ცოლისგან გადახდილი სამაგიერო
font-large font-small
ცოლისგან გადახდილი სამაგიერო
ქალს რომ ძალიან ბევრი შეუძლია, ეს ფაქტია. ხომ გაგიგონიათ, - ქალმა თუ გაიწია, 9 უღელი ხარ-კამეჩი ვერ შეაჩერებსო.
ჰოდა, ერთ ჩემს მეზობელ კახელ ნიკოზე მინდა მოგიყვეთ. მოკლედ, დიდი მაკვარანცხი ვინმე იყო ეს ნიკო. მთელი სოფლის ქალებთან დაძვრებოდა, სადაც კი შეუშვებდნენ. მოსინჯავდა ნიადაგს და თუ მიხვდებოდა, რომ ძალიან მყარ უარს არ ეუბნებოდნენ, იმდენს იზამდა, ეშმაკივით შეუჩნდებოდა და მაინც გულის წადილს აიხდენდა ხოლმე. თანაც, რაიონში რამდენიმე მაღაზია აქვს, მატერიალურად არ უჭირს და ქალის პატივისცემაც არ ეშლებოდა, ოღონდ ეგაა, ერთი ცუდი თვისება ჰქონდა - ყოველი ახალი გამარჯვების შესახებ ძმაკაცებს უყვებოდა და მთელმა რაიონმა იცოდა, ვის ჰყავდა მოღალატე ცოლი და ვის - «არაქალიშვილი» შვილი.

ერთ მშვენიერ დღეს ნიკო დასთან წავიდა სტუმრად ქალაქში. იქიდან შეცვლილი დაბრუნდა. რაღაცნაირი, დადინჯებული იყო, ჩაფიქრებული დადიოდა. შეუჩნდნენ ძმაკაცები, - რა დაგემართაო და ძლივს ათქმევინეს, რომ ქალაქელი გოგო მოსწონებია და გულში ჩავარდნია. მოკლედ, ეს ჩვენი ნიკო კვირაში სამჯერ გარბოდა ქალაქში და ყოველ დაბრუნებაზე უფრო და უფრო იმედიანად იყო. სამი თვის მერე განაცხადა, რომ ცოლის მოყვანას აპირებდა და ქორწილისთვის მზადებაც დაიწყო. მარტო თვითონ კი არა, მთელი სოფელი ემზადებოდა. ყველას გვაინტერესებდა, ვინ იყო ის გოგო, რომელმაც ნიკოს ასეთი ნაბიჯი გადაადგმევინა. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საცოლის ერთგული იყო - ყველა ქალი დაივიწყა.

როგორც იქნა, დადგა ქორწილის დღეც. პატარძალი რომ მოიყვანეს, ყველას აღტაცების შეძახილი აღმოხდა. მართლაც ძალიან ლამაზი გოგო იყო, სიძის შესაფერისიც გახლდათ და თავიც ამაყად ეჭირა. ნიკო კი გაბადრულ-გაბრწყინებული იფერებდა მილოცვებს.

გამოხდა ხანი... ნიკოს ბიჭი უკვე 3 წლის იყო, როდესაც ერთ-ერთმა მისმა ძმაკაცმა გააბაზრა ამბავი - ნიკოს ცოლს რაიონის გამგებლობის თანამშრომელთან რომანი აქვსო. ყურებს არ დავუჯერეთ, მაგრამ ის «დედაზე იგინებოდა», - არ ვტყუი, დანამდვილებით რომ არ ვიცოდე, არ ვიტყოდიო. იმის მერე ნიკოს რამდენიმე ძმაკაცი უთვალთვალებდა მის ცოლს და აღმოჩნდა, რომ ქალბატონი მართლაც ღალატობდა ქმარს. მთელმა სოფელმა კი არა და, რაიონმა გაიგო ეს ამბავი. ნიკოს ყურამდე კი ერთმა, მისგან გამწარებულმა ქალმა მიიტანა: - ჩემზე რომ გაავრცელე ხმები და მოსდე ქვეყანას, ვახოს ცოლი დამნებდაო, თავი რომ მომჭერი და სახელი შემირცხვინე, ახლა ის თუ იცი, რქებდადგმული რომ დადიხარ და მთელი რაიონი შენზე ლაპარაკობსო? - რაოოოო? - გადაირია ნიკო, მაგრამ გადაწყვიტა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა. ქალისგან მიტანილი ამბავი გადაამოწმა და როცა დარწმუნდა, რომ ჭორი კი არა, სიმართლე იყო, მოღალატე თვალჩალურჯებული გაუყენა ქალაქის გზას და ბავშვიც არ გაატანა. აი, ასე... ყოყლოჩინა მამალივით რომ დადიოდა და სხვების ცოლებთან დაძვრებოდა, ხომ გადაუხადა სამაგიერო ცოლმა?

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
20.06.2015
ეს კარმაა
დათო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
965 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი