უფრო პირადული, ვიდრე ქმარი
font-large font-small
უფრო პირადული, ვიდრე ქმარი
ჩემმა მეუღლემ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. 30 წლის ვიყავი, როცა 3 წლით უფროსი ქალი შემიყვარდა. ეს იყო ნამდვილი, ძლიერი სიყვარული, რომლის მსგავსიც წინათ არასოდეს განმიცდია.
მთელი არსებით მიყვარდა და ბედნიერი ვიყავი. გარეგნობით მშვენიერი გოგო იყო, ისეთი მოკრძალებული და მორცხვი, რომლის მსგავსიც ჯერ არ მენახა.
ლელა სრულიად შემთხვევით გავიცანი. ფოსტაში ტელეფონის დავალიანების დასაფარავად მივედი. რიგი დამხვდა. ლელამ ჩემ შემდეგ დაიკავა რიგი. გამოველაპარაკე, რიგი დავუთმე და როდესაც მოლარეს თავისი ტელეფონის ნომერი უთხრა, დავიმახსოვრე. იმავე საღამოს დავურეკე, მაგრამ ჩემი ვინაობა არ გამიმხელია. შემდეგ პაემანი დავუნიშნე, შევხვდი და იმ დღიდან დაიწყო ჩემი აღმაფრენა. ძალზე ბევრი კარგი თვსება აღმოვაჩინე ამ ქალში. კარგად მსჯელობდა, საღად აზროვნებდა, მოკრძალებულად იქცეოდა და საკმაოდ სადად ეცვა. მასში სწორედ ის ქალი დავინახე, რომელზეც ვოცნებობდი. თავის შესახებ კი მითხრა, რომ გასათხოვარი იყო, არ მუშაობდა, დედა საზღვარგარეთ ჰყავდა და ის უგზავნიდა ფულს, რომ თავი შეენახა.
მისი ქცევით აღფრთოვანებული ხშირად ვეკითხებოდი: ასეთი კარგი გოგო ამდენ ხანს გაუთხოვრად ვინ დაგტოვა? ნუთუ ვერავინ შეგნიშნა, რომ ასეთი კარგი ხარ-მეთქი? - ამ დროს მორცხვად გაიღიმებდა ხოლმე. - მეგობრები გამაცანი-მეთქი, ვთხოვდი, მაგრამ უარს მეუბნებოდა. მიზეზი კი თურმე ის იყო, რომ მე ისეთი კარგი ვიყავი, მისი მეგობრები ჩემს დანახვაზე გადაირეოდნენ და შებმას დამიწყებდნენ. ის კი ჩემს ყველა მეგობარს იცნობდა და ყველანი აღფრთოვანებული იყვნენ მისით.
მთელი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ თითიც არ დამიკარებია. ერთ დღეს კი ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე წავედით. დავთვერი და... დილით თვალი რომ გავახილე, ჩემს ლოგინში თვალცრემლიანი ლელა აღმოვაჩინე. მისმა ცრემლებმა გამაგიჟა. თვალები დავუკოცნე და სამუდამო ერთგულება შევფიცე. სულ მალე კი ქორწილიც გადავიხადეთ და დავიწყეთ ერთობლივი ცხოვრება.
ლელა ხშირად მიდიოდა სოფელში, დეიდასთან და 2-3 დღე რჩებოდა. ვეუბნებოდი, - წმოვალ, შენს ნათესავებს გავიცნობ-მეთქი, მაგრამ ყოველთვის რაღაც მიზეზს პოულობდა იმისთვის, რომ არ წავეყვანე. ამის გამო არ ვნერვიულობდი...
ერთ დღეს, როცა ლელა ცოტა ხნით მეზობელთან გავიდა, მის ტელეფონზე მესიჯი მოვიდა: «2 დღეა, ბავშვს სიცხე აქვს, ვერაფერს ვშველით, სასწრაფოდ სჭირდება...» და ჩამოთვლილი იყო 5-6 პრეპარატი. ეჭვიც არაფერში შემპარვია. ვიფიქრე, რომ მის დეიდაშვილს გაუხდა ბავშვი ავად. ლელა რომ დაბრუნდა და ვუთხარი, ბავშვს სიცხე ჰქონია და წამლები სჭირდება-მეთქი, - შეშინებული სახე მიიღო, თვალები გაუფართოვდა, ნიკაპი აუკანკალდა და ენა ისე დაება, რომ გამიკვირდა. ჩავეკითხე, ჩავეძიე, მაგრამ კრუნჩხვა დაემართა, ტიროდა, ხელებს სახეზე იფარებდა... გონზე რომ მომეყვანა, სახეში შემოვარტყი. მართლაც, უცებ მოგონდა და დაწყნარდა. მეკი მეორე ოთახში გავედი და დამშვიდება ვაცადე, თან მისი საქციელის ახსნას ვცდილობდი. ცოტა ხანში მოვიდა, მუხლებში ჩამივარდა და - მაპატიეო, - მევედრებოდა. სულ მთლად დავიბენი.
აღმოჩნდა, რომ ბავშვი მისი შვილი ყოფილა. თანაც - უმცროსი... მასზე უფროსი კი ორი ჰყოლია. წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა? ცოლად მოვიყვანე ქალი, რომელიც გაუთხოვარი მეგონა, ის კი 3 შვილის დედა ყოფილა. და ამ ამბავს ქორწინებიდან 1 წლის მერე ვიგებ! შინიდან გავიქეცი და 1 კვირის მერე უკან მტკიცე გადაწყვეტილებით დავბრუნდი - მისი შვილები საცხოვრებლად ჩვენთან გადმოვიყვანე და ამის მერე ისიც გავიგე, რომ სოფელში დეიდასთან კი არა, დედასთან და შვილებთან დადიოდა. ასე გავხდი 3 შვილის მამა. ხშირად ვფიქრობ ხოლმე: წინასწარ რომ ეთქვა ამის შესახებ, მაინც დავქორწინდებოდი მასზე? პასუხი ერთია - ვერავითარი ძალა ვერ მაიძულებდა ამას! ლელას ქმარი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (9)
30.06.2015
3-4 წლის წინანდელი რომ არ გამოაქვეყნოთ, შემოგელიათ ახალი "გზავნილები" ?
ნანა
29.06.2015
ტყვილით არ უნდა დაიწყო ცხოვრება, თორემ ბოლომდე ბედნიერი ვერასოდეს იქნები....
shoka shoka
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი