"ნათესავი"
font-large font-small
"ნათესავი"
ჩვეულებრივი ოჯახი იყო. 16 წელი მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდათ. ჯერ ქალიშვილი შეეძინათ, შემდეგ ვაჟი. მერე თემო სამსახურში დააწინაურეს და ოჯახიც წელში გაიმართა.


ერთხელ თემომ ცოლს უთხრა, - ჩემი ძმისშვილი წელს სკოლას ამთავრებს, მინდა ჩემთან წამოვიყვანო, საღამოს სკოლაში ივლის და მისაღები გამოცდებისთვის მოემზადებაო. რა თქმა უნდა, ლალი მაშინვე დაეთანხმა ქმარს. რამდენიმე დღეში გოჩა ჩამოვიდა. იგი გიოს ოთახში დააბინავეს. გოჩა 17 წლის იყო. მამამისი, თემოს უმცროსი ძმა, ადრე დაოჯახდა. ცოტა ხანში მშობლებსა და უფროს ძმას გამოუცხადა, - მამაპაპეული სახლი ოჯახის ნაბოლარასია, ასე რომ, პრეტენზია არავის ჰქონდესო. თემო გულნატკენი წამოვიდა სოფლიდან. ძმებს ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა არ ჰქონდათ, მაგრამ დედის გარდაცვალების შემდეგ შერიგდნენ. თემომ წყენა დაივიწყა. გოჩა დღისით რეპეტიტორებთან დადიოდა, საღამოს კი - სკოლაში. მშობლები მხოლოდ ერთი საგნის ფულს უხდიდნენ, დანარჩენი თემომ აიღო საკუთარ თავზე. ასე გავიდა 7 თვე...

ერთ დღეს ლალის სამსახურში შეშფოთებულმა მეზობელმა დაურეკა და სასწრაფოდ მისვლა სთხოვა, - შენი ქალიშვილი ვერ არის კარგადო. როგორ მივიდა სახლამდე, აღარც კი ახსოვს. ათასი უსიამოვნო ფიქრი უტრიალებდა თავში. სახლთან სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა. გიჟივით ავარდა კიბეზე. გოგონა უგონოდ იწვა, სახეზე ფერი არ ედო, ექიმები თავს დასტრიალებდნენ. - რა მოხდაო? - შეშლილივით იყვირა. მეზობელმა მეორე ოთახში გაიყვანა და წნევის აბების ცარიელი ფირფიტები აჩვენა, - თვითმკვლელობა სცადა, კიდევ კარგი, გიორგის კარი ღია დარჩენია, შემთხვევით შემოვედი. ჯერ მძინარე მეგონა, მაგრამ გულმა ცუდი მიგრძნო, ახლოს მივედი და პირიდან თეთრი ქაფი გადმოსდიოდაო... გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლალი და თემო თავზარდაცემულები იყვნენ. ვერ მიმხვდარიყვნენ, რა გახდა მათი გოგონას თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი.

გვიან საღამოს, ექიმმა ისინი კაბინეტში იხმო და გაუგონარი რამ უთხრა: დამალვას აზრი არა აქვს. თქვენი ქალიშვილი ორსულადაა. წამლის დიდი დოზის გამო მუცელი მოეშალაო. მოულოდნელობისა და ნერვიულობისგან დამუნჯდნენ. ...თამუნა შინ წაიყვანეს. არავინ არაფერს ეკითხებოდა. ექიმმაც და ფსიქოლოგმაც ურჩიეს, - ადროვეთ, მოვა დრო, დამშვიდდება და თავად გეტყვით ყველაფერსო. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, გოჩა ერთი კვირით სოფელში წავიდა. ასე რომ, მან ამ ინციდენტის შესახებ არაფერი იცოდა. გავიდა ორი კვირა. თამუნა კი დუმდა. გოჩაც არ ჩანდა. თემომ ძმას დაურეკა, - რა ხდება თქვენთან, გოჩა რატომ არ ჩამოდისო? იმან კი - ორი დღის წინ გამოვუშვითო... შეფიქრიანდა კაცი. რამდენიმე დღის შემდეგ სოფლიდან რძალმა დარეკა: - არ ინერვიულოთ, გოჩა რამდენიმე დღით ბათუმში წასულაო. ამასობაში კი თამუნა ალაპარაკდა... ერთ დღეს, როცა სახლში მხოლოდ გოჩა და თამუნა დარჩნენ, ბიჭმა "საიდუმლო" გაუმჟღავნა გოგონას: მართლა შენი ბიძაშვილი კი არ ვარ, მიშვილეს, მერე კი ღმერთმა წყალობის თვალით გადმოხედა ჩემს გამზრდელებს და ორი ქალიშვილი გაუჩნდათო... დაგინახე თუ არა, შემიყვარდი. ჩვენი რომანი საიდუმლოდ დარჩეს და სკოლას რომ დავამთავრებ, გავიპაროთო. იმდენი ელაპარაკა თამუნას, რომ თავბრუ დაახვია. გოგოს სჯეროდა, რომ გოჩა სულ სხვა გვარის, სისხლის და ხორცის იყო. ის ხომ ჰპირდებოდა, დედაჩემს მოვპარავ ჩემს საბუთებს და გაჩვენებ, რომ სინამდვილეში სულ სხვა, უცხო ადამიანების შვილი ვარო... როცა გოგონა მიხვდა, რომ ორსულად იყო, გოჩას უთხრა ამის შესახებ, იმან კი - იცი, თამო, ვერ გიმჟღავნებდი, მაგრამ ჩემი ეჭვები მცდარი აღმოჩნდაო... თამუნას ერჩივნა, მიწა გასკდომოდა. ჯერ ის კლავდა, რომ მშობლებს თავს ლაფი დაასხა, მერე ის, რომ საკუთარ ბიძაშვილთან ჰქონდა ურთიერთობა, ბოლოს, ხალხი რას იტყოდა 15 წლის ორსულ გოგოზე? თანაც გოჩა უნამუსოდ სთხოვდა, - აბორტი გაიკეთეო. ბევრი აღარ უფიქრია. მდგომარეობიდან გამოსავალი რომ ვერ იპოვა, გადაწყვიტა, სიცოცხლეს გამოსთხოვებოდა. წნევის წამალი შეიძინა აფთიაქში და ორმოცდაათი აბი ერთბაშად დალია... თემოს ძმისშვილისთვის არ უჩივლია, მაგრამ ძმასთან ძლივს აღდგენილი ურთიერთობა სამუდამოდ გაწყვიტა. ოჯახმა ბინა გამოიცვალა. თამუნას კი დიდხანს დასჭირდა ფსიქოლოგთან სიარული.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (6)
31.05.2015
ჩემო კარგო,ქართველი ქართველია,საიდანაც არ უნდა იყოს და ცუდი და კარგი სოფელშიც არის და ქალაქშიც. ბაბუაჩემი სოფელ ღებში დაბადებულგაზრდილი იყო,მაგრამ მისი ზრდილობა და კაცობა ბევრ ქალაქელს შეშურდებოდა.88 წლისა გარდაიცვალა.ბოლო წლები მამამ თბილისში წამოიყვანა,რომ სოფელში მარტო არ ყოფილიყო. მეზობლის ქალბატონები რომ შემოვიდოდნენ,ბაბუა ფეხზე წამოდგებოდა ხოლმე. მეც და ჩემმა ძმამაც ბევრი კარგი ვისწავლეთ ჩემი კეთილი ბაბუასგან :)
თბილისელი თბილისელს :)
28.05.2015
ტუ არა კიტხულობს არავინ როგორ წაიკიტხე.ესეიგი კიტხულობენ ჯობია წაიკიტხონ ვიდრე ბრაზილიურ სერიალებს უყურონ
ლელა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი