ბედნიერების ძიებაში
font-large font-small
ბედნიერების ძიებაში
მეორე კურსზე ვიყავი, როცა დავქორწინდი. გვიყვარდა ერთმანეთი, ვზრდიდით ქალ-ვაჟს, მატერიალურად არ გვიჭირდა. ათი წლის მერე თამარს უკურნებელი სენი შეეყარა. ვერაფერმა უშველა. დავქვრივდი, დაობლდნენ ბავშვები.
თავის მოკვლა მინდოდა, ისე მენატრებოდა თამარი, მაგრამ შვილები ფეხზე ხომ უნდა დამეყენებინა? ამიტომაც ძალა მოვიკრიბე და ცხოვრებას დავუბრუნდი.
სამსახური ისეთი მქონდა, დეპრესიაში დიდხანს მყოფს ვერ მიგუებდა, მალევე გამომიჩნდებოდა შემცვლელი... ცოლის დაკრძალვიდან რამდენიმე დღის მერე სამსახურში გამოვცხადდი. ახალი თანაშემწე დამხვდა, შორენა. ძალიან ყურადღებიანი აღმოჩნდა. ყოველ დავალებას თვალის დახამხამებაში ასრულებდა. კმაყოფილი ვიყავი ახალი თანამშრომლით. პირში ქება არ მიყვარდა, ამიტომ კმაყოფილებას საჩუქრებით გამოვხატავდი. ყოველ დღესასწაულზე მაგიდაზე დავუდებდი ხოლმე ძვირფას სუნამოს, სამკაულს ან ნაირ-ნაირ ნუგბარს...
ერთხელ ავად გახდა. საღამოს შინ მივაკითხე და... მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში სიყვარული მეორედ მოსულიყო. სხვას თუ არ გავუმხელდი, საკუთარ თავს ხომ არ მოვატყუებდი? მის გარეშე ცუდად ვგრძნობდი თავს, საკმარისი იყო, თვალს მოჰფარებოდა, ვღელავდი, საქმეს გულს ვერ ვუდებდი. განსაკუთრებით მას შემდეგ დავკარგე მოსვენება, როცა ფანჯრიდან თვალი მოვკარი, ვიღაც ახალგაზრდა მანქანით ელოდა...
ვგრძნობდი, რომ არც შორენა იყო გულგრილი. გადავწყვიტე, სიყვარულში გამოვტყდომოდი. ვშიშობდი, ვაითუ, უარი მითხრას-მეთქი. თორმეტი წლით ვიყავი უფროსი, თანაც ორი შვილი მყავდა. ერთ დღესაც, რაღაც დავავალე და ვთხოვე, გვიანობამდე დარჩენილიყო. სანამ ვეტყოდი, მიყვარხარ-მეთქი, ისე ვღელავდი, ერთი სიცოცხლე გავათავე: - არ მეგონა, ცოლის სიკვდილის შემდეგ თუ ვიფიქრებდი ოჯახზე, მაგრამ შემიყვარდი; იმის გამო თუ არ დაიხევ უკან, რომ შვილები მყავს, შენ არაფერი მოგაკლდება, მე კი გამაბედნიერებ-მეთქი...
გავბედნიერდით კიდეც. ბავშვები თავიდან უცხოობდნენ, მერე კი, როცა "ახალმა დედიკომ" პატარა ძამიკო აჩუქა, გაუშინაურდნენ და შეიყვარეს. მაგრამ ნათქვამია, კაცი ბჭობდაო...
რას ვიფიქრებდი, თეკლა თუ ამას ჩაიდენდა? ჩემს ახლობლებს მალე შეაყვარა თავი. თანაც ეჭვიანობის საბაბი არასოდეს მოუცია. ვენდობოდი, აზრადაც არ მომსვლია, რამე ამეკრძალა. პატარას ძიძა და ბებია-ბაბუები ცივ ნიავს არ აკარებდნენ, მან კი სხვაში გამცვალა...
გაოგნებული ვიყავი. წასვლის წინ წერილი დამიტოვა - "გული მტკივა, რომ გტოვებთ, მაგრამ რა ვქნა, მე ხომ ნიკა ყოველთვის მიყვარდა და ახლა, როცა მთხოვს, მასთან ერთად ვიყო, არ შემიძლია, არ დავთანხმდეო".
დრო მაინც ანელებს დარდსაც და ტკივილსაც. მეც დავმშვიდდი... პატარა გიოზე დედაჩემი ზრუნავდა. ბავშვს ყურადღებას არ აკლებდნენ შორენასს მშობლებიც, რომლებიც ძალიან მაფასებდნენ.
მე კი ქალებში საკმაო პოპულარობით ვსარგებლობდი, ყველა გასათხოვარი ცდილობდა ჩემი გულის მოგებას, მაგრამ არავინ მაინტერესებდა. ბოლოს, დავყაბულდი მამიდის თხოვნას და გავიცანი მაია. ის ექიმი იყო, კეთილი და სანდომიანი. იცოდა ჩემი ამბავი, მაგრამ თანახმა იყო, სამი ბავშვისთვის დედობა გაეწია.
რაღა ბევრი გავაგრძელო, მესამედ ვიქორწინე. მინდოდა, შვილი კიდევ მყოლოდა, მაგრამ მაიამ შვილი ვერ გამიჩინა.
ოთხი წლის შემდეგ კი შორენა ახალ ქმარს გამოექცა. კაცი თაღლითი აღმოჩნდა, თან - წამლის "ბარიგა". შვილის ნახვა უნდოდა, მაგრამ ჩემი ეშინოდა, მშობლებმაც ზურგი შეაქციეს. მარტო დარჩა... მხოლოდ ერთი მეგობარი გულშემატკივრობდა. სწორედ ამ მეგობარმა ითავა და შორენას მუდარითა და სინანულით სავსე წერილი სამსახურში მომიტანა... წერილმა გული მომილბო და შეხვედრა გადავწყვიტე...
პირველ შეხვედრას მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე და ჩვენ შორის კვლავ იფეთქა მიძინებულმა გრძნობამ. მაიას ამბავი მიუტანეს - შენი ქმარი ცოლყოფილს ხვდებაო, მაგრამ არაფერი უთქვამს. ჩემგან ელოდა პირველ სიტყვას.
ეს დღეც დადგა. ძნელი იყო მაიასთვის იმის მოსმენა, რაც ვუთხარი. მაია ზედმეტი აღმოჩნდა, უნდა დაეტოვებინა ნაამაგარი ოჯახი... მაინც ვერ მოითმინა და მკითხა, - მე რომ შენთვის შვილი გამეჩინა, მაინც გამშორდებოდიო?.. არ ვუპასუხე. ჩემმა უფროსმა შვილებმა მაიასთან ცხოვრება გადაწყვიტეს და მის ბინაში გადავიდნენ - მაია ძალიან გვიყვარს და არ მივატოვებთო. მე კი შორენასა და გიოსთან ერთად ვცხოვრობ. მინდა, ყველაფერი ცუდი წარსულში დავტოვო და ახალი ცხოვრება დავიწყო. იმედია, გამომივა. ნუგზარი.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (43)
11.06.2015
ეს თეკლე ვინღა, ვინმემ მითხარით,ამ ლენჩს რქები რომ დაადგა
////
11.06.2015
იმედია კიდევ გაიცევა სხვასთან და ისევ მიიღებ.გაიცევა-მიიღებ, გაიქცევა- მიიღებ...თუ დაგიბრუნდა რა თქმა უნდა.მაგარი რო ყოფილიყავი თავიდან არ მიგატოვებდა.ქალი ის მაიაა, შენს შვოლებს რომ შეუყვარდათ.
მმმ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი