ჩხუბი და სიყვარული მერიაში
font-large font-small
ჩხუბი და სიყვარული მერიაში
გამარჯობა. საოცარი არ ეთქმის ჩემს ამბავს, მაგრამ მგონი  საინტერესო თავგადასავალი კი მაქვს. ქმარს დიდი ხანია, გავცილდი. ჰოდა, წლებია, მარტო ვარ. მომბეზრდა მარტოობა და გადავწყვიტე, მამაკაცების მიმართ მიდგომა შემეცვალა და თუ გამოჩნდებოდა ვინმე აზრიანი, კარგი ტიპი, მასთან ურთიერთობა მომესინჯა.
ნაცნობებიდან არავინ მომწონდა და თანაც, არც ის მინდოდა, რომ "გაბაზრებულიყო" საახლობლოში ჩემი რომანის ამბავი. ამიტომ, სოციალურ ქსელს მივაშურე. გვერდი გავაკეთე, სადაც ჩემი რეალური ფოტოები და ვინაობა არ გავამხილე და დავიწყე ჩათაობა.
საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ ერთი მამაკაცი დამიკავშირდა. არც მას ჰქონდა ფოტო გამოფნილი. ჩხუბით დავიწყეთ ურთიერთობა - სხვის ფოტოს ხარ ამოფარებულიო, - მომწერა. მეც იგივეთი ვუპასუხე და დავცხეთ, თუმცა მერე შევრიგდით და ურთიერთობა გავაგრძელეთ, მაგრამ ერთმანეთს მაინც ჯიბრში ვედექით. არც მე ვეუბნებოდი, ვინ ვიყავი, სად ვმუშაობდი და არც - ის. ასე გაგრძელდა 8 თვე... ორივე ვაღიარებდით, რომ ერთმანეთს მივეჩვიეთ და მოგვწონდა კიდეც. სიყვარულსაც ხშირად მიხსნიდა, შეხვედრაზეც დაიწყო ლაპარაკი. თავიდან ვუარობდი, მერე დავთანხმდი, მაგრამ დროს ვწელავდი, რადგან ვერ გადამეწყვიტა, შევხვედროდი თუ არა ადამიანს, რომლის სახელიც კი არ ვიცოდი. ბოლოს მაინც შეხვედრა გადავწყვიტე და ერთ დილით მასაც ვუთხარი - თანახმა ვარ, გნახო-მეთქი.
საღამოსთვის შევთანხმდით პაემანზე. მანამდე უამრავი საქმე მქონდა მოსასწრები. იმ დღეს მერიაში უნდა მივსულიყავი (არ დავაზუსტებ, რომელ ქალაქში ვცხოვრობ). ერთ-ერთ განყოფილებაში დიდი ხნის ჩაბარებული მქონდა საბუთები და პასუხს ველოდი, რომელიც არა და არ მაღირსეს. წესით, 10 დღეში უნდა მოეცათ პასუხი, მაგრამ 2 თვე იყო გასული და ასე მაწვალებდნენ. შუადღისას მივედი და აღმოჩნდა, რომ ისევ ტყუილად. ძალიან გავბრაზდი და მოვითხოვე, რომ განყოფილების უფროსთან შევეშვი. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მოვახერხე და შევედი უფროსთან. ახალგაზრდა, სიმპათიური მამაკაცი დამხვდა. ჩემი პრეტენზიების შესახებ რომ მოვუყევი, თანამშრომლების გამართლება დაიწყო, რამაც ძალიან გამაღიზიანა და ხმას ავუწიე. ერთი სიტყვით, მაგრად ვიჩხუბეთ, დაცვას დაუძახა და კაბინეტიდან გამომაგდო. გააფთრებული წამოვედი და თან დავემუქრე, - ამ ამბავს ასე არ დავტოვებ-მეთქი. და გადაწყვეტილიც მქონდა, რომ მეჩივლა. მერე სალონში წავედი, პაემანზე წასვლამდე მოვწესრიგდი და დავწყნარდი. მოუთმენლად ველოდი საღმოს, რომ ბოლოს და ბოლოს გამეცნო ის კაცი, ვინც ასეთი ინტერესი გამოიწვია.
დადგა ის დროც. მე ფეხით ვიყავი, ის მანქანით უნდა მოსულიყო და წინდაწინ მხოლოდ მისი მანქანის ნომერი ვიცოდი. ერთ-ერთ ბარში გვქონდა შეხვედრა დათქმული. პირველი მე მივედი და შეთანხმებისამებრ, ადგილიც დავიკავე. ზუსტად დათქმულ დროს ბარის კარი გაიღო და შემოვიდა... თვალი მოავლო იქაურობას. ნათქვამი მქონდა, რა მეცმებოდა და თვალებით წითელკაბიან ქალს ეძებდა, მე კი გუმანით მივხვდი, რომ ის იყო და გაოცებისგან ყბაჩამოვარდნილი, სად გავქცეულიყავი, აღარ ვიცოდი - იმ დილანდელი "ორთაბრძოლის" გმირი გამომეცხადა. კაცი, რომელმაც კაბინტიდან უცერემონიოდ გამომისროლა, ახლა ჩემთან პაემანზე მოვიდა, მანამდე კი ვირტუალურად სიყვარული იმდენჯერ ჰქონდა ახსნილი, ვერც დავითვლიდი. დამინახა თუ არა, მიცნო, რომ მე ის ქალი ვიყავი, ვინც დილით გამოაპანღურა და ისე დეტალურად აღვუწერე ჩემი ჩაცმულობა, რომ იმასაც მიხვდა, მას ველოდი. აღარც უკან გაბრუნება ივარგებდა, მომიახლოვდა და ჩემ წინ დაჯდა. ორივეს ისტერიკული სიცილი აგვიტყდა. კარგა ხანს ვიცინეთ და სიტუაცია თავისით "გალღვა"...
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ის საქმე მერიაში 1 დღეში მომიგვარა და დღეს მეგობრები ვართ. უკვე 2 წელი გავიდა მას შემდეგ და ერთხელაც აღარ გვიჩხუბია. ძალიან მიყვარს... სამწუხაროა, რომ ცოლი ჰყავს, თუმცა, ამას არ დავეძებ, რადგან მის გვერდით თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. მიყვარს "გზა" და ჩემი ჩინოვნიკი".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (11)
04.06.2015
რაიყო თიკა რა აგრესიული ხარ ქალების მიმართ,შენ რა არ ხარ ქალი?? ეს ერთი და მეორეც- ვინ ამბობს კლიშეების და შვილების გამო დაიტანჯოს ვინმე გინდა კაცი გინდა ქალი. მაგრამ საქმე იმაშია რომ თავმოყვარე მაგარი სულის ღირსების ადამიანი,ზუსტად რომ არამშიშარა არამედ ძლიერი და მამაცი(კაციც ქალიც,სულერთია) თავს რო შეატყობს "ხათრის გულობიზაა" ოჯახში, ჯერ ხმამაღლა იტყვის,ხელს ჩამოართმევს ოდესღაც საყვარელ ადამიანს,მერე კი აახვიოს სადაც უნდა(თუ შვილები არიან იასნათ თავად უნდა აუდოს სულ დავლურის ცეკვა ცეკვით. საერთო შვილი თუ არ გყავთ მაშინ შენ წაეთრევი ასკინკილით საკუთარ სახლში იმ დღესვე საუბარი რო შედგება- ღმერთმა ყველას მისცეს რაც მტავარია საკუთარი ჭერი!)
თიკა-ს
04.06.2015
რა სასაცილოები ხართ ქალები -იძახით ცოიანი კაციო, ცოლიანობა პრივატიზებას კი არ ნიშნავს, გაუვიდა ყავლი ი ყრუობას რასაც ქვია რაღაცეების გამო ოჯახახი და შვილები და ღალატი, რა ღალატი, მთავარია გულწრფელობა- გიყვარს მეორე ადამიანი, გინდა მასთან ცხოვრება , თქვი ხმამარლა და იყავი იქ სადაც სიყვარულის, დანარჩენს თავისი გზა აქვს, შვილებისა ად კლიშეების გამო პირადზე უარი არ უნდა ქვა, შვილებს ტავისი პიარდი ექნებათ
თიკა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი