დედა ენაცვალოს
font-large font-small
დედა ენაცვალოს
ნიკა 4-5 წლის იქნებოდა, ბაღის მასწავლებელმა დედამისს რომ შესჩივლა: ძალიან აგრესიულია, ბავშვებს სცემს, სათამაშოებს ართმევს. ვერც დატუქსვით, ვერც დაყვავებით ვერაფერი შევასმინე, იქნებ თქვენ გააგებინოთ რამეო...
გაბრაზდა თამარი - ჩემს შვილზე ამას როგორ ლაპარაკობთო? მოჰკიდა ხელი შვილს და კერძო ბაღში გადაიყვანა. შემდეგ სკოლაშიც ხშირად იბარებდნენ, მაგრამ როცა დედამ შვილის აუგი მოისმინა, მასწავლებლებსაც დაუწუნა კვაილიფიკაცია და ქმარს განუცხადა, - კრებებზე მე აღარ ვივლი, შენ მიდი ხოლმე, თუ არადა, სხვა სკოლაში გადავიყვან ბავშვსო. მამა ერთ-ორ კრებას დაესწრო, მაგრამ შემდეგ მასაც აღარ გასჩენია სკოლაში სიარულის სურვილი.

წლები გადიოდა, ნიკა იზრდებოდა და მასთან ერთად იზრდებოდა მის მიმართ უკმაყოფილება. ნიკა ყოჩობდა და თანაკლასელთა გასართობად ხან რას მოიმოქმედებდა, ხან - რას. თამარი კი დარწმუნებული იყო, რომ მისი შვილი ცელქი, უკომპლექსო და ძალიან ნიჭიერი იყო, ასეთებს კი რატომღაც ცერად უყურებდნენ მასწავლებლები. ამიტომ რამდენჯერმე სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს თითიც დაუქნია, - ჭკვიანად იყავით, თორემ განათლების სამინისტროში გიჩივლებთო.

ნიკა მეათე კლასში იყო, როცა ორ ბიჭთან ერთად ქურდობისთვის დააკავეს. მთლად შემოიხია ტანსაცმელი დედამ - ძმაკაცებმა შეაცდინეს, თორემ ის ამის ჩამდენი არ იყოო. ბევრი ირბინა, ბევრი ნაცნობიც გამოძებნა, არც ფული დაინანა, მაგრამ ნიკას მაინც მიუსაჯეს 4 წელი. თამარი შვილს ჰპირდებოდა, ყველაფერს გავაკეთებ და მალე გამოგიყვანო. მართლაც, ნიკა ერთი წლით ადრე გაათავისუფლეს. მერე პოლიტექნიკურში ჩააბარებინა, მაგრამ რად გინდა? სულაც არ ეხალისებოდა ლექციებზე სიარული, ბირჟაზე დგომა, მეგობრებთან ყოფნა და რესტორნებში ქეიფი ერჩივნა. მერე მეგობართან ლიზი გაიცნო. ბევრი არ უფიქრია, დაავლო ხელი და შინ მიიყვანა, - ჩემი ცოლიაო. ცოლის მოყვანის შემდეგაც ვერ უღალატა ჩვევას, სულ გარეთ ეჭირა თვალი. ლიზი რომ რამეს დაიჩივლებდა, თამარი მაშინვე გამოესარჩლებოდა შვილს, - რა ქნას, დედა ენაცვალოს, მეგობრების სული და გულია და არ აჩერებენ შინო.

პატარა რომ გაჩნდა, ლიზიმ - იქნებ ცალკე გავიდეთ მე და ნიკა, ასე უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება ოჯახსო. ხელები გაასავსავა თამარმა, - ეს ერთხელ თქვი და მეტად აღარ გაიმეორო, დედისერთა შვილმა ცალკე რატომ უნდა იცხოვროს, ეს სახლ-კარი, ქონება მისთვის არ გვინდაო?!

გავიდა დრო და ლიზიმ შეატყო, ნელ-ნელა ქრებოდა ძვირფასი ნივთები. მიხვდა, ნიკა წამლის გამო აკეთებდა ამას. იცოდა, აზრი არ ჰქონდა დედამთილთან დაჩივლებას, მაგრამ მაინც თქვა სათქმელი. ამას კონფლიქტი მოჰყვა, - ოჯახში გული არ გიდგება და აღარ იცი, რა დააბრალო, მაგას მოუკვდა დედა, როგორ არ გაუმართლაო. ლიზიც ადგა, ჩაალაგა თავისი ბარგი-ბარხანა და ჩუმად გაიხურა კარი. თვეების განმავლობაში ქოქოლას აყრიდა ოჯახიდან წასულ რძალს გაწიწმატებული თამარი. მერე წამლის მოხმარებისა და გაყიდვისთვის ნიკა აიყვანეს... - ის რომ წავიდა, იდარდა და ნარკოტიკს შეეჩვია, დედა ენაცვალოს მაგას, ბინას გავყიდი და გარეთ მაინც გამოვიყვანო, - ისევ ლიზის ადანაშაულებდა შვილის სიყვარულით გონებადაბინდული თამარი. ასეც მოიქცა, გაყიდა ოთხოთახიანი და ოროთახიანი იყიდა გარეუბანში. სამართალამცველებმა ნარკოტიკის გაყიდვის ბრალდება მოუხსნეს, მოხმარებისთვის საჯარიმო თანხა აიღეს და გამოუშვეს დედისერთა. მეორე ცოლი სასწრაფოდ შერთო შვილს, ისედაც დაჩაგრა ცხოვრებამ, ახლა ოჯახი გულს გამოუკეთებს და დაამშვიდებსო, მაგრამ ნიკა კვლავ დააპატიმრეს... ახლა ზის ცხაურებს მიღმა და კვლავ დედის იმედი აქვს...

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (4)
20.05.2015
Nika ki Ara dedamisia dasacheri,qartveli dedebs shvilebis augs tu gaagoneb rdzals abraleben DA tviton ROM 40 tslamde papas achmeven shvilikoebs kovzit es normalurad miachniat,imitomats gektsevat kvekana tavze usakmurebs ROM zrdit!
kartveli dedebis umetesobas
19.05.2015
ღმერთო, მომეცი განსჯის უნარი და არასდროს ასე ზედმეტი არ მომივიდეს შვილთან... ყველას ბედნიერებას გუსურვებთ
ნინო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი