მთიდან გამოპარული გოგონას ამბავი
font-large font-small
მთიდან გამოპარული გოგონას ამბავი
«გზისა» და «გზავნილების» აქტიური მკითხველი ვარ, არც ერთი ნომერი არ გამომიტოვებია, მაგრამ მესიჯი არასოდეს მომიწერია. ახლა კი მინდა, ჩემი ამბავიც მოგიყვეთ.
ფშავში გავიზარდე და ისეთ მიყურებულ სოფელში ვცხოვრობდი, რომ თბილისში სულ 3-4 ადამიანი თუ იყო ნამყოფი. ამიტომ, საღამოობით, ბირჟაზე მყოფი გლეხები ათასგვარ კითხას უსვამდნენ ხოლმე, «ქვეყანამოვლილ» თანასოფლელებს. ისინიც დაუღალავად ჰყვებოდნენ იმ «საოცრებების» შესახებ, რომელიც თბილისში ჰქონდათ ნანახი. ზოგს ტყუილს და ზოგსაც - მართალს. ყველას გვიკვირდა, როგორ შეიძლებოდა, სახლი სახლზე ყოფილიყო დადგმული (კორპუსებს გულისხმობდნენ) და მეზობლებს არა მარტო გვერდიგვერდ, ერთმანეთის თავზე ეცხოვრათ. ან კიდევ, წყალი ჰაერში ადიოდეს (შადრევანს გულისხმობდნენ), ან მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე როგორ უნდა ევლოთ... მოკლედ, ქალაქი რაღაც ზღაპრულ ქვეყანად მესახებოდა და ვოცნებობდი იმაზე, როდის ვნახავდი ამ ყველაფერს საკუთარი თვალით.

მთის კანონის მიხედვით, სულ პაწაწინა ვიყავი, როცა საქმრო შემირჩიეს. ჩემი საქმრო მაშინ 4 წლის გახლდათ. ერთად ვიზრდებოდით, ვთამაშობდით და ორივემ ვიცოდით, რომ როდესაც 16 წლის გავხდებოდი, ის კი - 20-ის, ცოლ-ქმარი გავხდებოდით. რომ წამოვიზარდე, მის დანახვაზე ვწითლდებოდი, გავურბოდი და შორიდან ვუთვალთვალებდი. ისე მომწონდა, ისე, რომ...

ის სულ ცდილობდა, რომ ჩემ გვერდით ყოფილიყო. ცხენზე შეჯდებოდა და ჩემ სახლთან აივლიდა ხოლმე. ახლა რომ ვიხსენებ, მეღიმება. ყველაფერი ძალზე ლამაზი იყო...

ჩემი ბიძაშვილი უკვე მოზრდილი ბიჭი იყო და თბილისში სწავლობდა. მასაც ჰყავდა საცოლე, ძალიან უყვარდა და სოფელში ხშირადაც აკითხავდა ხოლმე. ერთხელ, ასეთი ვიზიტის დროს თბილისელი ბიჭი ჩამოჰყვა. ზაფხულის არდადეგები იყო და სტუმარი მთელი თვით დარჩა. ჩვენი და ბიძაჩემის სახლები ერთ ეზოში იდგა. ამიტომ სტუმარი ორივე ოჯახმა ერთნაირად მივიღეთ. ვინაიდან ბიძაშვილი გოგო არ მყავდა, მთის წესის თანახმად, ეს ბიჭი მე მომიწვინეს გვერდით. წინასწარ, ჩემმა ბიძაშვილმა ყველა წესი განუმარტა. გურამმა ჩემი საქმროც გაიცნო, ის ქვეშ-ქვეშ უბღვერდა. მთელი კვირა ვიწექით გვერდიგვერდ. ამ ბიჭს ხელიც არ გამოუწვდენია ჩემკენ. მე კი მხიბლავდა მისი თეთრი პერანგი და პრიალა ფეხსაცმელი. ეს ყველაფერი ქალაქის ცხოვრებაზე მაფიქრებდა და გურამზე ფიქრს თავიდან ვერ ვიცილებდი. ერთი კვირის მერე მე თვითონ გადავიყვანე სტუმარი ჭკუიდან და მთელი ღამე მასთან ალერსში გავატარე. კიდევ ერთი კვირის შემდეგ კი ქალწულობაც ჩავაბარე. თუმცა, არაფერს ვიმჩნევდი, რომ ოჯახს სტუმარი ხანჯლით არ აეკუწა.  შემდეგ მოვიდა მისი გამგზავრების დრო. წინაღამით გულში ჩამიკრა და - მიყვარხარო, - მითხრა. - თან წამიყვანე-მეთქი, - ვთხოვე, მაგრამ მან შემოდგომამდე გადადო ჩემი თბილისში წაყვანა. შემოდგომაზე კი ჩემი ქორწილი იყო დანიშნული.

ამაოდ გავყურებდი გზას, რომელზეც გურამი უნდა გამოჩენილიყო და ღამეებს ტირილში ვათენებდი. რომ გავთხოვდებოდი, გამოაშკარავდებოდა ჩემი ამბავი და საშინელება დატრიალდებოდა... ქორწილის დღეც დაინიშნა. ერთი კვირით ადრე, შუაღამისას ფუთა შევკარი, შინიდან ისეთი ნივთები წამოვიღე, რომელიც ვიფიქრე, რომ გაიყიდებოდა, ცოტა ხნით თავის გატანას შევძლებდი და შინიდან წამოვედი. ორი დღე და ღამე ვიარე ფეხით. ღამე ტყეში გავათენე. შემდეგ, ტრანსპორტზე დავჯექი და თბილისში ჩამოვედი. წარმოიდგინეთ, ხელში დიდი ფუთა მიჭირავს, ფეხზე - ძველმოდური ფეხსაცმელი, ასეთივე ტანისამოსი მაცვია და პირდაღებული, უცხო გარემოს თვალიერებით მივდივარ. გზაზე ისე გადავდიოდი, მანქანებსაც არ ვაქცევდი ყურადღებას...

ეს ყველაფერი XX საუკუნის 60-იან წლებში ხდებოდა. გზადაგზა რაღაც ნივთები გავყდე - თიხის ქილა, სპილენძის თუნგი, ვერცხლის ქამარი და ცოტა ფული მოვაგროვე. კითხვა-კითხვით მივაგენი უნივერსიტეტს და დავიწყე ჩემი ბიძაშვილის ძებნა. მის შესახებ ვერაფერი გავიგე. სტუდენტები ათას კითხვას მისვამდნენ და ინტერესით მათვალიერებდნენ. ბოლოს, ვიღაც კაცთან, კაბინეტში შემიყვანეს (მერე გავიგე, დეკანი ყოფილა). დაწვრილებით გამომკითხა ყოველივე და დამეხმარა გელას მოძებნაში. ბიძაშვილი თვალებს არ უჯერებდა, რომ დამინახა. შინ წამიყვანა, იქ კი სლუკუნ-სლუკუნით მოვუყევი ჩემი გასაჭირის შესახებ. მეორე დილით გელა ლექციებზე წავიდა. დაახლოებით ერთ საათში კი კარზე კაკუნი გაისმა. ღია კართან ყურებამდე გაღიმებული გურამი იდგა...

იმ დღესვე, ჩემი ფუთიანად სახლში წამიყვანა და უკვე დიდი ხანია, ერთად ვცხოვრობთ. ვფიქრობ, ღირდა მოსაყოლად. თუ საინტერესოდ არ მოგეჩვენებათ, ნუ დაბეჭდავთ, არ მეწყინება.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (10)
15.06.2015
ეტა სკაზკა ... ნუ დაწერთ ხომლე ესეთებს რომ გული მერევა
გოჩა
12.06.2015
ანუ "აეკიდე "რა . ბიძაშვილმა აჰკიდა შენი თავი , თორე რომ ყვარებოდი , არ დაგტოვებდა.
მ.დ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი