გვიან მიხვედრილი
font-large font-small
გვიან მიხვედრილი
ამბობენ, ერთ წელიწადში 2 დედმამიშვილის დაოჯახება არ შეიძლება - მათგან მხოლოდ ერთ-ერთი იქნება ბედნიერიო. ამის ზოგს სჯერა, ზოგიც კი ცრურწმენად იღებს.
თამთა სიყვარულს მოწყურებული გოგო იყო. ლამაზი ტანისა და საოცარი თვალების მქონე გოგონას ბიჭები ბუზებივით ეხვეოდნენ, კომპლიმენტებით ანებივრებდნენ და მის გულსაც იოლად იგებდნენ. თამთას დაიკო გაუბედნიერდა და მეორე კვირასვე ისიც მის კვალს მიჰყვა. ცოლად გაჰყვა 1 თვის გაცნობილ ბიჭს, რომელიც მხოლოდ გარეგნობით იზიდავდა; არ დაინტერესებულა არც მისი მატერიალური მდგომარეობით და არც ოჯახითა და წარმომავლობით.
თამთას და ბედ-იღბალს არ უჩიოდა, კმაყოფილი იყო ახალი ოჯახით. თამთას კი წინდაუხედავად გადადგმული ნაბიჯი სანანებლად გაუხდა. აღმოჩნდა, რომ ნიკა არ მუშაობდა და მშობლების კისერზე ცხოვრობდა. თამთას მოლოდინს კი იმის შესახებ, რომ ცოლ-ქმრის სიყვარულსა და სიამტკბილობას ხელს ვერაფერი შეუშლიდა, წყალი შეუდგა.
თამთა მალე დაორსულდა. ფეხმძიმე დროის უმეტეს ნაწილს მშობლებთან ატარებდა. ქმარი თვეში ერთხელ თუ ნახულობდა, ისიც რამდენიმე საათით. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს შინ დაბრუნება სთხოვა.
თამთას დედამთილთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, თანაც ოჯახს მატერიალურადაც ძალიან უჭირდა, ამიტომ ისევ მშობლებს დაურეკა და შესჩივლა: ჩემს ქმარს ხელის განძრევა არ უნდა, აღარ შემიძლია ასე ცხოვრებაო. მშობლებს შვილის სიტყვებმა გული აუჩუყა, ჩააკითხეს და სახლში წამოიყვანეს. თამთას ფეხები უკან რჩებოდა, მაგრამ იქ დარჩენაც არ უნდოდა, სადაც მას და მის შვილს ყველაფერი აკლდა, ქმარი კი ხელსაც არ ანძრევდა და დედამისს შეჰყურებდა, რომ «2 კაპიკი» გადმოეგდო. სახლში დაბრუნებულს კი ქმარი ძალიან ენატრებოდა, თუმცა ახლა მშობლები აღარ აძლევდნენ მასთან დაბრუნების უფლებას. ნიკაც აღარ იწუხებდა თავს და ცოლ-შვილს იშვიათად თუ მოიკითხავდა. მეზობლებმაც ჭორაობა დაიწყეს, ალბათ გამოაგდო ქმარმა, თორემ ამდენ ხანს აქ რა უნდაო? როცა გაიგეს, რომ ქმარს გაშორდა, ჭორები დაყარეს, - ეგ ისეთი გოგოა, ახლა სხვას გაიჩენს და გათხოვდებაო.
ერთ მშვენიერ დღეს კი თამთამ გაიგო, რომ მისმა ქმარმა ცოლი მოიყვანა... თამთა მიხვდა, რომ ნიკა ძალიან უყვარდა და ინანა, მშობლებს რომ გამოჰყვა და მასთან არ დარჩა. ახლა ამბობს, რომ ნეტავ მასთან ვყოფილიყავი და ყველაფერს ავიტანდიო, მაგრამ უკვე გვიანია, მას ხომ სხვა ცოლი ჰყავს!..

 

 

 

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (7)
11.06.2015
რას ა. მოიგონებთ :დ ა. შეიძლებაო ესაო ისაოო მაისიო . ტყუპი ბავშვებიდან ერთი ბედბიერჯა მეორე არა. ა.შ . ვინც რამეს იტყვის ყველაფერი კ. არ უნდა დაიჯეროთ. ყველა ინდივიდუალურია. 1 თვის გაცნობილს რომ მიყვები გოგო ჭკუა სად გაქვთ. 1 თვე კიარა ზოგჯერ 2 წელი ხვდები დ. კიდევ ვერ იგებენ ვი. რა არის .
მდაა
10.06.2015
არა კაცს არ ვარჩენ!20 წლისაც რომ ვიყავი ზუსტად ასევე ვიქრობდი არ შემცვლია აზრი.
ნანა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი