მაპატია
font-large font-small
მაპატია
10 წლის წინ, 15 წლის გავთხოვდი. ვერ ვიტყვი, რომ ცუდი ოჯხი მქონდა და ტანჯვით განვვლე ეს წლები. ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ვიყავით.
ჩემი ქმარი ერთ-ერთ ბანკში მუშაობდა. ბავშვი ბაღში რომ მივიყვანეთ, მეც დამეხმარა სამსახურის შოვნაში და იმავე ბანკის ფილიალში დამაწყებინა მუშაობა.
ერთ-ერთ ჩემს კლიენტზე გამოძიება მიმდინარეობდა და კრიმინალური პოლიცია მისი ანგარიშებით, გადარიცხვებითა და სხვა საბანკო პროცედურებით დაინტერესდა და პოლიციელი მოავლინა. რამდენიმე დღის განმავლობაში მოდიოდა ეს ბიჭი და საათობით ვისხედით ერთად, მის კითხვებს ვპასუხობდი და რაც სჭირდებოდა, იმ საბუთებს წარვუდგენდი. შესვენების დროს ყოველდღე მპატიჟებდა სადილზე და ერთად გავდიოდით საჭმელად. ვგრძნობდი, რომ მოვწონდი და მეც ვეკეკლუცებოდი.
მოკლედ, ეს ფლირტი ახლო ურთიერთობაში გადაიზარდა და გარკვეული პერიოდის მერე შემიყვარდა კიდეც. ურთიერთობა 2 წელს გაგრძელდა. ამ ხნის განვალობაში სულ შიშში ვიყავი, რომ ჩემი ქმრის ყურამდე არ მისულიყო ეს ამბავი. ძალიან ვფრთხილობდი... სახლში მოსიყვარულე და მზრუნველი ცოლის როლი მქონდა მორგებული, სინამდვილეში კი საერთოდ არ მინდოდა ქმრის დანახვა.
ჩემი შეყვარებულიც ცოლიანი იყო. ჩვენს ურთიერთობას სხვა პერსპექტივა არ ჰქონდა და ამ ყველაფერს ვეგუებოდი, თუმცა გამუდმებით ოჯახის დანგრევაზე ვქიქრობდი, რადგან ასე გაორებული ცხოვრება ძალიან მიჭირდა. თან შეზღუდული ვიყავი, გამუდმებით შიშის ქვეშ ყოფნა ძალიან ძნელია...
მივიღე გადაწყვეტილება და ქმარს დავცილდი. საცხოვრებლად ცალკე გადავედით მე და ჩემი შვილი. მეუღლე ძალიან გაოცდა, როცა ვუთხარი, - უნდა დავშორდეთ-მეთქი. რამდენიმე კვირის განმავლობაში მეკითხებოდა - რა მოხდაო? მე კი ერთსა და იმავეს ვუმეორებდი - დავიღალე, ცალკე მინდა-მეთქი. თუმცა, რამ დამღალა, ამაზე ვდუმდი.
ბუნებრივია, ეჭვი გაუჩნდა და თურმე თვალთვალი დამიწყო. ჰოდა, ძალიან მალევე დამაფიქსირა, როგორ ჩავჯქი სხვა მამაკაცის მანქანაში. უკან აგვდევნებია და რომ გავჩერდით, მანქანიდან გადმოსვლაც არ მაცადა, ისე მოვარდა, კარი გააღო და მანქანიდან გადამათრია. იქვე მაგრად მცემა. თან მეკითხებოდა - ამის გამო დაანგრიე ოჯახიო? ამ დეგენერატის გამო წამოხვედი სახლიდანო?
ჩემს კავალერს ხელიც არ გაუნძრევია, ჩემს დასაცავად. უყურებდა, როგორ მისწორდებოდა ყოფილი ქმარი. მერე მე დამანება თავი და მას მივარდა. იმან კიდევ უთხრა - ჩემგან რა გინდა, ძმაკაცმა მთხოვა, რომ მანქანით მომეყვანა, მე არაფერ შუაში ვარ და ისე კი იცოდე, რომ მარტო ჩვენი განყფილებიდან 3 კაცი დადის მაგასთანო.
ლამის გავგიჟდი, - საკუთარი ტყავის გადასარჩენად საშინელი ტყუილი მოიგონა. მე კი მეგონა, რომ ვუყვარდი და სწორედ ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი. ის კი საშინელი ადამიანი აღმოჩნდა... მტერი არ მოგექცევა ისე, ეგ რომ მე მომექცა. მაშინ ამეხილა თვალი, მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო... ჩემი ქმარი მისმა ნათქვამმა ისე გააგიჟა, რომ ისევ მე მომიბრუნდა, ასფალტზე დამაგდო და წიხლებით შემდგა. იმან კი მანქანა დაქოქა და წავიდა... სასოწარკვეთილი ვიყავი. ჯერ იმით, რომ საყვარელი მამაკაცი ასე მომექცა და იმედგაცრუებული დავრჩი, მერე - შეურაცხყოფილი, რომ ამდენი ხალხის წინაშე ასე მცემა ყოფილმა ქმარმა.
ცემით გული რომ იჯერა, მანქანაში შემაგდო და ჩემი მშობლების სახლში მიმიყვანა. მამაჩემს და ჩემს ძმას ყველაფერს დაწვრილებით მოუყვა და წავიდა. თან დაიბარა - ბავშვის ნახვის უფლებასაც კი არ მოგცემო. კარი გაიხურა თუ არა, მშობელიც და ძმაც თავზე დამაცხრა და ახლა ამათ გამასწორეს მიწასთან. დედაჩემი ჯერ არ ერეოდა, ეტყობა შოკში იყო მოსმენილით, მაგრამ რომ მიხვდა, შეიძლებოდა, ხელში შემოვკვდომოდი, მერე ჩვენი გაშველება სცადა. 3 კვირის განმავლობაში ვიშუშებდი დალურჯებულ ადგილებს და დასივებულ სახეს. ძლივს გამიარა ტკივილებმაც. ამ ხნის განმავლობაში ჩემს დასთან ვცხოვრობდი (გათხოვილია და ცალკე ცხოვრობს) და არც შვილი მყავდა ნანახი. შემდეგ ჩემმა სიძემ მოინახულა ჩემი ყოფილი მეუღლე და არ ვიცი, რა ელაპარაკა, მაგრამ საღამოს გიორგი ჩვენთან მოვიდა, ქვევით ჩამიყვანა და მანქანაში დიდხანს ვილაპარაკეთ. გულახდილად მოვუყევი ყველაფერს. არაფერი დამიმალავს. 1 კვირის მერე დამირეკა - შემხვდიო და შერიგება შემომთავაზა. - თუ შეძლებ, რომ ეს ყველაფერი დაივიწყო, შევრიგდეთ, მაგრამ თუ ყოველწამს უნდა წამომაძახო ჩემი შეცდომა, მაშინ არ ღირს-მეთქი. დამპირდა, რომ დაივიწყბდა და ასრულებს კიდეც სიტყვას.
1 წელი გავიდა ამ ამბიდან. ვიცი, რომ ვერასოდეს დაივიწყებს ჩემს უგუნურ საქციელს, მაგრამ მადლიერი ვარ მისი, რომ ამის გამო საყვედურების მოსმენა არ მიწევს. ამ ამბის გახსენებაც არ მინდა... ახლა იმიტომ გწერთ, იქნებ ამოვისუფთაო გული და ასე, სახალხოდ მონანიებამ მაინც მიშველოს. პატივისცემით, იდიოტკა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (35)
02.12.2017
სახელი კი ზუსტი შეგირჩევიათ მართლა იდიოტკააა როცა ქალი კარგ ოჯახს უღალატებს ყველაფრის ღირსია ქმრის პატივისცემა დაკარგა ამ ხალხმა და სადაც ღალატობენ იქ ანგელოზები გონიათ ნაძირალა მოღალატე ქმრები
ნინა
04.10.2017
დაზგვეული არავინ არ არის რატომ ლანდგავტ ქმარმა აპატია
ლალი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი