ჟურნალისტი ვარ. მინდა, წლების წინ მომხდარი ამბავი გიამბოთ.
მოგეხსენებათ, ჩვენი პროფესიის ადამიანებს ათასი ჯურის ხალხთან უწევს ურთიერთობა. ერთხელ რედაქტორმა დამავალა, ჩელუსკინელების ხიდთან მდგომ მეძავებთან ინტერვიუ ჩამეწერა.
მივედი და გავერიე ამ ქალებში. ინტერვიუზე ყველა უარს მეუბნებოდა. როგორც იქნა, ერთი მათგანი დამთანხმდა. განვცალკევდით და იქვე, რამდენიმე მეტრის მოშორებით, ბორდიურზე ჩამოვსხედით.
ლაპარაკის დრის ჩვენ წინ თეთრი ჯიპი გაჩერდა. წვერგაუპარსავმა მამაკაცმა ფანჯრდან თავი გამოყო და ჩემს რესპონდენტს 2 თითი დაანახვა - ორ ლარად წამოხვალო? გოგომ თავი გაუქნია, - ვერ წამოვალ, არ მცალიაო. მამაკაცმა მე დამასო მზერა, კარგა ხან მიყურა, ამწონ-დამწონა, შემაფასა და მერე ერთი თითი დამანახვა და მითხრა - მაშინ შენ წამოდი ერთ ლარადო. სახეზე ალმური მომეკიდა, ძალზე გავბრაზდი და მეც ერთი თითი დავანახვე, ოღონდ - შუა თითი. ეს იყო ერთადერთი და დაუვიწყარი შეხვედრა.