40 წლის წინ მიღებული არასწორი გადაწყვეტილება
font-large font-small
40 წლის წინ მიღებული არასწორი გადაწყვეტილება
"გზავნილების" ერთგული მკითხველიც ვარ წლების განმავლობაში და გადავწყვიტე მეც მომეწერა. ეს წერილი ჩემი "აღსარებაა"...

ღმერთი სიყვარულიაო, ამბობენ. არავისი არაფერი შემშურებია. რაც წლები მომემატა, შემშურდა იმ ქალებისა, რომლებსაც შვილები და შვილიშვილები გარს ეხვია. მერე თავს ვაჯობე და ბედს შევეგუე. ამ რამდენიმე ხნის წინ, პირველად ჩემს ცხოვრებაში ვინატრე, - ნეტავ, უქმროდ გამეჩინა შვილი, ხალხს კი რაც უნდოდა, ელაპარაკა-მეთქი...

ახალგაზრდობაში მეც მყავდა შეყვარებული. სტუდენტობა თბილისში გავატარე და სწორედ აქ ვეზიარე ამ გრძნობას. მის დანახვაზე სახეზე ალმური გადამკრავდა ხოლმე. ვატყობდი, ისიც ჩუმჩუმად მითვალთვალებდა. მორიდებული ბიჭი იყო, ვერ მიბედავდა გრძნობის გამხელას, თორემ დარწმუნბული ვიყავი, რომ მასაც გულში ვყავდი ჩავარდნილი.
ერთხელ ახალი წლის წინა დღეებში მეგობრები შევიკრიბეთ და ქრიფი გადავწყვიტეთ. ვინაიდან ქირით ვცოვრობდი და სახლში მარტო ვიყავი, ჩემთან გადავწყვიტეთ შეკრება. კარგად მოვილხინეთ. გვიან ღამით დავიშალეთ. შოთაც ჩვენთან ერთად იყო. კარგ გუნებაზე გახლდათ, უჩვეულოდ მხიარულობდა. სტუმრები გავაცილე, შინ შევბრუნდი და ის იყო, მაგდის ალაგება დავიწყე, რომ კარზე კაკუნი გავიგონე. შოთა იდგა თავხრილი. - სალაპარაკო მაქვს, ცოტა ხნით გარეთ გამოდიო, - მითხრა. შინ შევიპატიჟე. - გარეთ ცივა და ჯობია, შენ შემოხვიდე-მეთქი. მას ყავა მოვუდუღე, მე კი მაგიდის ალაგება გავაგრძელე და თან ვსაუბრობდით. მერე ადგა და მომეხმარა კიდეც. ჭუჭყიანი თეფშები გამოჰქონდა სამზარეულოში და კარადაზე ალაგებდა. ისეთი შინაურული სიტუაცია შეიქმნა, უდიდესი სითბო ვიგრძენი გულში. წარმოვიდგინე, რომ ცოლ-ქმარი ვიყავით, სტუმრები გვყავდა და ახლა სახლს ერთად ვალაგებდით. უზომოდ მომინდა, რომ ეს სინამდვილეში ასე ყოფილიყო. ამიტომ, როდესაც სამზარეულოში თეფშების მორიგი პარტია შემოიტანა, ხელები გაითავისუფლა და მოულოდნლად მომეხვია, წინაღმდეგობა არ გამიწევია...
2 დღე დაჰყო ჩემთან. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა მეჩურჩულებოდა, რომ ვუყვარდი. მესამე დღეს სოფელში უნდა წავსულიყავი. მეხვეწებოდა, ნუ წახვალ, ცოლად გამომყევი, ჩემთან წავიდეთო. ნეტავ მაშინ დავთანხმებოდი. ვუთხარი - ახალ წელს მშობლებთან გავატარებ, თან ვეტყვი, რომ გათხოვებას ვაპირებ და რომ დავბრუნდებით, არდადეგების მერე დავქორწინდეთ-მეთქი. - ძველით ახალ წელს ჩამოვალ შენთან და შენს მშობლებს გავიცნობ, თუ წინააღმდეგი არ იქნებიო. სიხარულით დავთანხმდი. შევთანხმდით, მშობლებს საქმის კურსში ჩავაყენებდი და მერე შოთაც ჩამოვიდოდა.
თითქოს ჩემს ბედნიერებას წინ არაფერი ედგა. მოულოდნელად ველოდი ძველი ახალი წლის დადგომას. მამაჩემმა ღორი დაკლა, საგანგებო პურმარილი მოვამზადეთ, - ხუმრობა ხომ არ იყო, სასიძო უნდა ჩამოსულიყო. ჩემი მშობლები ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემდნენ და წარბიც არ შეუხრიათ, როცა ვუთხარი, - ვთხოვდები-მეთქი. მოკლედ, 14 იანვარი ისე დაღამდა, რომ შოთა არ გამოჩნდა. მაშინ მობილური ტელეფონები არ იყო, რომ ამბავი გაგეგო. არც სწრაფი კავშირის სხვა საშუალება არსებობდა, მითუმეტეს - სოფელში. ძალიან დავდარდიანდი, მაგრამ სანამ თბილისში არ ჩავიდოდი, ამბავს ვერ გავიგებდი. როგორც იქნა, დასრულდა არდადეგები და სწავლა დაიწყო. შოთა კიდევ არ გამოჩნდა. თვალები დამაწყდა კარისკენ ყურებით.
მხოლოდ პირველი ლექციის მერე გავიგე, რომ ის დაღუპულა. ლამის გავგიჟდი. თურმე სანადიროდ წასულა და თავისივე თოფის ტყვიას უმსხვერპლია (ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გავიგეთ). მთელი ცხოვრება თავზე დამემხო. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. მე რომ მას გავყოლოდი, სანადიროდ აღარ წავიდოდა... თან ჩემი სადარდებელიც მქონდა - რა უნდა მექნა? იმ დროს ასე იოლი არ იყო ქალწულობის დაკარგვა და შემდეგ ცხოვრების აწყობა. რამდენიმე ხნის მერე უარესი უბედურება დამატყდა თავს - მივხვდი, რომ ორსულად ვიყავი. ბავშვის გაჩენა ჩემთვის სიკვდილს ნიშნავდა. მივიღე გადაწყვეტილება და აბორტი გავიკეთე. არავისთვის გამიმხელია ეს ამბავი. მარტომ მოვაბი თავი, რადგან გავარდნილი ტყვიასავით მეშინოდა, ჩემი ამბავი არ გახმაურებულიყო. თუნდაც კიდევ ერთ ადამიანს სცოდნოდა, მუდამ შიში მექნებოდა. რუსთავი თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ეს ქალაქი ცემთვის სრულიად უცხო იყო, ერთი ნცნობიც კი არ მყავდა. რუსთავში წავედი ბავშვის მოსაშორებლად.
ახლა, ამას რომ ვწერ, ცხარე ცრემლით ვტირი. საშინელ დღეში ვარ. ახლა ვერ წარმომიდგენია, როგორ მივიღე ეს გადაწყვეტილება. საყვარელი ადამიანის შვილი მოვკალი. - გარდაცვლილი ადამიანის, რომლის გენსაც გაგრძელება შეეძლო. ჩემი თავი მძულს, ამაზე რომ ვფიქრობ, მაგრამ მაშინ მიმაჩნდა, რომ სხვა გამოსავალი არ მქონდა. ნეტავ, სამყაროს დავპირისპირებოდი და შვილი შემენარჩუნებინა.
ამის მერე გათხოვებაზე აღარც მიფიქრია. ჩემი საიდუმლოს  გამჟღავნებას ვერ გადავიტანდი. კაცებს გავურბოდი. სოფელში დავბრუნდი და წლების განმავლობაში სკოლაში, მასწავლებლად ვმუშაობდი და ახლაც ვმუშაობ. შოთასთან გატარებული 2 დღის მოგონებებით ვცხოვრობ. ქვეყნად არ არსებობს ადამიანი, ვინც ჩემ გარდა ეს ამბავი იცის. ახლა კი მთელი საქართველო გაიგებს და იქნებ ჩემს წამებასაც ბოლო მოეღოს. თავის მოკვლაზეც ხშირად მიფიქრია, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნის. რამხელა ცოდვით მაქვს სული დამძიმებული...

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (14)
04.06.2015
მესმის თქვენი მაშინ სხვანაირად ფიქრობდით ეხლა სხვანაირად, იქნებ ბავშვის აყვანაზე გეფიქრათ? ცხოვრებას გაგილამაზებთ...
ტატა
04.06.2015
ისა და 40 წლის წინ ყავა იყო საქართველოში?
კეკე
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი