ორი ქმარი და ბედნიერი ცხოვრება
font-large font-small
ორი ქმარი და ბედნიერი ცხოვრება
ბავშვობაში ზამთრის არდადეგებზე სოფელში მიშვებდნენ ხოლმე მშობლები. ჰოდა, ვინაიდან ადრე ღამდება, საღამოობით რომელიმე მეზობელთან იკრიბებოდნენ ხოლმე ხანში შესული ადამიანები და გვიან ღამემდე ლაპარაკობდნენ.
ასეთი შეკრებები ძირითადად ცვენს სახლში ხდებოდა, რადგან საკმაოდ დიდი და მყუდრო იყო ის ოთახი, სადაც სადაც ღუმელი იდგა. მიყვარდა ამ საუბრების მოსმენა. კუთხეში ჩემთვის მუდამ იდგა პატარა დივანი, რომელზეც წამოვწვებოდი ხოლმე და ხშირად იქვე მეძინებოდა. ამჯერად იქ, ღუმელთან გაგონილ ერთ ამბავს მოგიყვებით...

ჩვენს სოფელში ერთი მოხუცი ქალი გარდაიცვალა, რომელსაც 2 ქმარი ჰყავდა. წარმოგიდგენიათ? ახლა, XXI საუკუნეშიც კი გააკვირვებდა ადამიანს მსგავსი ამბავი და 70-80-იან წლებში ის ქალი 81 წლის გარდაიცვალა და მაშინ როგორი სკანდალი იქნებოდა, თავად განსაჯეთ.
მოკლედ, ტასო ბებო ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი ყოფილა (მზეს ჩრდილავდაო, ასე თქვეს მეზობლებმა). ჰოდა, ბევრი მთხოვნელიც ჰყოლია. ერთ მდიდარ ოჯახს სურდა თურმე რძლად. სამამამთილო წითელარმიელი ყოფილა, შემდეგ დიდ თანამდებობაზე დაუნიშნავთ და საკმაო ფულიც უშოვია. გაქსუებული და თავკერძა შვილი ჰყოლია და რომ თქვა - ეს გოგო მინდა ცოლადო, ვერაფერი შეასმინეს. მოუგზავნეს ტასოს მთხოვნელები, მაგრამ ამან უარით გაისტუმრა - სხვა მიყვარსო. არ მოისვენა თურმე მამიკოს ბიჭმა და ერთ მშვენიერ დღეს ტასო მოიტაცა...
3 შვილიც გაუჩინა ქმარს და ოჯახსაც ერთგულად ემსახურებოდა. თუმცა, თუ სადმე ძველ შეყვარებულს მოჰკრავდა თვალს, სახეზე ალმური გადაჰკრავდა თურმე. იმას ტასოს სიყვარულით ცოლი არ მოუყვანია. მერე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ტასოს ქმარიც და ყოფილი შეყვარებულიც ომში გაიწვიეს. ამბობდნენ, ორივე სწერდა ფრონტიდან წერილებსო. შემდეგ ტასოს ქმრის გარდაცვალების შესახებ ცნობა მოიუვიდა. ძალიან განიცადა და ძაძებიც ჩიცვა. ომის დამთავრებამდე ერთი წლით ადრე მისი ყოფილი შეყვარებულიც დაბრუნდა, ოღონდ - ხეიბარი. ერთი ფეხი არ ჰქონდა, - ჭურვის ნამსხვრევს მოუგლეჯია. სოფელში დაბრუნებულს სახლი ცარიელი დახვდა, რადგან დედა დატოვა და ისიც მის ჩამოსვლამდე გარდაიცვალა.
ტასოს გულწრფელად ებრალებოდა ცალფეხა კაცი, რომელიც თავის მოვლას ძლივს ახერხებდა. ხან ცხელი კერძი მოუკითხა, ხან ტანსაცმელი დაურეცხა და რამდენიმე თვის მერე სულაც თავისთან გადაიყვანა საცხოვრებლად და გამოაცხადა - გავთხოვდიო. დაიწყეს ერთად ცხოვრება. მაშინ ასე ბევრი ოჯახი იქმნებოდა და არც არავის გაკვირვებია. თუმცა, მთავარი მოვლენები წინ იყო. 1946 წლის ზაფხულში მოულოდნელად მისი ქმარიც დაბრუნდა. ისიც ხეიბარი და მასაც ფეხი არ ჰქონდა. მეზობლები ხუმრობდნენ, ერთს მარჯვენა აკლია, მეორეს - მარცხენა და ერთმანეთს ავსებენო. რა უნდა ექნა ტასოს? დიდი დილემის წინაშე იდგა. ორივე ეცოდებოდა, ორივეს მისი ხელი სჭირდებოდა...
ეზოში ცალკე 2 ოთახი ედგათ და პირველი ქმარი იქ შესახლდა, მაგრამ აბა როგორი იყო, რომ თავისსავე სახლში საკუჭნაოში ცხოვრობდა? ვერც ცოლსა და შვილებს იმეტებდა იქ სამყოფად... ბოლოს და ბოლოს, თვითონაც მათთან გადაბარგდა და ერთად ცხოვრობდნენ. ტასო და მისი 2 ქმარი. თავიანთ ინტიმურ თემებზე სახალხოდ არ ლაპარაკობდნენ და არავინ იცოდა, როგორ ახერხებდა ქალი 2 ქმრის შუა ცხოვრებას... თუმცა, მერე ისიც თქვეს, თითქოს პირველ ქმარს პრობლემები ჰქონდა, ქალთან ურთიერთობა არ შეეძლო და ამიტომაც იტანდა ყველაფერს, ოღონდ ტასოს კალთის ქვეშ ყოფილიყო და პატრონი ჰყოლოდაო, თუმცა, არავინ იცის, ეს სიმართლე იყო თუ არა.
შემდეგ ჯერ მეორე ქმარი მოკვდა, შემდეგ - პირველი და ბოლოს ტასოც მიჰყვა. ასე რომ, საიდუმლო თან წაიღეს. მე კი ახლაც ის მაოცებს, რომ მაშინ, იმ დროსაც კი არავინ ამტყუნებდა ტასოს - მაშ რა უნდა ექნა, ხელს ხომ არ ჰკრავდა ხეიბრებსო, - ამბობდნენ. აი, ესეც თქვენი მე-20 საუკუნე და სოფლის ჭორიკანა ქალები. მომავალ შეხვედრამდე.    



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (6)
30.05.2015
Qali xutjer ROM gatxovdeba DA kidev ver daiokebs temperaments isits gezizgebat?tqven saqartveloshi Ar tsxovrobt?gamoditgaret,gaaxilet tvalebi!
salo-s
29.05.2015
ქართველი ქალებიც არ აკლებენ რააა :/ ჩემი მეზობელია და საყვარლები სახლში მოყავს.ხან ვინ და ხან ვინ . ქმარს ეუბნება ჩემი ბიძაშვილიაო,მამიდაშვილიაო და ა.შ !! კვირაობით აცხოვრებს თავისთან. რომელი უფრო გულის ამრევია შენ გადაწყვიტე :)
სალო-ს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი