ვერ ვხვდები რძალს რა დავუშავე
font-large font-small
ვერ ვხვდები რძალს რა დავუშავე
65 წლის ქალი ვარ. ორი ვაჟი მყავს. უფროსი დიდი ხანია, გერმანიაში ცხოვრობს, იქაური ცოლი და ორი ქალიშვილი ჰყავს. უმცროსი შვილის შემყურეს კი, ლამისაა გული გამისკდეს.
გაგას გაჩენას (7 წლით უმცროსია თავის ძმაზე) კინაღამ ჩემი სიცოცხლე შეეწირა. შვილების გარჩევა როგორ შეიძლება, მაგრამ გაგა სუსტი ბავშვი იყო და განსაკუთრებულად ვზრუნავდი მასზე...
მერე, დათო უცხოეთში რომ გადაიხვეწა, გაგას სულ იმას ვეხვეწებოდი, შენ მაინც შეირთე ცოლად ქართველი გოგო, ყველანაირად დაგეხმარები-მეთქი. ძლივს მოვაყვანინე ცოლი. ეგეც მე მოვიწონე და იმდენი ვუქე, დაინტერესდა, გაიცნო და მალევე დაქორწინდა.
სამი თვე არ იყო გასული, სიავე გამოიჩინა რძალმა. კარგა ხანს არაფერს ვუმხელდი შვილს, მაგრამ როცა რძლის უზრდელობა ყველანაირ ზღვარს გასცდა, გაგას შევაპარე, - ცოტა მკაცრად დაელაპარაკე შენს ცოლს, ჩემს ნალოლიავებ ოჯახს ნუ დამიქცევს-მეთქი...
დაწვრილებით არ ღირს ჩემი ოჯახის უსიამოვნებებზე ლაპარაკი, მაგრამ ერთს გეტყვით, ჩვენ შორის ურთიერთობა გამწვავდა. მას ბავშვი არ უჩნდებოდა და ისეთი აგრესიული იყო, ვემალებოდი და ვცდილობდი, თვალში არ შევჩეხებოდი. ჩემს ოთახში შევიკეტებოდი ხოლმე, გაგა კი ერთს არ მკითხავდა, რამე ხომ არ გინდა ან ცუდად ხომ არ ხარო?
როცა დათოსთან გერმანიაში ჩავედი, მასთან გული მოვიოხე. უმცროს ძმას დაურეკა და უსაყვედურა. გაგა კი ძალიან გამიბრაზდა, - ჩემი ცოლი შენთან არ ტყუის, რა გალაპარაკებდა რძალზეო! გული მომიკვდა. ჩემი შვილი ცოლს ამართლებდა, მე კი - მადანაშაულებდა. ვერ გამეგო, რაში ვტყუოდი ან რა ბრალი მიმიძღვოდა რძლის წინაშე. მე ხომ მის სამსახურში ვიყავი სულ.
დათოსგან დაპატიჟებას ელოდნენ წინა ზაფხულს (ერთხელ უკვე იყვნენ და კვლავ სურდათ გერმანიაში წასვლა). მე რომ უდიერად მეცქეოდნენ, დათო ნაწყენი იყო ძმასა და რძალზე, ამიტომ არც დაპატიჟა და არც ფული გამოუგზავნა. ჩემმა რძალმა ამაში მე დამადანაშაულა და უსიამოვნო ლაპარაკი ჩხუბში გადაიზარდა. არ მოერიდა ხელითაც კი შემეხო - მცემა...
იმ საღამოსვე მოვთხოვე შვილს და მის ცოლს, დაეტოვებინათ სახლი. იმის მაგივრად, რომ ცოლისთვის საყვედური ეთქვა, გაგამ ჩაალაგა თავისი ტანსაცმელი, ნივთები და ხუსხუსით გაჰყვა თავის «ძვირფასს». იმ ღამეს ძალიან ცუდად გავხდი, კეთილმა მეზობელმა არ მიმატოვა, გვერდიდან არ მომცილებია.
დათო მეორე დღეს შემეხმიანა, მომიკითხა და კვლავ ვერ დავუმალე მომხდარი. კინაღამ გაგიჟდა. მასთან გავემგზავრე და ერთი თვე დავრჩი. გეფიცებით, იმ გერმანელ რძალს ვერც კი შევადარებ ამ ქართველს. ეტყობა, დათომ უთხრა, გულნატკენი რომ ვიყავი. თან მყვებოდა, ხან სად წამიყვანდა, ხან - სად. მაინც ვერ გავჩერდი დიდხანს და დავბრუნდი.
ახლა ჩემი შვილი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და არც აინტერესებს, ცოცხალი ვარ თუ - არა. ის მაინც ვიცოდე, რა დანაშაული მიმიძღვის რძალთან. ვერიკო.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (32)
11.06.2015
ეჭვიანობას რაც შეეხება მე არ მჯერა მაგის.ვიღაცეები რაღაცას აბუქებენ ან ისე ყვებიან როგორც აწყობტ.არ მჯერა ვერც ვერავინ დამაჯერებს.სულ პირიქიტ,შეიძლება ორი ქალი(რზალი დედამტილი) შეეჯიბროს კიდევაც კარგი გაგებიტ ვინ უკეტესად მოუვლის საღამოს დაღლილ ადამიანს რომელიც ორივეს სხვადასხვანაირად მაგრამ სიგიჟემდე უყვარს და ეს ყველაფერი შეიზლება ისეტ სახალისო რამეში გადაიზარდოს იქ ცოტა იუმორიც ტუ გააჩნია ყველას რაღაც დოზიტ,არ ვიცირა მარტლა გარშემომყოფები თეთრი შურიტ აივსებიან ან თითონაც მოუნდებათ მასეთი სამაგალიტო ფორმატი ურტიერთობის.მე დეგენერატ მუქტახორა კაცებზე არ ვლაპარაკობ.კაცისგანაც უნდა გიბრუდებოდეს ის დადებიტი მუხტი სიტბო,დედამისსაც და ცოლსაც,მაშინ აქვს ყველაფერს ფასი როცა ცალ კარში არ ტამაშობ ადამიანი და არსებობს ოჯახის წევრებს შორის ჯაჭვური რეაქციები.
K.L
11.06.2015
ვიღაცამ შეიძლება გიჟად ჩამტვალოს მაგრამ რა მადარედებს ანვინ მიცნობს აქ.საერტოდ ზუსტად დედსავიტ შეიძლება არც შეგიყვარდეტ მაგრამ როცა ნამდვილი სიყვარულია ცოლქმარ შორის მე ნამდვილ სხვანაირ სიკვარულზე ვსაუბრობ და არა ყოფიტზე.მერე ის მარტლა ვირუსივიტ გადამდები ხდება ისეტი უჩვეულო შეგრზნებების გამოწვევა იცის შეიზლება ავადმყოფ დედაზე მეტად დედამტილს მოუარო სიბერეში ვამბობ ყველას ერტნაირი სიბერე არააქვს და ვირაც შეიძლება ლოგინად ჩავარდეს რამდენი მასეტი შემთხვევა.არციცი ტუ გადმოვცემ ისე რომ მისახვედრი იყოს ახალგაზრდა გოგოებისტვის, მაგრამ როცა გახსენდება ის ამაგი ტუნდაც შენი შვილისტვის რაც აქვს გაწეული მერერა მისი ღვიძლი შვილიშვილი როა,ბებია ბაბუა მაინც არარის ვალდებული და ეგ რო გახსენდება ტიტქოს "ვალის" გადახდა გინდა ტან რომელიც სიამოვნებასაც კი განიჭებს.საერტოდ რზალ დედამტილის ინსტიტუტი (რომელიც დამახინჯებულია საქარტველოში) კიარა ძლიერ სიყვარულს რკინის დადნობა შეუძლია/ყოველშემტხვევაში მაგის განცდა გეუფლება და დაადნობ ტუ არა ალბატ მეორეხარისხოვანია
K.L
11.06.2015
არ აგცდა ეგეტი რზალი გველის წიწილავ შენ შენ და შენს შვილებსაც
nino ს
11.06.2015
ვინც ამ ქალას ამტყუნებტ და გასაგებია რზლები ხარტ ტავადა ასეტი რზალი არ აგცდეტ ტქვენ და გულიტ საყვარელს ტქვენსას, ეგებ მიხვდეტ მერე
ხო
11.06.2015
არ გაიხაროს მაგტსნამა გინდა რძალი იყოსდ და გინდა დედამტილი, ტავადაც დაბერდება გველის წიწილი ეგ
ჰმ
11.06.2015
სოფო ოჯახი გყავს? რატომღაც მომეჩვენა რომ კოსმოსიდან ჩამოფრინდი :) სიგიჟემდე დედამთილი რომ შეგიყვარდეს, მინიმუმ არასიგიჟემდე მას უნდა უყვარდე. რძალ დედამთილიანის ფსიქოლოგიური მიზეზი არის ერთI კაცის ვერ გაყოფა და დაუსრულებელი ეჭვიანობა. როდესაც დედამთილი გულზე სკდება მისი შვილის გვერდით რომ გხედავს, იმას ვერ იტანს მისი ნაფერები ბიჭის გვერდით რატომ გძინავს და მიზეზს ეძებს როგორმე თავი მოიმკვდარუნოს, რომ მისი შვილი მის გვერდით "გადაბარგდეს". ყოველ წამს რომ ცდილობს დაგიმტკიცოს, რომ შენზე კაი ტიპია იმიტომ რომ ბოღმა და არასრულფასოვნების კომპლექსი ახრჩობს და გულში შენზე კარგად იცის, რომ შენთან ახლოსაც ვერ მოვა. ვითომ ასეთ გაგიჟებულ დედას შვილი რომ დაურეკავს სამსახურიდან, ცუდად ვარ და სახლში მივდივარო და რძალს ურეკავს სამსახურში შენ ხომ წახვალ სახლში და მიხედავო. ქალი, რომელიც ერთხელ არ ადგება ის "საიდანღაც მოსული არსება" ბოლო ხმაზე რომ კივის ღამით და არ იკითხავს რა ჭირს ჩემს ერთადერთ შვილიშვილს, რამით ხომ ვერ დაგეხმარებიო. მამთილი ისე რომ ყავს დაჩმორებული, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რძლის მიმართ კარგად განწყობილი "ბალვანი" კაცი რძლის წინააღმდეგ განაწყოს. გ\ყოველ დილას რომ გიმეორებს ორი კვირის მოყვანილ რძალს საძინებლის კარები არ დახურო ჰაერი ხომ გინდაო, და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი წვრილმან მსხვილმანი. ეს არის რეალობა და ასე ხდება ოჯახების 90%-შI. უბრალოდ აქ საქმე არის ორივე მხარის შეგნებაზე. უბრალოდ მე ვაიგნორებ მის საქციელს და ჩემს თავს არ ვაკადრებ იმას, რომ ხელითძ შევეხო ვინმეს, მითUმეტეს ჩემზე უფროსს, თOრემ რომელ სიყვარულზე და პატივისცემაზეა ლაპარაკი. არც პატივს ვცემ და მითუმეტეს არ მიყვარს და თუ მე არ მაქვს კონფლიქტი ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემს კარგად აღზრდაზე შეგნებაზე მეტყველებს. ამიტომ ნუ ლანძღავთ ახალგაზრდებს, დამხვდრმა უნდა შექმნას ოჯახური გარემო, მაგრამ ვისაც ოჯახი თავად არ ქონია და საერთო საცხოვრებლად ქონდა გადაქცეული, იმას რა უნდა მოთხოვო
უცნობი
11.06.2015
სოფო ოჯახი გყავს? რატომღაც მომეჩვენა რომ კოსმოსიდან ჩამოფრინდი :) სიგიჟემდე დედამთილი რომ შეგიყვარდეს, მინიმუმ არასიგიჟემდე მას უნდა უყვარდე. რძალ დედამთილიანის ფსიქოლოგიური მიზეზი არის ერთI კაცის ვერ გაყოფა და დაუსრულებელი ეჭვიანობა. როდესაც დედამთილი გულზე სკდება მისი შვილის გვერდით რომ გხედავს, იმას ვერ იტანს მისი ნაფერები ბიჭის გვერდით რატომ გძინავს და მიზეზს ეძებს როგორმე თავი მოიმკვდარუნოს, რომ მისი შვილი მის გვერდით "გადაბარგდეს". ყოველ წამს რომ ცდილობს დაგიმტკიცოს, რომ შენზე კაი ტიპია იმიტომ რომ ბოღმა და არასრულფასოვნების კომპლექსი ახრჩობს და გულში შენზე კარგად იცის, რომ შენთან ახლოსაც ვერ მოვა. ვითომ ასეთ გაგიჟებულ დედას შვილი რომ დაურეკავს სამსახურიდან, ცუდად ვარ და სახლში მივდივარო და რძალს ურეკავს სამსახურში შენ ხომ წახვალ სახლში და მიხედავო. ქალი, რომელიც ერთხელ არ ადგება ის "საიდანღაც მოსული არსება" ბოლო ხმაზე რომ კივის ღამით და არ იკითხავს რა ჭირს ჩემს ერთადერთ შვილიშვილს, რამით ხომ ვერ დაგეხმარებიო. მამთილი ისე რომ ყავს დაჩმორებული, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რძლის მიმართ კარგად განწყობილი "ბალვანი" კაცი რძლის წინააღმდეგ განაწყოს და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი წვრილმან მსხვილმანი. ეს არის რეალობა და ასე ხდება ოჯახების 90%-შI. უბრალოდ აქ საქმე არის ორივე მხარის შეგნებაზე. უბრალოდ მე ვაიგნორებ მის საქციელს და ჩემს თავს არ ვაკადრებ იმას, რომ ხელითძ შევეხო ვინმეს, მითUმეტეს ჩემზე უფროსს, თOრემ რომელ სიყვარულზე და პატივისცემაზეა ლაპარაკი. არც პატივს ვცემ და მითუმეტეს არ მიყვარს და თუ მე არ მაქვს კონფლიქტი ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემს კარგად აღზრდაზე შეგნებაზე მეტყველებს. ამიტომ ნუ ლანძღავთ ახალგაზრდება, დამხვდრმა უნდა შექმნას ოჯახური გარემო, მაგრამ ვისაც ოჯახი თავად არ ქონია და საერთო საცხოვრებლად ქონდა გადაქცეული, იმას რა უნდა მოთხოვო
უცნობი
11.06.2015
Es iset dedamtilebs ekutnebat romelic pirvel rzals ar afasebs da ocnebobs meore uketesi myavdeso. Axia asetebistvis... Mere xo kargad daafasa germanes.
ddd
10.06.2015
გეტყობა შენ ერთ-ერთი იმ AV რძალთაგანი ხარ ესე რომ დაყარე ცოფები :დ ზოგადად 65 წლის ქალბატონს ამ ქალით რომ მიმართAვ უკვე გეტყობა რა ჩიტიც ხარ :დ ყველა ოჯახშია უსიამოვნება და ბევრი ისეთი ზარმაცი შედის ოჯახშუ საკუთარ საცვალსაც რო. დედამთილს უდებს გასარეცხად.. მაშინ როცა პირიქით უნდა ცდილობდეს იყოჩაგოს.. დღეს ესეთი თაობაა 90%. გმერთმა ქნას ჩემ შვილებს იმ 10% და. შეახვედროს უფალმა ვინც ოჯახის ფასი იცოს.
ნინოს
10.06.2015
მარტალია,სოფოს ვეტანხმები,ყოცჰაგ სოფო,ყველა რდზალი რომ ტქვენსავიტ ფიქრობდეს მასჰინ დედამტილს აგარ სჰეიდზულებენ,ოჯახსი სიტკბოობას და ურტიერტგაგებას სჰვილებსა და რდზლებტან,მაგაზე დიდი ბედნიერება რაგა უნდა იყოს
ნინა
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი