მონა ხარ - უკანასკნელი სიტყვა, რომელიც ქმრის ოჯახში მოვისმინე
font-large font-small
მონა ხარ - უკანასკნელი სიტყვა, რომელიც ქმრის ოჯახში მოვისმინე
ჩემი სახელი არავის აინტერესებს და გამოვტოვებ. არცაა მნიშვნელოვანი. ასეთი თუ არა მსგავსი ამბები ალბათ ძალიან ბევრ გოგოს გადახდენია...
გავიზარდე მოკრძალებულ, თბილისურ ოჯახში. მართალია, მდიდრები არ ვიყავით, მაგრამ არც არაფერი მაკლდა. სკოლის დამთავრების შემდეგ პირადობის მოწმობაზე შექმნილი პრობლემის გამო გამოცდაზე ვერ გავედი და დავრჩი სახლში. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა, მაგრამ 2 იანვრიდან ყველაფერი შეიცვალა... გავიცანი ბიჭი, პირობითად - დავითი. თავიდან სიტუაცია უკეთესობისკენ მიდიოდა, მაგრამ მერე... როგორც ხდება ხოლმე, შეგვიყვარდა ერთმანეთი. მე მისმა განსხვავებულობამ მომხიბლა - განსხვავებულად აზროვნებდა...
ოღონდ როგორც  მოგვიანებით აღმოჩნდა, მარტო აზროვნებდა განსხვავებულად, საქმეში კი ტიპური დედიკოს ბიჭი აღმოჩნდა (ამას ძალიან გვიან მივხვდი, ჩემდა სამწუხაროდ). მოდიოდა ჩემთან სახლში, ჩემს ნათესავებთან, სამუდამო სიყვარულს მეფიცებოდა. მახსოვს, ერთხელ დედაჩემი სახლში არ უშვებდა - ანას არ გაჩვენებო და უთხრა, თუ არ მაჩვენებ, აქედან გადავხტებიო (მეოთხე სართულიდან). დედამაც შემოუშვა. ამ შემთხვევის მერე დედაჩემი დანებდა.
ტრადიციისამებრ, ჯერ ნიშნობა გვქონდა, ხოლო 1 თვეში ქორწილი იყო დაგეგმილი. ქორწილიდან დაიწყო, თუ დაიწყო! ქორწილში მაგიდაზე საშინელი ჭურჭელი ელაგა. ზედ ძველი საჭმელები ჰქონდა შემხმარი... ქონიანი და გაზინტლული იყო ყველაფერი... აღარ გავაგრძელებ, თორემ რომელიმე მკითხველს გული შეუწუხდება.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არაა. პირველი ღამე ისეთ ოთახში გავატარე, რომ კინაღამ გული ამერია -  აბლაბუდებითა და ქვიშით სავსე ოთახი იყო, სადაც ერთადერთი, მორყეული საწოლი იდგა! პირველი ღამე ცრემლის ღვრაში გავატარე. ჩემმა მზრუნველმა მეუღლემ კი ეს იმით ახსნა, რომ დრო არ ჰქონდათ (ალბათ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში). ამასაც შევეგუე, ამის მერე კი დაიწყო დამცირებისა და შეურაცხყოფის 3 ჯოჯოხეთური წელი. ჩემს ძვირფას მეუღლეს საცხოვრებლად ცალკე გადასვლის ხსენებაზე კრუნჩხვები ემართებოდა. თურმე დედიკოს გარეშე ვერ გაძლებდა! უკანასკნელი წვეთი კი მისი სიტყვები აღმოჩნდა: - შენ უკანასკნელ ადგილზე დგახარ, მონა ხარ და ყველაფერში უსიტყვოდ უნდა დამემორჩილო! - მოვკიდე ხელი ჩემს ანგელოზს და წამოვედი.
სხვათა შორის, ჩემი იქ ყოფნის დროს ბავშვი 3-ჯერ მომეწამლა, ერთხელ კი საოპერაციოც გამიხდა - უვარგისი ძეხვი აჭამეს. ბავშვის გადარჩენის საკითხი სათუო იყო. მოკლედ, დროზე გამოვეცალე იქაურობას. ვინც უნდა გამამტყუნოს, მაგრამ ოჯახი დავანგრიე და ამის მიზეზი ნამდვილად მქონდა. თქვენი ერთგული მკითხველი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (11)
23.06.2015
ყველაზე უნიჩოდ დაწერილი ზღაპარი.
Knopka
23.06.2015
ერთი უნიჭო ზღაპარი!
Knopka
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი