ჩვენი შეყვარებული მკითხველი თქვენს რჩევას ელის
font-large font-small
ჩვენი შეყვარებული მკითხველი თქვენს რჩევას ელის
იმ დღეს ყველაზე მახინჯი მეგონა ჩემი თავი, არ მინდოდა შემემჩნია რამე


რამდენიმე დღის წინ, "ფეისბუკის" პირად ჩათში გოგონა დამიკავშირდა და მთხოვა, მისი ამბავი გამომექვეყნებინა და თქვენი რჩევები მოესმინა...
მის მოწერილ ამბავს უცვლელად გთავაზობთ (სტილი დაცულია).

"ყველაფერი 8 წლის წინ დაიწყო, მაშინ სტუდენტი ვიყავი და სახლში მანქანით ვბრუნდებოდი, ვნახე რომ ჩემს სამეზობლოში ვიღაცას ქორწილი ჰქონდა... სახლიდან გამოდიოდნენ... შექმნილი საცობის გამო, გაჩერება მომიწია, მათ წასვლას უნდა დავლოდებოდი. ჩემს მოპირდაპირე მხარეს მანქანა იდგა და ამ მანქანისკენ მომავალი ბიჭი შევნიშნე, უსიმპათიურესი... მანამდე არავინ მყვარებია და არც მახსოვს ვინმე ერთი ნახვით მომწონებოდა. მოკლედ გავიგე რომ ეს ბიჭი თემო იყო, ჩემივე უბნელი, ახალი გადმოსული, მაგრამ არ გვყავდა საერთო ნაცნობი და ვერა და ვერ მოხერხდა ჩვენი გაცნობა.

ეს რვა წელი მე ჩემი, ის კი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა. ვერ ვიტყვი, რომ სულ მასზე ვფიქრობდი, მაგრამ როცა ვხედავდი, გულ ბაგაბუგი გაქონდა.  არავინ შემიყვარდა რატომღაც. სწავლა დავამთავრე, ვმუშაობდი ბევრ ადგილას, ახლა საკმაოდ კარგ თანამდებობაზე ვარ. დაახლოებით ერთი წელი ისე გავიდა, რომ ვერ ვხედავდი ჩემს ბიჭს. ვიფიქრე, - აქ აღარ ცხოვრობს თქო და "შევეგუე" კიდეც, მაგრამ სულ რაღაც 3 თვის წინ, დაბადების დღეზე მივედი მეგობრის, ცოტა შემაგვიანდა და თითქმის ყველა სტუმარი იქ იყო. ვისაც არ ვიცნობდი, მასპინძელი მაცნობდა და ერთ-ერთი სტუმარი ჩემი თემო აღმოჩნდა :)))))))
8 წლის მერე გავიცანი, დავიბენი, იმ დღეს ყველაზე მახინჯი მეგონა ჩემი თავი, არ მინდოდა შემემჩნია რამე. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო დამშვიდობების დროს ვინ რით წავიდოდა, თემომ თქვა,- სოფოს მე წავიყვან, ჩემი მეზობელიაო. ისე დავიბენი, - უი, მართლა, თქვენც იქ ცხოვრობთ-მეთქი? ისე ვკითხე, თითქოს რვა წელი სხვას შევციცინებდი :)))) მაგრამ დღესაც არ იცის, რომ მე სულ მახსოვს. ჩვენი ურთიერთობა შემდეგ "ფეისბუკით" გაგრძელდა, ტელეფონით, რამდენჯერმე ვნახე კიდეც, გავიცანი მისი მეგობრები, იმან - ჩემი და დავმეგობრდით. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა.
ველოდებოდი, როდის მომწერდა ან დამირეკავდა, არ ვიმჩნევდი, რომ უკვე მომწონდა კი არა, მიყვარდა. მერე თვითონაც მითხრა, რომ მოვწონდი. ჩვენი ურთიერთობა ჩვეულებრივად გაგრძელდა. უფრო - მეგობრულად. ნახვით ხშირად ვერ ვხედავ, 2 ღამის გათენება უწევს და მესამე დღეს როცა ისვენებს, სძინავს. ნუ, მოკლედ, ამ ბოლო დროს შეიცვალა. შეუძლია, 2-3 დღით დაიკარგოს და არ შემეხმიანოს, რასაც ძალიან განვიცდი. ამდენ ხანს ველოდი და ახლა ძალიან შევეჩვე, სულ მენატრება. თუმცა ვფიქრობ, ისე აღარ ვაინტერესებ, როგორც ადრე. ხანდახან სიმართლის თქმის სურვილი მიჩნდება, მაგრამ ქალური თავმოყვარეობა არ მაძლევს ამის გაკეთების უფლებას, ან რომ მითხრას - "მერე რაო", მაშინ რა ვქნა? :)) მოკლედ, ხალხის რჩევა დიდად მჭირდება. პირველად შემიყვარდა, მანამდე მოწონებას არ გასცდენია ჩემი გრძნობა და არც ეგრეთ წოდებული "ქალური ეშმაკობები" გამომდის :))))))) თემო არის 30 წლის, მე - 25-ის“. გთხოვთ, მირჩიოთ, რა ვქნა?“
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (19)
01.06.2015
აღარ უყვარვარ {ან როდის უყვარდი რო}დღეიდან ვიგრძენი ისე როგორც ყოველთვის ყველაფერს ვგრძნობდი მუდმივად კანის გრძნობით შევზიზღი დღეიდან ვეღარ მიტანს ამოუვიდა..........მე არაფერ შუაში ვარ არაფერში დამნაშავე არ ვარ და პირიქით ცამდე მართალი ვარ ცამდე და ცის მერეც .რა ვქნა რაც არის არის/ჩიხი
XX XX
31.05.2015
სჯობია მიწერო რომ სერიოზული ურთიერთობა გინდა...ფლირტი კი არა...მერე ან გიქცევა...ან...
ლელა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი