უსიძო-უპატარძლო ქორწილი
font-large font-small
უსიძო-უპატარძლო ქორწილი
კახა იმიტომ შემიყვარდა, რომ უცნაური ადამიანია და სხვებს არ ჰგავს. ნამდვილი გადარეულია. ისეთი რაღაცები აქვს ჩადენილი, რომ მოგიყვეთ, არ დაიჯერებთ ალბათ.
არც ისე პატარები ვიყავით, როცა დავქორწინდით. მე 28 წლის ვიყავი, კახა - 34-ის. ის ჩემი ბოსი იყო. საკუთარი ფირმა ჰქონდა, სადაც სამუშაოდ თავისი უახლოესი ძმაკაცის რეკომენდაციით მიმიღო. ჩვენი ურთიერთობა კი 2 წლის მერე დაიწყო. მანამდე ვერც მე დავინახე მასში მამაკაცი და როგორც თვითონ ამბობს, არც მას შემოუხედავს, როგორც ქალისთვის. ის კი არა, ოფიციალური საყვარელი ჰყავდა მაშინ და იმ ქალსაც მშვენივრად ვიცნობდი. ხშირად აკითხავდა სამსახურში და სანამ კახა მისთვის მოიცლიდა, ენებს ვიფხანდით ხოლმე ჭორაობით. ერთ დღეს ამ ქალმა ტირილით დარეკა და მითხრა, - კახამ მიმატოვა და იქნებ მიზეზი დამიდგინო, ნეტავ სხვა ქალი ხომ არ ჰყავსო? შევპირდი, რომ მაქსიმალურად შევეცდებოდი, რამე გამეგო. ირა  ყოველდღე მირეკავდა და მეკითხებოდა, მაგრამ ვერაფერი გავუგე. ერთ დღეს შეფმა კაბინეტში დამიბარა. - ირა ხომ არ გირეკავსო? არ ვიცოდი, რა მეპასუხა. ჯერ ვიფიქრე, - არას ვეტყვი-მეთქი, მერე ვიფიქრე, ესენი რომ შერიგდნენ და ირამ უთხრას, რომ რეკავდა, მაგრად მომხვდება-მეთქი და სიმართლის თქმა ვამჯობინე. - მირეკავს და მთხოვს, თქვენი დაშორების მიზეზი გავუგო-მეთქი. - მერე, გაუგე რამეო? - არა-მეთქი. - თუ კიდევ დაგირეკავს, უთხარი, რომ შენ შემიყვარდი და მაგას იმიტომ დავშორდიო. - ამას რომ ამბობდა, თან კომპიუტერში რაღაცას აკეთებდა მთელი ყურადღებით. ჩემთვის არც შემოუხედავს. ამიტომ ჩავთვალე, რომ ლაპარაკი დასრულებული იყო და გამოვედი.
ცოტა დაბნეული კი ვიყავი, მაგრამ ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ეს იმიტომ მითხრა, ირა რომ თავიდან მოეშორებინა სამუდამოდ. მართალია, იმას ასე ვერ ვუთხარი, მაგრამ ის კი ვუთხარი - კახას სხვა შეჰყვარებია და იმიტომ დაგშორდა-მეთქი. ამის მერე არც ირას დაურეკავს და ცხოვრებაც ჩვეულებრივად გაგრძელდა.
მთელი თვე ისე გავიდა, ახალი არაფერი მომხდარა. კახას სიტყვები მოსვენებას მაინც არ მაძლევდა. როგორც ჩანს, ძალიან მცირე პროცენტით მაინც მინდოდა, რომ მისი ნათქვამი სიმართლე ყოფილიყო. თუმცა ამის ფიქრის საფუძველს არაფერი მაძლევდა. ოფისის გოგონები კი გამალებით ეპრანჭებოდნენ. არც მანამდე აკლებდნენ ხელს, მგრამ რომ გაიგეს, ირა აღარ ჰყავსო, გაათმაგებულად იყვნენ მოწადინებული.
ერთ დღეს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ყველანი თავის დაბადების დღეზე დაგვპატიჟა. გვიან ღამით დავიშალეთ. ვინაიდან კახა ნასვამი იყო, მანქანა რესტორნის ეზოში დატოვა და ტაქსით წასვლა გადაწყვიტა. რამდენიმე თანამშრომელი გოგოც ჩაგვსვა და სახლებში ჩამოგვარიგა. ვინაიდან ერთ უბანში ვცხოვრობდით, ბოლოს მე და ის დავრჩით. - ჩემს წინადადებაზე რას ფიქრობო? - მკითხა. მეც დავიწყე იმ საქმეზე ლაპარაკი, რაზეც მეგონა, რომ მეკითხებოდა. - მაგაზე არ გეუბნები, ცოლად თუ გამომყვებიო? - ისე დავიბენი, ლამის ტირილი დავიწყე. - თვალებს რას აფახულებ, სიყვარული ხომ აგიხსენიო? - როდის-მეთქი? - როდის და ირასთან რომ დაგაბარე მასთან დაშორების მიზეზი, არ გახსოვსო? - მეგონა, იხუმრე-მეთქი. - კი არ ვიხუმრე, მართლა მაგიტომ დავშორდი, რომ შენ შემიყვარდიო.
ვერაფრით ვიჯერებდი მის ნათქვამს. ვთხოვე, - დრო მომეცი მოსაფიქრებლად-მეთქი. დამთანხმდა და 3 დღე მომცა. არანაირი რომანტიკა და ჩემი გულის მოსანადირებლად ბრძოლა! 3 დღის მერე სახლში მიმიყვანა მანქანით და მკითხა, რა გადაწყვეტილება მიიღეო? პირდაპირ ვაჯახე, მგონია, რომ დამცინი-მეთქი. - კარგი, ავიდეთ შენთან სახლში, შენი მშობლები გამაცანიო. უარს ვეუბნებოდი, მაგრამ არ მომეშვა. მამაჩემს უთხრა, - თქვენი გოგო მიყვარს, მასზე დაქორწინება მინდა და თუ თვითონაც თანახმა იქნება, ქორწილი დავგეგმოთო. მამაჩემმა გადმომხედა. - თანახმა ვარ-მეთქი, ამოვილუღლუღე.
ქორწილი 2 თვის მერე დავნიშნეთ. იმ დღიდან ისე შეიცვალა კახა, რომ ვერ ვცნობდი. ნამდვილ შეყვარებულ მამაკაცად გადაიქცა. ყვავილები, საჩუქრები, პაემნები... ისეთი თბილი და საყვარელი აღმოჩნდა, რომ ბედნიერებისგან თავბრუ მესხმოდა.
ქორწილის დღეც დადგა. 300 ადამიანი ჰყავდათ მის მშობლებს დაპატიჟებული. როდესაც ჩემი სახლიდან მასთან მივდიოდით, მძღოლს (ლიმუზინი გყვავდა დაქირავებული) უთხრა, ამა და ამ ადგილზე მიგვიყვანეო და სულ სხვა მისამართი უთხრა. მანქანების სადგომზე მივედით. გადმომიყვანა, ყველას (მეჯვარეებს) დაემშვიდობა და თავის მანქანაში გადამსვა. - სად მივდივართ-მეთქი? - რომ წარმოვიდგინე, რამდენი საათი უნდა ვისხდეთ სუფრასთან, როგორ უნდა ვუქნიოთ თავი თამადას მადლობის სათქმელად და რა აყალმაყალი უნდა იყოს, მივხვდი, რომ ამათი ხმაურისა და ტაშფანდურის თავი არ მაქვს, უჩვენოდაც მშვენიერ დროს გაატარებენ, ჩვენ კი თურქეთში წავიდეთო.
ასე, საპატარძლო კაბით გადავედი საზღვარზე და სასტუმროშიც ასე მივედი. ყველა გაოცებული მიყურებდა, როცა სასტუმროს რესტორანში პატარძალი «გაიჩითა» და ივახშმა, მაგრამ კახა მეუბნებოდა, «დაიკიდეო» და მეც «მეკიდა». დილით ასე გამოწყობილი ხომ ვერ გავიდოდი სასტუმროდან?! ავდექი და კაბას ქვედა ნაწილი შემოვახიე, დავამოკლე, ყვავილები და საქორწილო აქსესუარები მოვხსენი და დროებით თეთრ სარაფანად გადავაკეთე. ასე მივედი მაღაზიამდე, იქ კი ახალი ტანისამოსი შევიძინე.
1 კვირა ვიყავით სტამბოლში და შემდეგ დავბრუნდით. მართალია, მშობლები ცოტა განაწყენებულები იყვნენ ჩვენი საქციელის გამო, მაგრამ მერე შეგვირიგდნენ. მე კი ეს დრო მართლა არასოდეს დამავიწყდება. ალბათ არც ჩვენს სტუმრებს დაავიწყდებათ უპატარძლო-უსიძო ქორწილში რომ იყვნენ. იმედია კარგი დრო ატარეს. პატივისცემით, მაკა.


Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE

უსიძო-უპატარძლო ქორწილი

კახა იმიტომ შემიყვარდა, რომ უცნაური ადამიანია და სხვებს არ ჰგავს. ნამდვილი გადარეულია. ისეთი რაღაცები აქვს ჩადენილი, რომ მოგიყვეთ, არ დაიჯერებთ ალბათ.

არც ისე პატარბი ვიყავით, როცა დავქორწინდით. მე 28 წლის ვიყავი, კახა - 34-ის. ის ჩემი ბოსი იყო. საკუთარი ფირმა ჰქონდა, სადაც სამუშაოდ თავისი უახლოესი ძმაკაცის რეკომენდაციით მიმიღო. ჩვენი ურთიერთობა კი 2 წლის მერე დაიწყო. მანამდე ვერც მე დავინახე მასში მამაკაცი და როგორც თვითონ ამბობს, არც მას შემოუხედავს, როგორც ქალისთვის. ის კი არა, ოფიციალური საყვარელი ჰყავდა მაშინ და იმ ქალსაც მშვენივრად ვიცნობდი. ხშირად აკითხავდა სამსახურში და სანამ კახა მისთვის მოიცლიდა, ენებს ვიფხანდით ხოლმე ჭორაობით. ერთ დღეს ამ ქალმა ტირილით დარეკა და მითხრა, - კახამ მიმატოვა და იქნებ მიზეზი დამიდგინო, ნეტავ სხვა ქალი ხომ არ ჰყავსო? შევპირდი, რომ მაქსიმალურად შევეცდებოდი, რამე გამეგო. ირა ყოველდღე მირეკავდა და მეკითხებოდა, მაგრამ ვერაფერი გავუგე. ერთ დღეს შეფმა კაბინეტში დამიბარა. - ირა ხომ არ გირეკავსო? არ ვიცოდი, რა მეპასუხა. ჯერ ვიფიქრე, - არას ვეტყვი-მეთქი, მერე ვიფიქრე, ესენი რომ შერიგდნენ და ირამ უთხრას, რომ რეკავდა, მაგრად მომხვდება-მეთქი და სიმართლის თქმა ვამჯობინე. - მირეკავს და მთხოვს, თქვენი დაშორების მიზეზი გავუგო-მეთქი. - მერე, გაუგე რამეო? - არა-მეთქი. - თუ კიდევ დაგირეკავს, უთხარი, რომ შენ შემიყვარდი და მაგას იმიტომ დავშორდიო. - ამას რომ ამბობდა, თან კომპიუტერში რაღაცას აკეთებდა მთელი ყურადღებით. ჩემთვის არც შემოუხედავს. ამიტომ ჩავთვალე, რომ ლაპარაკი დასრულებული იყო და გამოვედი.

ცოტა დაბნეული კი ვიყავი, მაგრამ ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ეს იმიტომ მითხრა, ირა რომ თავიდან მოეშორებინა სამუდამოდ. მართალია, იმას ასე ვერ ვუთხარი, მაგრამ ის კი ვუთხარი - კახას სხვა შეჰყვარებია და იმიტომ დაგშორდა-მეთქი. ამის მერე არც ირას დაურეკავს და ცხოვრებაც ჩვეულებრივად გაგრძელდა.

მთელი თვე ისე გავიდა, ახალი არაფერი მომხდარა. კახას სიტყვები მოსვენებას მაინც არ მაძლევდა. როგორც ჩანს, ძალიან მცირე პროცენტით მაინც მინდოდა, რომ მისი ნათქვამი სიმართლე ყოფილიყო. თუმცა ამის ფიქრის საფუძველს არაფერი მაძლევდა. ოფისის გოგონები კი გამალებით ეპრანჭებოდნენ. არც მანამდე აკლებდნენ ხელს, მგრამ რომ გაიგეს, ირა აღარ ჰყავსო, გაათმაგებულად იყვნენ მოწადინებული.

ერთ დღეს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ყველანი თავის დაბადების დღეზე დაგვპატიჟა. გვიან ღამით დავიშალეთ. ვინაიდან კახა ნასვამი იყო, მანქანა რესტორნის ეზოში დატოვა და ტაქსით წასვლა გადაწყვიტა. რამდენიმე თანამშრომელი გოგოც ჩაგვსვა და სახლებში ჩამოგვარიგა. ვინაიდან ერთ უბანში ვცხოვრობდით, ბოლოს მე და ის დავრჩით. - ჩემს წინადადებაზე რას ფიქრობო? - მკითხა. მეც დავიწყე იმ საქმეზე ლაპარაკი, რაზეც მეგონა, რომ მეკითხებოდა. - მაგაზე არ გეუბნები, ცოლად თუ გამომყვებიო? - ისე დავიბენი, ლამის ტირილი დავიწყე. - თვალებს რას აფახულებ, სიყვარული ხომ აგიხსენიო? - როდის-მეთქი? - როდის და ირასთან რომ დაგაბარე მასთან დაშორების მიზეზი, არ გახსოვსო? - მეგონა, იხუმრე-მეთქი. - კი არ ვიხუმრე, მართლა მაგიტომ დავშორდი, რომ შენ შემიყვარდიო.

ვერაფრით ვიჯერებდი მის ნათქვამს. ვთხოვე, - დრო მომეცი მოსაფიქრებლად-მეთქი. დამთანხმდა და 3 დღე მომცა. არანაირი რომანტიკა და ჩემი გულის მოსანადირებლად ბრძოლა! 3 დღის მერე სახლში მიმიყვანა მანქანით და მკითხა, რა გადაწყვეტილება მიიღეო? პირდაპირ ვაჯახე, მგონია, რომ დამცინი-მეთქი. - კარგი, ავიდეთ შენთან სახლში, შენი მშობლები გამაცანიო. უარს ვეუბნებოდი, მაგრამ არ მომეშვა. მამაჩემს უთხრა, - თქვენი გოგო მიყვარს, მასზე დაქორწინება მინდა და თუ თვითონაც თანახმა იქნება, ქორწილი დავგეგმოთო. მამაჩემმა გადმომხედა. - თანახმა ვარ-მეთქი, ამოვილუღლუღე.

ქორწილი 2 თვის მერე დავნიშნეთ. იმ დღიდან ისე შეიცვალა კახა, რომ ვერ ვცნობდი. ნამდვილ შეყვარებულ მამაკაცად გადაიქცა. ყვავილები, საჩუქრები, პაემნები... ისეთი თბილი და საყვარელი აღმოჩნდა, რომ ბედნიერებისგან თავბრუ მესხმოდა.

ქორწილის დღეც დადგა. 300 ადამიანი ჰყავდათ მის მშობლებს დაპატიჟებული. როდესაც ჩემი სახლიდან მასთან მივდიოდით, მძღოლს (ლიმუზინი გყვავდა დაქირავებული) უთხრა, ამა და ამ ადგილზე მიგვიყვანეო და სულ სხვა მისამართი უთხრა. მანქანების სადგომზე მივედით. გადმომიყვანა, ყველას (მეჯვარეებს) დაემშვიდობა და თავის მანქანაში გადამსვა. - სად მივდივართ-მეთქი? - რომ წარმოვიდგინე, რამდენი საათი უნდა ვისხდეთ სუფრასთან, როგორ უნდა ვუქნიოთ თავი თამადას მადლობის სათქმელად და რა აყალმაყალი უნდა იყოს, მივხვდი, რომ ამათი ხმაურისა და ტაშფანდურის თავი არ მაქვს, უჩვენოდაც მშვენიერ დროს გაატარებენ, ჩვენ კი თურქეთში წავიდეთო.

ასე, საპატარძლ კაბით გადავედი საზღვარზე და სასტუმროშიც ასე მივედი. ყველა გაოცებული მიყურებდა, როცა სასტუმროს რესტორანში პატარძალი «გაიჩითა» და ივახშმა, მაგრამ კახა მეუბნებოდა, «დაიკიდეო» და მეც «მეკიდა». დილით ასე გამოწყობილი ხომ ვერ გავიდოდი სასტუმროდან?! ავდექი და კაბას ქვედა ნაწილი შემოვახიე, დავამოკლე, ყვავილები და საქორწილო აქსესუარები მოვხსენი და დროებით თეთრ სარაფანად გადავაკეთე. ასე მივედი მაღაზიამდე, იქ კი ახალი ტანისამოსი შევიძინე.

1 კვირა ვიყავით სტამბოლში და შემდეგ დავბრუნდით. მართალია, მშობლები ცოტა განაწყენებულები იყვნენ ჩვენი საქციელის გამო, მაგრამ მერე შეგვირიგდნენ. მე კი ეს დრო მართლა არასოდეს დამავიწყდება. ალბათ არც ჩვენ სტუმრებდაავიწყდებათ უპატარძლო-უსიძო ქორწილში რომ იყვნენ. იმედია კარგი დრო ატარეს. პატივისცემით, მაკა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
06.06.2015
რა მაგრად გაკლიათ
ნია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი