მოულოდნელი მატება
font-large font-small
 მოულოდნელი მატება
ისე უცებ გაფრინდა წლები, უკან მოხედვაც ვერ მოვასწარი. ვცხოვრობდი ლაღად, მდიდრულად, ბოჰემურად - დიდი ქონება დამიტოვეს მშობლებმა. მიუხედავად დროს ტარებისა, არ გამინიავებია. მეც კარგ ადგილას ვმუშაობდი, მერე ბიზნესს მივყავი ხელი... ერთი სიტყვით, არასოდეს მიჭირდა.


რომანებიც და თავგადასავლებიც არ დამკლებია. ხომ იცით, როცა კაცს ფული ბლომად აქვს და გარეგნობითაც არა უშავს, ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მეც კმაყოფილი ვიყავი. საუკეთესო მეგობრები მყავდა და მყავს. ზოგი ძალიან აქტიურობდა, ზოგიც ზედმეტი ჩიჩინით არ მაწუხებდა, მაგრამ ყველას უნდოდა ჩემი დაოჯახება. მე კი ყურს არავის ვუგდებდი. გონს რომ მოვედი, მივხვდი, რა ფუჭი ყოფილა კაცის სიცოცხლე უშვილძიროდ.

სადაცაა, 50 შემისრულდება, მყავს დისშვილები, უახლოესი მეგობრის შვილები, მაგრამ საკუთარი რომ არ მყავდა - გულს მიკლავდა... და იცით, რა უცნაური და უსაზღვროდ სასიხარულო ამბავი მოხდა ჩემს ცხოვრებაში? - შვილი გამომიჩნდა, საკუთარი სისხლი და ხორცი. ქალი, რომელიც ერთხანს მიყვარდა, ბათუმში ცხოვრობდა (წლების წინ ბიზნესის გამო ხშირად მიწევდა ბათუმში ყოფნა); როცა მითხრა, ბავშვის გაჩენა მინდაო, ცივი უარი ვუთხარი, ფულის დასტა დავუტოვე და მისკენ აღარც გამიხედავს. არადა, თბილი და მომხიბვლელი ქალი იყო, ბევრს მოსწონდა. მე კი ეშმაკი მყავდა შეჩენილი - არ მინდოდა ცოლი და მორჩა.  აღარ შევუწუხებივარ. დარწმუნებული ვიყავი, აბორტს გაიკეთებდა, რადგან მივატოვე და არ გარისკავდა ბავშვის გაჩენას. ჩემმა მეგობარმა ჯაბამ კი, ამ რამდენიმე თვის წინ, ბათუმში ყოფნისას, როცა ერთ ოჯახში წვეულებაზე მოხვდა, ეს ქალი იცნო. თან ახლდა ძალიან ლამაზი, 19 წლის გოგონა, რომელიც ჯაბამ მე მიმამსგავსა. დედამისს გამოელაპარაკა და ყველაფერი გაირკვა. გაგიჟდა ჯაბა, იმდენი ქნა, ქალი დაიყოლია ნათიას თბილისში გამოშვებაზე და ძმაკაცი ჩემს შვილთან ერთად შინ მომადგა. რა დამემართებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ? ზალიან მინდოდა, ჩემი სიხარული თქვენთვის გამეზიარებინა. მე ახლა მშვენიერი გოგონა მყავს და უბედნიერესი კაცი ვარ. ყველაფერი მისთვის მინდა და რასაც მოისურვებს, არაფერს მოვაკლებ. დედამისს კი მადლობა, რომ არ დამიჯერა და შვილი გამიჩინა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (9)
05.06.2015
მოკლედ, რა მაგის პასუხიას რა მაგის პასუხი:დ კატოს კომენტარზე,,,საქარტველოში ხდება მარტო ესე ტუ სხვაგან არვიცი მაგრამ ძალიან თრგუნავენ თვიტონ გინეკოლოგები 33 მაქსიმუმ 35დან ესე უწოდებენ ხანდაზმული ხანდაზმული.ელემენტარულ საკ-ანტებაზე რომც მკურნალობდე მაინც მაგ ტემაზე გესაუბრებიან.ძაან ცუდი მიდგომა აქვტ;კარგია როცა ყველაფერი ყოველტვის იდეალურად ხდება მაგ.გატხოვდე 22ის საყვარელ კაცზე დამერე სამ სამი წლის შუალედიტ გააცინო შვილები ორი ბიჭი ორი გოგო და ყველამ ერტად იცხოვროტ ბედნიერად ღრმა სიბერემდე როგორც ზრაპრებშია.ასე არხდება სამწუხაროდ რეალურად.მემაგალიტად არაფერს არ ვგეგმავ საერტოდ ისედაც გეგმები იდიოტობათ მიმაჩნია.მაგრამ ნებისმიერ ასაკში რო დავორსულდე არცარვის ვკიტხავ არაფერს არც ექიმს და არც მამას.მარტო გავაჩენ
NONN
05.06.2015
ამ სტატისთან რა შუაშია, რაც მინდა დავწერო, უფრო დეას კომენტარს ვეხმაურები, ძალიან ვთხოვ ქართველ ექიმებს, ცოტა მეტი ტაქტი გამოიჩინონ. არაა საჭირო, ქალს, რომელიც პატარა გოგო აღარაა და ბავშვს აჩენს, ხანდაზმული და ბებერი უწოდონ. ყველას გვინდა ახალგაზრდები ვიყოთ, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ყველაფერი ისე არაა, როგორც გვინდა.
კატო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი