ზოგჯერ გაუბედავსაც უმართლებს
font-large font-small
ზოგჯერ გაუბედავსაც უმართლებს
მოსწავლეობის დროს ჩემი თანაკლასელი ბიჭი მიყვარდა. ვერ ვეუბნებოდი და ამის გამო საშინლად ვიტანჯებოდი.
არც არავინ იცოდა ამის შესახებ. ყველაზე ახლო მეგობარსაც კი არ გავუმხილე, რადგან მანამდე ჩვენს კლასში ერთმა გოგომ ბიჭს სიყვარული რომ გაუმჟღავნა, იმ ბიჭმაც და დანარჩენებმაც მაგრად დასცინეს და ის გოგონა იძულებული გახდა, სხვა სკოლაში გადასულიყო. სწორედ ამის შიშით ვდუმდი და გულში ვიკლავდი გრძნობას, მაგრამ ვერ აღგიწერთ, ეს როგორი ტანჯვა იყო ჩემთვის.
სკოლა დავამთავრეთ, მე იმ წელსვე ჩავირიცხე, ის კი დარჩა და ჯარში წავიდა. რამდენიმე თანაკლასელმა სკოლის დამთავრების მერეც გავაგრძელეთ ურთიერთობა, მეგობრობა და ერთმანეთის ნათელმირონიც კი გავხდით. ძალიან ხშირად ვხვდებოდით. პაპუნაც მათ რიცხვში იყო. საქართველოში მსახურობდა და თვეში ერთხელ შინ ჩამოსვლას ახერხებდა. როგორც კი დაბრუნდებოდა, მაშინვე ყველას დაგვირეკავდა და მივდიოდთ ხან ექსკურსიაზე, ხან - საქეიფოდ, ხანაც რომელიმესთან...
ყოფილა შემთხვევები, რომ რამდენიმე დღითაც კი დავრჩენილვართ მეგობრის ოჯახში. ჩემზე ბედნიერი ასეთ დროს არავინ იყო - საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნით ვტკბებოდი და მერე რა, რომ ეს გრძნობა ცალმხრივი იყო?
გავიდა წლები. მე ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში დავიწყე მუშაობა. პაპუნამ კი იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და შემდეგ კერძო ბიზნესს მოჰკიდა ხელი. 28 წლის ასაკში საკმაოდ წარმატებული საქმოსანი გახდა. რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო იხვეწებოდა, სიმპათიურდებოდა და ჩემი გრძნობაც უფრო იმატებდა. ურთიერთობას კვლავ ვაგრძელებდით. ჩვენი 10 მეგობრიდან ყველა დაქორწინდა, ჩვენ გარდა. არც მას მოჰყავდა ცოლი და მე ხომ გათხოვებაზე საერთოდ არ ვფიქრობდი. ყველა ეჩიჩინებოდა, ცოლი მოიყვანეო. ხან ვის ურიგებდნენ და ხან - ვის, მე კი გული მისკდებოდა, რომლიმე შეთავაზებული გოგო არ მოეწონოს და არ დავიღუპო-მეთქი. თუმცა არაფერს ვაკეთებდი საიმისოდ, რომ საყვარელი მამაკაცის დასაკუთრებისთვის მებრძოლა. ბედს ვიყავი მინდობილი. რადგან ერთხელ ვერ ვთქვი, უკვე ვერასოდეს გავბედავდი, გრძნობები გამემჟღავნებინა.
30 წლის რომ შევსრულდი, რესტორანში აღვნიშნე დაბადების დღე. ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩემი თანაკლასელებიც დავპატიჟე (პირველი რიგში სწორედ ისინი მივიწვიე). გახურდა ქეიფი და ატყდა ერთი ტაშფანდური... ზუსტად ღამის 12 საათზე მიმტანმა გვთხოვა, რესტორნის აივანზე გავსულიყავით. ყველანი იქით გავეშურეთ. ძალიან ლამაზი ფეიერვერკი მოეწყოთ... მაშინ ვიფიქრე, რომ თანაკლასელებმა სიურპრიზი გამიკეთეს. გახარებული ვიყავი. ფეიერვერკი რომ დასრულდა, უეცრად, აივანზე შუქი ჩაქრა. 4 ყარაჩოხელი შემოვიდა, რომელთაც ხელში ცეცხლიანი ფიალები ეჭირათ... მუსიკის ფონზე საოცარი სანახაობა გახლდათ... მიმტანმა უზარმაზარი ვარდების თაიგული შემოიტანა და გადმომცა... ნელნელა მეტყველების უნარს ვკარგავდი. ვერ გამეგო, რა ხდებოდა... ყვავილებს შორის ღია ბარათი მოჩანდა. რომ ამოვწიე, თან ბეჭდის ჩასადები ბუდე ამოჰყვა... გულმა ისე დაიწყო ძგერა, ლამის უღონოდ დავეცი... ყველა სტუმარი ჩემ წინ იდგა და ელოდა, როდის აეხდებოდა საიდუმლოს ფარდა... მათზე არანაკლებ მკალვდა ინტერესი. ჯერ ყუთი გავხსენი. მასში 2 სამკაული იდო - საქორწილო რგოლი და ბრილიანტისთვლიანი, სადა ბეჭედი. შემდეგ გავხსენი ბარათი: «მინდა, რომ ჩემი ცოლი გახდე და სიკვდილამდე ვერავინ და ვერაფერმა დაგვაშოროს. შენი პაპუნა». წარმოგიდგენიათ ჩემი მდგომარეობა და განცდები? ხალხი ინტერესით მომჩერებოდა, მე კი ვდუმდი... სტუმრებს შორის გაღიმებული პაპუნა იდგა და მიმიკით მანიშნებდა, - რას იტყვიო?! რა თქმა უნდა, გავიქეცი და კისერზე ჩამოვეკიდე... როგორც ფილმებში ხდება ხოლმე მთლად ეგრე არ იყო - ტუჩებში არ გვიკოცნია ერთმანეთისთვის. ხელები მომხვია და დამაბზრიალა... მერე ხელში შერჩენილი ბეჭდები გამომართვა და თითზე გამიკეთა. მოკლედ, ასეთ რამეს ყველაზე ლამაზ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი... მეგობრებიც და მეც გაოცებული დაგვტოვა...
ამ ამბიდან უკვე 12 წელია გასული. 4 შვილი გვყავს და საოცრად ბედნიერი ოჯახი გვაქვს. პატივისცემით, პაპუნას ცოლი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (8)
29.06.2015
დავით ეგ ღრუზინისთვის და ქართველი ვაჟკაცისთვისაა ზღაპარი
alfa
28.06.2015
მაგარი ზღაპარია
დავით
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1561 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი