლებაც, მაგრამ სიყვარულით, ურთიერთპატივისცემითა და თანადგომით დაუძლევიათ. საოცარია, როგორ ახერხებდნენ პრობლემების მოგვარებას ისე, რომ შვილებს არაფერი გვეგრძნო?!

ახლა, როგორც კი ოჯახში პატარა დაბრკოლება ჩნდება, ჩემს შვილებს ყველაფერში ხელი ეშლებათ... და ეს მხოლოდ მატერიალური მდგომარეობა არ გახლავთ.
ბევრი რამ არის ისეთი, რაც მე და ჩემს ქმარს შორის უთანხმოების მიზეზი ხდება. ხომ არ შეიძლება, 20 წელი ქრონიკულად იტანდე ქმრის უხეშობას, ალაგ-ალაგ მუშაობას, არასტაბილურობას, საშინელ სიმთვრალეს, უსაქციელობას და ღირსების დაკარგვას? მშურს ჩემი მშობლებისა, რადგან მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ეს გრძნობა კი ჩვენთვის უცხოა,
შვილები ამას ხედავენ და განიცდიან. ფაქტია, რომ მე და ჩემს ქმარს ხასიათების შეუთავსებლობა გვჭირს და სიყვარული კი არა, პატივისცემაც აღარ გვაქვს ერთმანეთის. მაშ, რაღა გვაძლებინებს ერთად? ალბათ, ისევ ის ყბადაღებული და ამაზრზენი "რას იტყვის ხალხი" და კიდევ ის, ვაითუ ჩვენს შვილებს ვინმემ წამოაძახოს - თქვენმა მშობლებმა ერთმანეთს ვერ გაუძლესო... არადა, ეს ყველაფერი სისულელეა.
ქმართან 20-წლიანი ცხოვრების შემდეგ ასეთი დასკვნა გამომაქვს: პატარ-პატარა შეცდომებზე, რა თქმა უნდა, შეიძლება თვალების დახუჭვა, მაგრამ საკუთარი ღირსების გათელვისთანავე ქალმა უნდა არჩიოს ცალკე ცხოვრება, რადგან მისი ქმარი აღარასოდეს გამოსწორდება. ამიტომ, რაც უფრო ადრე დაშორდება ცოლ-ქმარი ერთმანეთს, ნაკლებად დაზარალდებიან ბავშვები. კაცმა ერთხელ თუ დაინახა, რომ ცოლმა მნიშვნელოვანი რაღაც აპატია, მერე დაიჯერებს, რომ პატიება ქალის მოვალეობაა, კაცს კი შეუძლია ყველაფერი აურ-დაურიოს და ოჯახის წევრებს გული ატკინოს. მიმტევებლობა გამართლებულია შეგნებულ ადამიანთან, ვინც აღიარებს თავის შეცდომებს, თორემ ღირსებადაკარგულთან ურთიერთობა მგლის თავზე სახარების კითხვაა. დარწმუნებული ვარ ბევრი ქალია ჩემს დღეში და ძალიან მინდოდა ეს საჯაროდ მეთქვა მათთვის და საკუთარი თავისთვის.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (19)
20.05.2015
Katsi ROM gakres mere vis gaepranchebit chinuri armanit DA dolche DA gabanati?katsi katsad unda vargodes DA mere eseti bneli azrebi agar shegatsuxebt tqvennairebs.
ninos
20.05.2015
Kvela katsi ertnairi Ar Aris.Kats romelsats namdvili deda zrdis katsoba etkoba DA rats mtavaria kàlis pativistsemas astsavlis.rasats chasdzaxeb imas amogdzaxebs gîñda katsi ikos DA gîñda qali.
nanas
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი