შორეული ახლობლები
font-large font-small
შორეული ახლობლები
გულით ძალიან დიდ ტკივილს ვატარებ - დედამ მიმატოვა - საბერძნეთში წავიდა სამუშაოდ. მის გარეშე ყოფნა ძალიან მიჭირს, უმისობას განვიცდი; მისი თანადგომა სწორედ ახლა, ყველასა და ყველაფერზე მეტად მჭირდებოდა, რადგანაც წელს სკოლას ვამთავრებ და აბიტურიენტი გახლავართ!
ვიცი, ჩემ გამო წავიდა, მაგრამ აინც ვერ ვპატიობ. როცა რეკავს, თავს ვერ ვიკავებ და თითქმის ყოველთვის ვეჩხუბები, ის კი მეუბნება, რომ უმადური შვილი ვარ...

ვიცი, რომ არ წასულიყო, ჩემთვისვე იქნებოდა უარესი - არც ნაირ-ნაირი ტანისამოსი მექნებოდა და არც იმის ფული, რომ რეპეტიტორებთან მევლო; სამაგიეროდ, გვერდით მეყოლებოდა და «ბოლო ზარზე», სკოლის ბანკეტზე გამყვებოდა...

მის კალთას არასდროს მოვშორებივარ. დედა ჩემთვის მშობელიც იყო და მეგობარიც, მას ყველაფერს ვუზიარებდი და კარგ რჩევებსაც მაძლევდა, ახლა კი ხომ ხედავთ, მარტო დავრჩი... როგორ დავარწმუნო დედა იმაში, რომ დამიბრუნდეს ან როგორ დავძლიო ტკივილი, რომელიც მისმა წასვლამ მომაყენა?

და კიდევ, ახლახან მივხვდი, რომ მიყვარს ადამიანი, რომელიც ასევე, ემიგრანტია. მას ინტერნეტით ვეკონტაქტები ხოლმე. ის ინგლისში სწავლობს და პარალელურად, მუშაობს კიდეც. მას მანამდე ვიცნობდი, სანამ წავიდოდა, მაგრამ მაშინ, როცა გვერდით მყავდა, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ასე ძალიან შემიყვარდებოდა. მოკლედ, სიშორემ ჩემსა და დედას ურთიერთობაში სიცივე შემოიტანა, სამაგიეროდ, მაპოვნინა ადამიანი, რომელიც ვგრძნობ, სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ის ნაცოლარია, შვილიც ჰყავს და ზუსტად ვიცი, მშობლები ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იქნებიან...

ალბათ ნაცოლარ კაცთან საქმის დაჭერა არც ღირს... სიყვარულის გამო ამაზე თვალი უნდა დავხუჭო? ის მეუბნება, - ცოლს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დავშორდი, რომ მატერიალური პრობლემა გვქონდა, მას კი კარგი ცხოვრება უნდოდაო. მზად ვარ, საყვარელ ადამიანთან ერთად ვიცხოვრო იმ შემთხვევაშიც კი, თუ საუზმედ და სადილად მხოლოდ ძველი პური გვექნება, ვახშამს კი არც გავეკარები. მთავარია, მასაც ვუყვარდე და ფული ჭირსაც წაუღია, მაგრამ... დავუჯერო? იქნებ, სხვა მიზეზის გამო დაშორდნენ? ეჭვები მღრღნის და არ ვიცი, როგორ მოვიქცე.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (16)
26.06.2015
Shen dedasbenma unda cagiyvanos da shegagdos mosamsaxured da mere cere ras gauzleb iq da risi gadatana mogicevs marto ojaxis unaxaobac eyopa mas tkivilad
23.06.2015
ამხელა გოგო ხარ და ნუთუ არ ფიქრობ,რომ რა რთული ცხოვრება აქვს დედაშენს შენი გულისტვის.რამდენ დამცირებას იტანს,რომ შენ არ მოგაკლდეს არაფერი.ერთი კვირა გენახა მარტო იქ რეებს იტანენ და მერე ილაპარაკებდი.... უკვე ვხვდები შენ რა დედაც იქნები,ტუ მაგ უაზრო ფიქრებს არ ამიგდებ ტავიდან.გაუფრტხილდი დედას,თორე უფალი არ გაპატიებს იცოდეეეე......(მეც ემიგრანტი ვიყავი)
ლალი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1561 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი