რამდენჯერ უნდა ვაპატიო?
font-large font-small
რამდენჯერ უნდა ვაპატიო?
ძალიან კარგად ვიცი, რომ თუ მიუტევე ადამიანს, მერე არ უნდა წამოაძახო და არც დაამადლო. ის კი არა, არც უნდა ინანო შენი საქციელი, მაგრამ ვაღიარებ, ვნანობ ჩემს გულმოწყალებასა და დიდსულოვნებას. ვნანობ, რომ შეურაცხყოფასა და ტკივილზე თვალები დავხუჭე და ცხოვრება ისე განვაგრძე, თითქოს არაფერი მომხდარაო.


ჩემი მეუღლე ხან მუშაობდა, ხან - არა. ბოლო ხანს სამუშაო არ ჰქონდა. შვილებთან ყოფნას, საოჯახო საქმეებში ჩემს დახმარებას, ეზოს უსაქმურებთან ჯდომა და თამაში არჩია. კარგა ხანს არაფერს ვეუბნებოდი. სამსახურში გვიანობამდე ვიყავი, დამატებით ვიღებდი საქმეს, რომ ანაზღაურება მეტი მქონოდა, შაბათს კი ბაზრიდან მთელი კვირის მარაგი მომქონდა შინ. იმედი მქონდა, ადრე თუ გვიან დაინახავდა ჩემს გარჯას, დააფასებდა და თვითონაც ეცდებოდა რამეს...

ორი წელი ისე გავიდა, ხელი არ გაუნძრევია. შევახსენე, - შეეცადე, სამუშაო იშოვო, დომინოს ან ნარდის თამაში ვერაფერს გვიშველის, ბავშვებს კი აწი უფრო მეტი დასჭირდებათ-მეთქი, ისე გაბრაზდა, თითქოს ბავშვის მამა კი არა, უცხო იყო და უსამართლოდ ვითხოვდი მისგან დახმარებას. ხელი ჩავიქნიე, ნერვების აშლასა და ორომტრიალს ვარჩიე, ჩუმად მეკეთებინა საქმე. დედამთილმაც მირჩია, - არ მიაქციო ყურადღება და მალე მოვა გონსო. გონს მოსვლა კი ის აღმოჩნდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ოჯახი მიატოვა და სხვა ქალთან წავიდა...

ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი, ბავშვებსაც ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა ჩვენს თავს, ან სად იყო მამა, რატომ აღარ მოდიოდა შინ... ამბავი მომიტანეს, - ფულიან ქალთან ცხოვრობს, ის ქალი ინახავს და კაციც ბედნიერიაო. ჩემი დედამთილი მიუვარდა იმ ქალს, შვილიც კარგად გამოლანძღა და მისი საყვარელიც. რამდენიმე თვის მერე ჩემმა ქმარმა ნათესავები გამომიგზავნა, - შერიგება მინდაო. ბიჭიც და გოგოც ისე განიცდიდნენ უმამობას, შევუთვალე - შეგიძლია მობრძანდე-მეთქი. შინ მობრუნებულმა მხოლოდ რამდენიმე თვე შეძლო ოჯახის კაცობა. მერე ისევ წავიდა, ამჯერად სხვაგან, ოღონდ თავისი ჩანთით მალევე მომადგა უკან. მე აღარ მივიღე...

იცით, როგორ განაწყენდა? თურმე მუდმივად უნდა ვაპატიო სისულელეები, შეურაცხყოფა, უყურადღებობა და ღალატი. უკვე აღარ მაინტერესებს არც ყოფილი ქმრის, არც არავის აზრი - ერთხელ შევძელი პატიება, მეორედ მიტევების სურვილი კი აღარ მაქვს. ვინც უნდა გამამტყუნოს!


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
27.05.2015
...მიტუმეტეს ბოლო დროს რამდენი ტრაგედია დატრიალდა ეჭვიანობის ნიადაგზე ღმერტმა დამიფაროს რო გავამარტლო მაგრამ (ეს გასამარტლებელი მაგრამი არ არის) გაკვირვებიტ არ მიკვირს მერწმუნეტ საკუტარ თავზე გამომიცდია.უფრო მარტივი გადასალახია ახლობელი ადამიანის გარდაცვალებიტ გამოწვეული ტკივილი ვიდრე ავადმყოფური ეჭვები.ეჭვები აგიჟებს ადამიანს გონს აკარგვინებს და ამიტომაა საშიში ბნელი გაუნატლებელი ადამიანი-ის პირდაპირ კლავს.ხოლო ოდნავ ჭკვიანი განატლებული კაცი ვისაც აზროვნება შერჩენია,ყოველთვის გრძნობს წინაპირობას და ცდილობს წინმსწრებად გაეცალოს ანუ ,,მოუგოს,, ისეტ ვიტარებას სადაც უკონტროლო გახდება. შედეგად კი სხვასაც გააუბედურებს მარა თავის ტავს პირველ რიგში!
მოკვდავი
27.05.2015
არცერთხელ!!!! სხვათაშორის ყველაზე დიდი შეცდომა თუ დანაშაული ერთხელ პატიებაა,რაგდან შემდეგ მიდის და მიდის როგორც ზეითუნის ზეთი. ადამიანი ერთხელ იბადება და იმას არ ვამბობ როგორც იციან მარაზმატიკულად "ერთხელ მოდიხარ და მიდი იგულავეე" (ეს პროვინციული აზროვნებაა)...უბრალოდ თუ ერთხელ იბადები,მაშინ საკუთარ თავს სცე უნდა პატივი და არავის ააგდებინო,გაასულელებინო თავი! არ არსებობს გამორიცხულია რაც არუნდა უჭირდეს ადამიანს გინდ მორალურად გინდ მატერიალურად,ღმერთი არ გაგწირავს როცა მართალი ხარ მის წინაშე.სხვამ რაცუნდა ის იფიქროს! ცოდვა ცოდვაა მაგრამ ისიც ესმის უფალს რომ ანგელოზებისგან ძალიან შორს ვარტ .ამიტომ თვეში ორჯერ(გადამეტებული მავნებელია) ჩუკენობა ჯობია,ტუ ადამიანს სისხლი აწვება ტვინში ან უკვე ფიზიკურად არის ცუდად. ლამაზ და ტუნდაც საინტერესო სასიამოვნო ქალებს რა დალევს ქვეყანაზე (სხვათაშორის კაცებსაც,ნამდვილად ცოტანი არიან კაცები უფრო თუმცა მაინც ბევრი საინტერესო კაცი დაიარება)...ამიტომ თუ ადამიანი (განურჩევლად სქესისა) ვერ-არ გრძნობ რო ერთადერთი და შეუცვლელი ხარ ნებისმიერ სიტუაციაში,უნდა გაეცალო,გაეცალო უკანმოუხედავად,იმიტო რო ისიც ცოდოა ვისაც გულს უღონებ და სისხლს უწოვ ეჭვიანობით (რაქნას ის ადამიანი ესეტია,სხვანაირად არშეუძლია შეიზლება უნდა კიდეც მაგრამ არ შეუძლია უბრალოდ) და ისიც ცოდოა ვინც ტავს იტანჯავს ატასი ეჭვებით.
მოკვდავი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი