უნებლიე მოგზაურობა
font-large font-small
უნებლიე მოგზაურობა

ტკბილი და ბნელი 90-იანები იდგა. მე და ბიძაჩემი ჩემი სახლიდან ვაგზლისკენ მივდიოდით. ჩემი სახლიდან ვაგზლამდე 1 კმ თუ იქნება. გზად ლიანდაგებთან უნდა გაგვევლო. ლიანდაგზე მატარებელი მოდიოდა და ჩვენ წინ გაჩერდა.

მარცვლეულის სატვირთო ვაგონები იყო. რომლებსაც «აივნები» აქვს ცალ მხარეს. ბიძაჩემს იდეა დაებადა, მოდი ვაგზლამდე გავყვეთ, იქ ყველა ვარიანტში გააჩერებსო. ნუ მე ბავშვი ვიყავი და გამიხარდა სატვირთო ვაგონზე აბობღება. დაიძრა მატარებელი. გაზაფხული იყო, ჯერ მზეს ფეხი კარგად ვერ მოეკიდებინა. ჩვენ ნიავი გვიქროდა მატარებელის «აივანზე» შემომდგრებს. მივუახლოვდით ვაგზალს, გავიარეთ დიდუბე, მცხეთა და... და გზად გვხვდებოდა ცალ მხარეს მტკვრის ფართე კალაპოტი, რომელიც მიიგრიხ-მოიგრიხებოდა ჩვენს პარალელურად, მეორე მხარეს, კი ყვითელი, ხრიოკი ფერდობები. მივდიოდით ასე დიდ ხანს. მე მიხაროდა, ბიძაჩემს სახეზე დაბნეულობა ეტყობოდა. ბოლოს როგორც იქნა, გავჩერდით... სოფელს ჰგავდა. ჩამოვხტით კიბიდან და იქვე მდგარ მენახირეს ვკითხეთ ადგილის შესახებ. - კასპთან ხაართო, - გვითხრა. - აეგრე დაბლა დაუყევით და 10 წუთში კასპში ხართო. დავუყევით ჩვენც ფეხით, - იქდან რაიმე წავაო, - მითხრა თან. მივედით კასპის სადგურში. წინ მატარებელი იდგა დახურული სატვირთო ვაგონებით, რომლის ერთი ვაგონის დიდი, ფართე კარი ღია იყო. მემანქანეს ვკითხეთ - თბილისს თუ გაივლიო? თავი დაგვიქნია და ჩვენც ავძვერით ვაგონში. დაიძრა სადღაც 10 წუთში... გავიარეთ მცხეთა, დიდუბე, ნავთლუღი და წავედით გაჩერების გარეშე... გავჩერდით სადღაც შუა მინდორში, საგარეჯოსთან... უკვე მატარებლის დანახვა არ გვინდოდა. გადმოვხტით და ასე უხმოდ გავაგრძელეთ სოფლის შარაგზაზე სიარული... ბოლოს გამოვედით ტრასაზე და ავტოსტოპით გამოვყევით თბილისისკენ მომავალ ვოლგას, რომელსაც ღვინით ულვაშდანამული კახელი მართვდა. ხანდახან მანქანა მართვას კარგავდა, მაგრამ საბოლოოდ მშვიდობით მოგვიყვანა თბილისამდე... ასე ვიმოგზაურეთ ბნელ და ტკბილ 90-იანებში აღმოსავლეთ საქართველოში. ივანე.

 

 

 

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
27.06.2015
ხომ გითხარი, უმიზეზო ეჭვიანობა არ შეიძლება, ცუდად გახდები მეთქი. ეს ავთანდილი ვერ იცანი? ეს ხომ დარეჯანზეა შეყვარებული, მეორე სახელი ნათიაა. ისე, რომ საქართველოში დავაქორწილოთ. სააცოლეს არ ვიცნობ, მაგრამ დამპირდა გაგაცნობო. სხვა დროს მოგიყვები, მაგრა ვიხალისე. ვერაფრით ვერ ვაჩერებდი, იმდენს ლაპარაკობდა. თავი ამატკივა, მაგრამ წასასვლელი არ მქონდა არსად, ქუჩისშვილი ვიყავი 13 ივნისს. აი ასე, ჩემო კარგო, ცხოვრებაში ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ როდესმე ეს ამბავი გადამხდებოდა თავს, მაგრამ უკვე აღარაფერი მიკვირს.
ვარდიკო
26.06.2015
რას ერჩით,კაი ამბავია ტკბილ მოგონებად დარჩება
გია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი