თურმე ცოლი მყვარებია...
font-large font-small
თურმე ცოლი მყვარებია...
გამარჯობა. დავიწყებ იმით, რომ ახლახან გავთავისუფლდი პატიმრობიდან. 7 წელი ვიჯექი და კიდევ 6 მქონდა დარჩენილი.
ყველა პატიმარი ამბობს, რომ უდანაშაულოა და მეც ამას ვიტყვი. ღმერთმა კი განსაჯოს მტყუან-მართალი. მარი, მინდა, დიდი ხნის ოცნება ავისრულო და მადლობა გადაგიხადო იმისთვის, რომ ციხეში მძიმე დღეებს ნაწილობრივ გვიმსუბუქებდი. წლები გამაძლებინა «გზამ» ხუთშაბათიდან ხუთშაბათამდე მოლოდინით.
მერე, როცა პრესა აღარ შემოდიოდა, ძალიან განვიცადე. სულ ვფიქრობდი, თუ აქედან გასვლა მეღირსა, აუცილებლად შევეხმიანები მარის-მეთქი. მაინტერესებს, როგორი განცდაა, როცა შენს ამბავს ჟურნალში კითხულობ.
მოკლედ, შესავალი გავაკეთე, ახლა ძირითადზე გადავალ და თემასთან დაკავშირებით ჩემს ამბავს მოგიყვებით:
ცოლი ისე მოვიყვანე, რომ სულ 2-ჯერ მყავდა ნანახი. ეს გრძელი ამბავია და თუ მომეცემა საშუალება, სხვა დროს მოგიყვებით. ალბათ, არც იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვი, რომ მეუღლე არ მიყვარდა. თუმცა ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. 2 შვილი შეგვეძინა, მივყვებოდით ცხოვრებას მშვიდად, აყალმაყალი და ჩხუბი არ გვქონდა, პატარ-პატარა უსიამოვნებები კი, როგორც ყველა ოჯახში, ხანდახან ჩვენთანაც იჩენდა ხოლმე თავს.
ცოდვა გამხელილი ჯობია და ხანდახან თვალს კი ვაპარებდი სხვა ქალებისკენ და ჩუმ-ჩუმად დავძვრებოდი კიდეც, მაგრამ ეს იშვიათად ხდებოდა. ოფიციალურად საყვარელი არასოდეს მყოლია. ასე რომ, ჩემს მეუღლეს საეჭვიანოც კი არასოდეს ჰქონია. შესაძლოა, ეჭვიანობდა კიდეც, მაგრამ უემოციო ადამიანია, ვერასოდეს მიხვდები, რა უხარია და რა სწყინს, ბრაზობს თუ არა...
ერთ მშვენიერ დღეს კი დამიჭირეს. ჩემი მეუღლის პირველი ემოცია მაშინ ვნახე და მიუხედავად იმისა, რომ სახლი სამართალდამცველებით იყო სავსე და ხელებზე ბორკილები მედო, გავიფიქრე - თურმე ჰქონია ემოცია-მეთქი. ამის შემდეგ ჩვენი შეხვედრები, რა თქმა უნდა, ციხის კედლებში ხდებოდა. მე თვითონაც გაოცებული ვიყავი, რადგან ვგრძნობდი, რომ მენატრებოდა ხოლმე და ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი. ამ 8 წლის განმავლობაში, რაც ციხეში გავატარე, ჩემი ცოლი ისე შემიყვარდა, ვერც კი გავიგე. ან უბრალოდ, იქ მივხვდი, რომ მყვარებია. ისე შევიცვალე მის მიმართ, ისეთი ალერსიანი გავხდი, რომ ერთხელ გაოცებულმა მკითხა, - ასეთი გარეთ არ იყავი და აქ რა დაგემართაო?!
თან გადამყვა წლების მანძილზე, მივლიდა, მაკითხავდა, შვილებიც გამიზარდა და მიერთგულა. ახლა ვხვდები, რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. იქნებ ღირდა კიდეც ამ წლების იქ გატარება? ვაღმერთებ მანანას, ყველაზე მაგარი ცოლი მყავს მსოფლიოში! აი, ეს მინდოდა მეთქვა. ყველას ბედნიერებას გისურვებთ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (7)
02.10.2016
მაგარიააააააააა
ჟანა
01.09.2016
ასეთი ქალები და ცოლები იშვიათიღაა,გაუპრთხილდით და დააფასეთ საყვარელი ადამიანები სანამ გვიანი არ იქნება.
თაკო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი