გადაყლაპული ქორწინების სიმბოლო
font-large font-small
გადაყლაპული ქორწინების სიმბოლო
შეყვარებული მყავდა. მისი გაცნობის ამბავიც საინტერესოდ მეჩვენება. ქირით ვცხოვრობდი და ძალზე ავი დიასახლისი მყავდა. საღამოს 10 საატზე კარს კეტავდა და მორჩა - თუ დააგვიანებდი, შინ ვეღარ შეხვიდოდი. კარგი ბიჭი იყავი და გაგეღვიძებინა!
ჰოდა, ერთ მშვენიერ ღამეს ნასვამი, ტაქსით მივედი სახლამდე და მერე გამახსენდა, რომ შინ ვეღარ შევიდოდი. ამიტომ, იქვე, სკვერში, სკამზე წამოვწექი და გემრიელად დავიძინე. დილით უჩვეულო ხმამ გამომაღვიძა. თავზე მშვენიერი გოგონა მედგა და მეკითხებოდა - ხომ არაფერი გიჭირთო? თავიდან მეგონა, რომ მოვკვდი, სამოთხეში ვიყავი და თავზე ანგელოზი დამტრიალებდა. მერე მივხვდი, რმ მაწანწალასავით ქუჩაში მეძინა. შემრცხვა. ამიტომ გოგონას ვუთხარი, - ცუდად ვარ და იქნებ, სახლამდე მიმაცილო-მეთქი. არ დამზარდა, ხელკავი გამომდო და შინ შემომყვა. უკვე დილა იყო და სახლში დაუბრკოლებლად შევედი. მერე ყავაზე დავპატიჟე. მერე ძალზე შემიყვარდა ჩემი «გადამრჩენელი». გადავწყვიტე, ხელი მეთხოვა. საქორწინო ბეჭედი ვიყიდე და ჩემს სატრფოს პაემანი დავუნიშნე. კარგად რომ შებინდდა, სწორედ იმ სკვერში ჩამოვსხედით, სადაც პირველად ვანხეთ ერთმანეთი. ბეჭედი შეუმჩნევლად პირში ჩავიდე, ნათიას მოვეხვიე და ვაკოცე. ამ დროს ბეჭედი პირში ჩავუდე. მოულოდნელობისგან გოგონამ რაღაც უხერხული მოძრაობა გააკეთა, ხველა აუტყდა, ბეჭედი ჯერ სასულეში გადასცდა, შემდეგ კი გადაყლაპა. ნათიას ჰგონებია, რომ კბილი ჩამომძვრა და ის გადაყლაპა. მერე ავუხსენი რაც მოხდა და ძალზე შეწუხდა. ბეჭდის უკან დაბრუნების ამბავი საინტერესო აღარ არის - დავქორწინდით და დღემდე ვხალისობთ ამ ამბით.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1561 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი