როცა დავოჯახდი, გადავწყვიტე: მორჩა, ყველაფერი წარსულს ჩაჰბარდა და ცოლს არასოდეს ვუღალატებ-მეთქი, თუმცა, ამის შესახებ ხმამაღლა არვისთვის მითქვამს. მეგობრებს არ გამოჰპარვიათ, რომ ქალებში აღარ დავდიოდი. ვიცოდი, დაცინვის ობიექტი გავხდებოდი, ამიტომ მათ ვატყუებდი ხოლმე: ქალებში კი დავდივარ, მაგრამ მაგრამ ცოლმა რომ არ გაიგოს, ძალიან ვფრთხილობ და თქვენც ამიტომ ვერ იგებთ-მეთქი.
შარშან ზაფხულს მეუღლე და ბავშვი დასასვენებლად გავუშვი, მე კი თბილისში დავრჩი. საღამოობით უცოლო ძმაკაცთან ვიკრიბებოდით, ლუდს ვსვამდით, ფეხბურთს ვუყურებდით, ვერთობოდით. ერთხელ გადავწყვიტეთ, გვექეიფა. მოგვიანებით ერთ-ერთმა ძმაკაცმა ქალები «გაჩითა». რადგან წინასწარ ნათქვამი მქონდა, ამაღამ აქ ვრჩები-მეთქი, ვეღარ გადავთქვი. ყველანი ცალ-ცალკე ოთახებში განაწილდნენ და რა თქმა უნდა, ერთი ქალი მეც მერგო. ის ღამე ჯოჯოხეთად მექცა. ფიცის გატეხა არ მინდოდა, არადა, როგორია - გვერდით ქალი გიწევს და შენ არაფერი მოიმოქმედო? ოთახს ღია აივანი ჰქონდა და მთელი ღამე იქ გავატარე. სიგარეტს სიგარეტზე ვეწეოდი, ეშმაკი კი ჩამძახოდა - მიდი, ერთხელ გატეხე ფიცი, რა მოხდა, ვერავინ გაიგებსო, - მაგრამ ეშმაკს ვძლიე!
ახლა მთავარი იყო, ჩემი კაცური სახელი მეხსნა და ეს ამბავი ძმაკაცების ყურამდე არ მისულიყო... დილით იმ გოგოს 200 დოლარი მივეცი (წესით, ფული არ უნდა გადამეხადა) და ვთხოვე, ძმაკაცებთან არ გამცე-მეთქი. ფული აიღო და თავი დამიქნია. ცოტა ხანში, ყავაზე დაგვიძახეს. ორივე გავედით. თავიანთ «საგმირო» საქმეებზე დაიწყეს ლაპარაკი. ქალები პიკანტურ დეტალებს ჰყვებდონენ. ჩვენ გაჩუმებულები ვიყავით. მერე მეც მომიბრუნდნენ - ლევან, რას გაჩუმებულხარ, შენ არაფერი გაქვს სათქმელიო? ეს იყო და ამ გოგომ ჩემი მიცემული ფული ამოიღო, მაგიდაზე ჩემ წინ დადო და გამოაცხადა: ჩვენ და-ძმასავით გვეძინა, თქვენმა ძმაკაცმა თითიც არ დამაკარა, როგორც ჩანს, პრობლემები აქვს, ეს ფული კი იმისთვის გადამიხადა, რომ თქვენთან ამაზე ხმა არ ამომეღოო...
გავგიჟდი და გადავირიე, ბედი არ გინდა - ისეთი ნაშა შეგხვდეს ფული რომ არ უნდოდეს. ძმაკაცების ცალკე გამიტყდა. სიბრაზისა და სირცხვილისგან სახეზე ალმური მომედო. წამოვხტი და უკანმოუხედავად გამოვიქეცი...
იმის შემდეგ კი მეგობრების დაცინვამ თავი მომაბეზრა. იქნებ, წაიკითხონ ეს მესიჯი და ამიერიდან მაინც დამანებონ თავი. თქვენი გიზო.