უახლოესი მეგობარის ღალატი
font-large font-small
უახლოესი მეგობარის ღალატი
ჩემი უახლოესი მეგობარი დედაჩემის მეგობრის შვილი იყო. ჩვენ შორის სხვაობა მხოლოდ ხუთი თვე იყო, ამიტომაც დედებმა ბაღშიც ერთად შეგვიყვანეს და სკოლაშიც. რაც თავი მახსოვს ყველგან და ყოველთვის ერთად დავდიოდით და ძალიან კარგადაც ვეწყობოდით ერთმანეთს.
მე-3 კლასში ვიყავით, როცა ნინოს დედა ქმარს ვერ შეეწყო და გაშორდა. მამამ მეორე ოჯახი შექმნა, რასაც 10 წლის ნინო უკიდურესად განიცდიდა. არაერთხელ უთქვამს, - რომ არა შენ, მშობლების დაშორებას ვერ გადავიტანდიო.
ნინოს დედას გაუჭირდა ქმრის გარეშე, ათასი თავსატეხი გაჩნდა უკაცო ოჯახში, ცალკე მოხუცი მშობლები, ცალკე მოზრდილი გოგონა, მისი სწავლა-განათლება, მაგრამ დედაჩემი გვერდში ამოუდგა. საკუთარი მამა არ ჰპატრონობდა და ნინო ამბობდა, - ჩემი მამა თემურიაო (მამაჩემზე). ეს ძალიან ახარებდა მამას და მართლაც მშობელივით ზრუნავდა შვილის მეგობარზე. მერე ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავირიცხეთ. ყველას დები ვეგონეთ, არადა მე ერთი თავით მაღალი ვიიყავი ნინოზე, უფრო გამხდარი და თავის ქებად არ ჩამომართვათ, უფრო მიმზიდველიც.
ყველაფერი თავდაყირა უნივერისტეტში გამორჩეულმა ბიჭმა დააყენა. ნინოს არ დარჩენია შეუმჩნეველი, რომ გიგა თვალს არ მაშორებდა. მერე მე და გიგას ერთმანეთი შეგვიყვარდა და როცა ნინოს დაწვრილებით ვუამბობდი განვლილი დღის შესახებ, ის ისეთ კომენტარს აკეთებდა, წესით, უნდა მწყენოდა, მაგრამ ხომ იცით, სიყვარულისგან აღტაცებული და გაბრუებული ადამიანი სხვათა რჩევებსა და შეხედულებებს ყურს არ უგდებს...
ნინო ჯერ სულ ცდილობდა, იმ ადგილს არ გავკარებოდი, სადაც გიგა და მისი მეგობრები ტრიალებდნენ.  მერე კი აშკარად და ღიად დაიწყო ბრძოლა იმისთვის, რაც მას სულაც არ ეკუთვნოდა.  ბრძოლის ტაქტიკა შეეცვალა. თეატრალურის მაკა ამოირჩია ამისთვის. მაკას უნივერსიტეტში ბევრი მეგობარი ჰყავდა. მოხდენილი, ყოველთვის გემოვნებით ჩაცმულ-დახურული გოგო იყო და ყველას ყურადღებას იპყრობდა. ნინო მას მიუჩოჩდა, იმდენი ქნა, გიგაზე ფიქრი დააწყებინა. მაკა იმათ რიცხვს არ მიეკუთვნებოდა, ფიქრით რომ თავს იწუხებენ, მისთვის მოქმედება იყო მთავარი... ნინო კი, შურით იმდენად იყო ავსებული, რომ ოღონდ გიგასთვის დავეშორებინე, აღარ დაეძებდა, ბიჭი ვის აირჩევდა. დარწმუნებული იყო, რომ თუ მთავარ მეტოქეს მოიშორებდა, მაკას მოცილება არ გაუჭირდებოდა...
მოკლედ, არ ვაპატიე გიგას ერთი-ორი გასეირნება და ძალიან ვიჩხუბეთ. გიგა გაბრაზდა, - თუ გიყვარდი, უნდა გეპატიებინაო და... ცოლად შეირთო მაკა. არადა, იმედი მქონდა, თავქარიან მაკას გიგა არ გაუყადრებდა თავს...
გიგა და მაკა ერთი წლის მერე დაშორდნენ. მათი დაშორებიდან სულ მალე კი მაკა სრულიად შემთხვევით ერთ მყუდრო კაფეში ტკბილად მოჭუკჭუკე ნინოს და გიგას გადაააწყდა. სწორედ მაშინ მიხვდა რაშო იყო საქმე და გადაწყვიტა, ჩემთვის ყველაფერი ეამბნა. დამირეკა და შევხვდით. მაკას მონათხრობმა კი ყველაფერს ნათელი მოჰფინა...ჩემსა და ნინოს შორის ბზარი ისედაც გაჩენილი იყო, მაგრამ ამას არ ველოდი. ძალიან მატკინა გული მეგობრის ღალატმა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ უკვე აღარ ვიცი ვის ვენდო და ვის არა. თან ვფიქრობ, რომ ჩემი თავიდანვე შურდა ნინოს და ამიტომაც მატკინა ასე გული. ამის გამო კი კიდევ უფრო ცუდად ვარ. თეკლა.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
03.06.2015
როცა ერთი დაქალი ლამაზია მეორეზე იქ შური აუცილებლად არის დამიჯერე
ეკკკ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი