ყველაფერი სულერთი არ არის
font-large font-small
ყველაფერი სულერთი არ არის

გამარჯობა, ახლა წავიკითხე მესიჯი - «უკვე ყველაფერი სულერთია» და მის ავტორს, 38 წლის დაბრძენებულ მამაკაცს მინდა მივმართო: ჯერ ერთი, ყველა ქალს არ ჰყავს საყვარელი.

 

მეორეც, - მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია? და კიდევ მესამე - იცით, აქ, საბერძნეთში რამდენი პატიოსანი ქალია, რომელსაც არა თუ კაცზე ფიქრი, ცისკენ ახედვაც არ გახსენებია წლების განმავლობაში, მთვარე რომ დაენახა?

 

თქვენ ცუდად მსჯელობთ, ჩემო კარგო. მე და ჩემი მეუღლე თითქმის 30 წელია, ვართ შეუღლებულები და ახლა უფრო გვიყვარს ერთმანეთი, ვიდრე 30 წლის წინ. მისგან ათასი კილომეტრით ვარ დაშორებული, მაგრამ ერთი წუთითაც არ მიცოცხლია მის გარეშე. მამაკაცმა უნდა დაიმსახუროს, რომ ქალმა არ უღალატოს და მისი ერთგული იყოს. ყველაფერი კაცზეა დამოკიდებული. ზოგიერთი მამაკაცი კი ღირსია, რომ ქალმა უღალატოს. ერთხელ ჩემს მეუღლეს ხუმრობით ვუთხარი - რა ვქნა, მიყვარს რიჩარდ გირი-მეთქი და მიპასუხა - შენი რიჩარდ გირი მე ვარო. მართლაც ასეა. მიუხედავად სიშორისა, მიყვარს ჩემი რიჩარდ გირი და არც არასოდეს ვუღალატებ.

მამაკაცებო, იყავით სულით მდიდარი და არასოდეს გიღალატებენ. გუშინ ერთმა კარგმა ქალბატონმა, კბილის ექიმმა, მარინე ყუფარაძემ დამირეკა - რატომ არ წერ მესიჯებს «გზაშიო»? ვუპასუხე: - კი მინდა, მივწერო მარის მესიჯები, მაგრამ კარგი მესიჯები არ გამომდის და მიტომ არ იბეჭდება-მეთქი. არადა, ტვინი მართლა აღარ მიმუშავებს მგონი, ამდენი ცუდი ამბის შემდეგ. ჯერ იყო და ახალგაზრდა ქალი საწოლში მკვდარი ნახეს. გული თურმე სულ დაფლეთილი ქონდა. ეს ამბავი წინა კვირას მოხდა და იმ კვირას კი გავიგეთ, რომ ახალგაზრდა ქართველი გოგო მოუკლავთ. ნაქირავები ჰქონია ბინა. მკვლელს საბანში გაუხვევია გვამი და მიუტოვებია. ამ გოგოს და აქ ჰყოლია და რომ არ პასუხობდა ტელეფონს და არც «სკაიპში» ჩანდა, წასულა მასთან და ასეთი მდგომარეობა დახვედრია. ყველას ძალიან გვეცოდება და ვდარდობთ. ამ უცხოეთმა რამდენი ოჯახი გაანადგურა, რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რამდენი ახალგაზრდა გზას ააცდინა, რამდენი დაკარგულია უგზო-უკვლოდ და ამდენი უბედურება ფულისა და კეთილდღეობის გამო ხდება. ღმერთო, დაიფარე ყველა ემიგრანტი და ცოცხალი ჩაიყვანე სამშობლოში. გერასიმე.

 

 

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
28.06.2015
მე იციტ რა მიკვირს? ხომ გადაიხადეთ ვალები ჩამოდით ახლა და ქმრებს დააცადეთ ოჯახზე ზრუნვა. მე არ გიჟერთ მხარს
ბელა
28.06.2015
მარტალი ხარტ ყველა ქალსს არ ჰყავსს საყვარელი. ბევრი ქალი ოჯახისს სახელსს და საკუტარ სიმაყესს არ გატელავსს. გულდასაწყვეტი ის არისს რომ ისეტები გაკადრებენ შეურაცხოპასს რომლებტანაც 12 წელი ერტ მერხზე გაატარე.ტორმეტი წელი ადამიანსს ტუ ვერ შეიცნობ მაშინ დებილი ყოპილხარ. ესაა საწყენი. ერტმა უნამუსომ ცუდი კომენტარი მომწერა ფეისბუკზე და ერტი ორ კლასელსს და სკოლელსს კუმ პეხი გამოყო მეც ნახირ ნახირო ისე გამოუვიდატ.პაემნებსს მინიშნავდნენ და სასიყვარულო მესეჯებიტ მამკობდნენ სკოლელებო და კლასელებო,ნაცნობებო და უცნობებო ჯერ საკუტარ ცოლებისს ნიპხავსს მიხედეტ ვიგაცის კუტუსს არ მალავდნენ და მერე ამოიგეტ ხმა სხვაზე ტუ კაცობა გაქვტ დაკარგული
თეკლე
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი