მაჭანკალი ბებო
font-large font-small
მაჭანკალი ბებო
უფროსი ძმები სკოლას ამთავრებდნენ, როცა ნატუკა მოევლინა ქვეყანას. ყველაზე მეტად, ნატო ბებიამ გაიხარა...
გავიდა დრო, ძმებმა ოჯახები შექმნეს, ცალ-ცალკე დასახლდნენ, ბებიის იმედად კი ნატუკა დარჩა. მშობლები კარგა ხანია უცხოეთში მუშაობდნენ, ნატუკასთვის ბებია იყო დედაც, მამაც, მეგობარიც და ყველაზე დიდი მესაიდუმლეც. ყველაფერი დაწვრილებით იცოდა ნატო ბებომ უსაყვარლეს შვილიშვილზე - ვინ ეპრანჭებოდა, რას ჩუქნიდა, ან რას ეუბნებოდა შეხვედრების დროს, თუმცა... გოგონა ახლოს არავის იკარებდა. - 18 წლის ვარ და ჯერ არავინ მყვარებია, ვაითუ, სიყვარულს ვერასოდეს ვეღირსოო, - უზიარებდა შიშს ბებიას... მაგრამ ძალიან მალე ისეთი რამ მოხდა, რომ ნატუკამ სიყვარულიც "იგრძნო" და საბედოც იპოვა. იმ დღეს ბებო დილიდანვე ვერ იყო კარგად. ნატუკა შინ დაბრუნდა და ბებია ლოგინში დახვდა. მაშინვე სასწრაფო დახმარების ნომერი აკრიფა და ექიმებიც სამ წუთში გაჩნდნენ. ირაკლი ექიმის დანახვაზე გული აუჩქროლდა ნატუკას. ასეთი რამ არასოდეს დამართვია... სანამ არ მოფერიანდა ბებო, მანამდე გვერდიდან არ მოსცილებია ირაკლი და მისი ორი დამხმარე. კარდიოგრამაც გადაუღეს, საჭირო ნემსებიც გაუკეთეს... მოგვიანებით ნატუკამ ბებიასაც გაანდო და მეგობარსაც - ირაკლი ექიმი ძალიან მომეწონაო... ბებიამ უცებ გამოძებნა გამოსავალი - ისევ გავხდები ცუდად და ისევ გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარებაო. ნატუკა ცას ეწია სიხარულით, მართლაც, ამაზე კარგი გზა ირაკლის შინ შესატყუებლად რა უნდა ყოფილიყო? ბებია კვლავ «შეუძლოდ» შეიქნა და ნატაც ტელეფონს ეცა. თან გულში ლოცულობდა, - ნეტავ ისევ ირაკლის ბრიგადა მოვიდესო. გაუმართლა. ბებიამ შეამჩნია, რომ ირაკლიც არ იყო გულგრილი მისი შვილიშვილის მიმართ. განსაზღვრულ დროზე უფრო დიდხანს შემორჩა გამოძახების ადგილზე. მერე «გამოკეთებულმა» ბებიამ თქვა, - ასე უპატივცემულოდ ვერ გაგიშვებთ ჩემს გადამრჩენელ ექიმებს, ფულს არ იღებთ და ჩაის მაინც შემოგთავაზებთო და რამდენიმე წუთში სუფრაც გაიშალა... ჩინებული მაჭანკალი გამოდგა ბებო. სანამ ნატუკა სასწავლებლიდან დაბრუნდებოდა, სასიძოს დაურეკავდა და - ირაკლი, შვილო, ისევ ვერ ვარ კარგად და ეგებ, ამოირბინო ჩემთან. კარგადაც გასადილებთ შენ და შენს მეგობრებს, მეც ხელს შემიწყობთ, კიდევ ცოტა ხანს ვიცოცხლოო... ირაკლისაც მეტი რა უნდოდა?! რამდენიმე თვეში ბებომ შვილსა და რძალს გერმანიაში გააგებინა - ჩამოდით, ნატუკას ძალიან მაგარ ბიჭზე ვათხოვებო. ასე გადაარჩინა ბებიამ ნატუკა შინაბერობას.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
28.06.2015
xom Ar shegshurdat tqven rom ver gamodeqit bebosavit marjve machankali?
27.06.2015
цдеби чемо карго чеми мезобели ром гамоидзахебс сасцрапос санам кавас тавис мисаколебелтан ертад ар мииртме
виолета
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი