სავლე და მარო
font-large font-small
სავლე და მარო
გამარჯობა. ეს ამბავი ნათესავთან სტუმრად ყოფნის დროს მოვისმინე. ჩვენს ძალიან ახლო ნათესავს ეხება და ძალიან მინდა მოგიყვეთ.
იმერეთის მაღალმთიან სოფელში ცხოვრობდა სავლე ბატონი. ომის გმირი გახლდათ, ნაფრონტალი კაცი, უამრავი «ჩინ-მენდალი» ჰქონდა და ომიდან დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩაერთო საბჭოთა საქართველოს შენების პროცესში. პარტიულიც გახლდათ და საკმაოდ აქტიურიც.
იმავე სოფელში ცხოვრობდა ქვრივი ქალი - მარო, რომელიც ასევე ძალიან აქტიური «კამსამოლა» იყო. საბჭოთა საქართველოსთვის იღვწოდა. ჰოდა, გამოუვლიდა ხოლმე ეს მარო სავლეს საღამოობით და ღობიდან გადასძახებდა, - სავლეეეე, პარტიულ კრებაზე მოდიხარ? - მოვდივარ, მაშ არ მოვდივარო?! - გასძახებდა სავლეც და გაცუნცულდებოდა. სოფლის საბჭო (სადაც კრება ტარდებოდა) 5 კილომეტრის მოშორებით იყო და მარო და სავლე შინ შუაღამისას ბრუნდებოდნენ ხოლმე.
ასე გრძელდებოდა კარგა ხანს. ერთ დღეს კი ეჭვებით დატანჯულმა ცოლმა ნასვამი სავლე დაიმარტოხელა და ჰკითხა: შენ და მარო პარტიულ კრებებზე რას აკეთებთ ხოლმეო? სავლემ ჩაახველა, ულვაშზე ხელი გადაისვა თურმე და უთხრა: - ეგ საიდუმლო თუ გავთქვი, რაღა პარტიული ვიქნები?.. ქალო, მეორედ არ მკითხო, ვინმემ რომ გაიგოს, გამრიცხავენ პარტიიდანო. რადგან ასე ვერაფერი გაიგო, სავლეს ცოლსაც მოუნდომებია პარტიაში შესვლა, - მეც ვივლი კრებებზეო, მარა ქმარმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა თურმე: - შედი, ქალო, ბუტკაში და ოჯახს და ბავშვებს მიხედე, პარტიაში არაფერი გესაქმება შენო. მოკლედ, ასე საიდუმლოდ დარჩა, რას აკეთებდნენ პარტიულ კრებაზე სავლე და მარო. ყველას   საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით. ჭირი იქა, ლხინი აქა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი