სერიალის მსგავსი ცხოვრება ანუ როგორ შეუღლდნენ ჩემი და ჩემი ქმრის შვილები
font-large font-small
სერიალის მსგავსი ცხოვრება ანუ როგორ შეუღლდნენ ჩემი და ჩემი ქმრის შვილები
45 წლის ქალი ვარ. ცხოვრებაში კარგიც ბევრი მინახავს და ცუდიც. არ მეგონა, თუ რამე გამაკვირვებდა, მაგრამ რამდენიმე ხნის წინ ჩემს ოჯახში დაუჯერებელი ამბავი მოხდა.
პირველი ქმარი გათხოვებიდან 6 თვეში მომიკლეს. 3 თვის ფეხმძიმე ვიყავი და თითქმის ყველა იმას მიჩიჩინებდა, ბავშვი მოიშორეო, მაგრამ არ გადავდგი ეს ნაბიჯი. ყველაზე მეტად დედამთილისგან მიკვირდა, ამას რომ მეუბნებოდა. შვილი მოუკლეს და მისი სისხლისა და ხორცის მოკვლაზეც თანახმა იყო. სწორედ ამის გამო მომივიდა მასთან უსიამოვნება და ოჯახიდან ქმრის ორმოცის მერე წამოვედი. ბიჭი შემეძინა და ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ დედა გავხდი.

ჩემი ვაჟიკო 2 წლის იყო, როცა მეორედ გავთხოვდი. ჩემი მეორე მეუღლე ძალიან კარგი ადამიანია. ვაჟა თავისი შვილივით გაზარდა. საერთო გოგონაც შეგვეძინა, მაგრამ ბავშვებს ერთმანეთისგან არ არჩევდა. ვაჟა მას ახლაც მამას ეძახის და კარგა ხანს ეგონა, რომ მალხაზი მისი ნამდვილი მამა იყო. როდესაც გაიზარდა, მერე გავუმხილე სიმართლე. ამას მათ ურთიერთობაში არაფერი შეუცვლია. ახლა ვაჟა 25 წლისაა და 3 წლის წინ ცოლი მოიყვანა. რძალი ძალიან თბილი და კარგი გოგონა აღმოჩნდა. მშობლები გაშორებული იყვნენ, მამასთან ურთიერობა არ ჰქონდა, დედა კი იტალიაში ჰყავდა და შვილიშვილი რომ შეეძინა, მაშინ ჩამოვიდა.

ამის შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ინდურ კინოში. სალომე პირველად რომ გვესტუმრა, ისე ცუდად გახდა, «სასწრაფოს» გამოძახება დაგვჭირდა. 1 კვირა იწვა საავადმყოფოში. ერთხელ, მის სანახავად რომ მივედი, მარტონი აღმოვჩნდით. ტირილი აუვარდა. ძლივს დავამშვიდე. შემდეგ მითხრა - დავიღუპეთ, შენ არ იცი, ჩემს გულში რა ცეცხლი ტრიალებსო. - რა მოხდა-მეთქი? - შენი შვილი და ჩემი შვილი და-ძმანი არიან, დიდ ცოდვაში გვაქვს ფეხი ჩადგმულიო. სანამ რამეში გავერკვეოდი, ისეთ პანიკაში ჩავვარდი, ლამის მეც მის გვერდით გავხდი დასაწვენი. გული რომ მოვიბრუნე, ვთხოვე, დალაგებით მოეთხრო ყველაფერი. აღმოჩნდა, რომ წლების წინ ის და მალხაზი შემთხვევით გადაეყარნენ ერთმანეთს მეგობრის დაბადების დღეზე და იმ ღამით ერთად იყვნენ, მას მერე კი ერთმანეთი არ უნახავთ. "როცა მივხვდი, ფეხმძიმედ ვიყავი, დავაპირე, მისთვისაც მეთქვა, მაგრამ იმ 1 თვის განმავლობაში ცოლის მოყვანა მოუსწრია და ამიტომ აღარ ავაფორიაქე, ბავშვი დავიტოვე და გადავწყვიტე, მისთვის ამის შესახებ არასოდეს მეთქვა. იმ დაბადების დღიდან ერთადერთი სურათი მაქვს შემორჩენილი, რომლსაც ძალიან ვუფრთხილდებოდი, რომ ოდესმე შვილისთვის მამა მეჩვენებინაო" - მითხრა. - კი მაგრამ მალხაზმა ვერ გიცნო-მეთქი? - ვერა, რას მიცნობდა, ერთადერთხელ ვყავარ ნანახი და მას მერე ამდენი წელია გასული, ყველა ქალი ხომ არ ემახსოვრება, რომელიც ოდესმე ჰყოლიაო?! ისე გამაოცა მისმა ნაამბობმა, რომ გვიანღა გამახსენდა მეთქვა, რომ ვაჟიკო მალხაზის შვილი არ იყო. სალომეს ძალიან გაუხარდა, ეს რომ ვუთხარი. - რადგან ამხელა ცოდვას გადავრჩით, ჩვენს საიდუმლოდ დავტოვოთ, რაც მოგიყევიო, - მთხოვა. შევპირდი, რომ ასეც მოვიქცეოდი, მაგრამ არ მასვენებდა მოსმენილი. ხუმრობაა? საკუთარი შვილი გყავდეს სახლში და არ იცოდე? მალხაზი მებრალებოდა რაღაცნაირად, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი თითქოს, რადგან ვატყუებდი.

ჰოდა, ერთ დღესაც ვერ მოვითმინე და ყველაფერი გულახდილად მოვუყევი. ვერც ის დაბადების დღე გაიხსენა და ვერც სალომე... ეჭვიც კი შეეპარა, - ხომ არ იტყუება ეგ ქალიო, მაგრამ შემდეგ სალომეს ვთხოვე, მოსულიყო და ის სურათი მოეტანა. მართლაც, რამდენიმე ადამიანს შორის მალხაზი და სალომეც იყვნენ.

სურათს რომ დახედა, მალხაზს გაახსენდა ის დღე და ისიც, რომ ნამდვილად ის ღამე სალომესთან ერთად გაატარა. მთელმა ოჯახმა გაიგო ეს ამბავი. ნათია (რძალი) არ გვიჯერებდა. - ტყუილიაო, - გაიძახოდა, თუმცა, იმასაც ამბობდა, დნმ-ის ანალიზი გავაკეთოთ და თუ ეს სიმართლე აღმოჩნდება, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნებაო. დედამისმა შეურაცხყოფად მიიღო მისი სიტყვები, - ჩემში ეჭვი როგორ გეპარებაო, მაგრამ ნათიამ დაიჟინა, მალხაზიც დაითანხმა და ანალიზი ჩააბარეს.

პასუხი რომ უნდა გაეგო, ძალიან ნერვიულობდა ორივე. მართლაც, მამა-შვილი აღმოჩნდნენ. ახლა მთელი ოჯახი ერთად ვართ - ჩემი შვილი, მალხაზის შვილი და ჩვენი საერთო შვილიც. სალომე კი კვლავ იტალიაშია და ეჭვი მაქვს, რომ ღრმა სიბერემდე არ ჩამოვა საქართველოში.

 

 

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1561 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი