ძაღლუმადური ცხოვრება
font-large font-small
ძაღლუმადური ცხოვრება
ჩემს ახლობელს შარშანწინ 32 წლის ქალიშვილი გარდაეცვალა, თავის ტვინის სიმსივნით. დიაგნოზის დასმამდე ახალგაზრდა ქალი უკვე გაყრილი იყო ქმართან, ვისთანაც 8 წელიწადი ძაღლუმადურად იცხოვრა...

თურმე ორჯერ უჩივლა ქმარს უბნის პოლიციაში, - მცემსო, მაგრამ რეაქცია არავის ჰქონია. ბოლოს, როცა გონარეულ კაცს ცოლი კინაღამ შემოაკვდა, სოფო მიხვდა, ამ საქმეს აღარაფერი ეშველებოდა, ქმარი მიატოვა და სასამართლოში გაყრაზეც შეიტანა განცხადება. ცოტა ხანში თავის საშინელი ტკივილები დაეწყო. დედას უმალავდა, თორემ თავად რა დაავიწყებდა, წიხლები როგორ ურტყა ქმარმა. მშობლებმა და ძმამ ცა და დედამიწა შეძრეს მის გადასარჩენად, გერმანიაში უნდა წაეყვანათ სამკურნალოდ, მაგრამ გვიანი აღმოჩნდა... მშობლებმა იცოდნენ, რაც და ვინც იყო მათი შვილის სიკვდილში დამნაშავე, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ჩივილს რაღა აზრი ჰქონდა?

ზაზას და სოფოს ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როცა გოგონა 21 წლის იყო, ვაჟი - 23-ის. გაცნობიდან რამდენიმე დღეში ზაზამ სოფოს უთხრა: იმ კვირაში ხელის სათხოვნელად მოვალ თქვენთან; თუ უარი მივიღე, იცოდე, მოგიტაცებო. გაოცდა სოფო. მასაც მოსწონდა ზაზა, მაგრამ ასეთ "შემოტევას" არ ელოდა. არ ამხელდა, თორემ გულში აღაფრთოვანებდა ბიჭის სითამამე. მშობლები გააფრთხილა, - ზაზა ხელის სათხოვნელად მოსვლას აპირებს. მეც მიყვარს და თანახმა ვარ, ცოლად გავყვეო. დაფაცურდნენ სოფოს მშობლებიც, ჩინებულად დახვდნენ სასიძოს. ქორწილი ერთ თვეში გადაიხადეს.

ზაზამ თავისი ხასიათი მოგვიანებით გამოავლინა... ბავშვი ორი წლის მერე შეეძინათ. ამ ორი წლის განმავლობაშიც როგორღაც თავს იჭერდა ზაზა, თუმცა რამდენჯერმე ეჭვიანობის ისეთი სცენები გაუმართა ცოლს, ცხარე ცრემლით ატირა. სოფო თავისიანებს არაფერს უმხელდა, არ უნდოდა, ენერვიულათ ან რაიმე უსიამოვნება ჩამოვარდნილიყო ოჯახებს შორის...

გოგონას დაბადებამ დიდი სიხარული მოიტანა. მერე ბიჭი გაჩნდა. თითქოს შვილების შეძენას უნდა გამოეკეთებინა ზაზას ბუნება, პირიქით კი მოხდა. ბავშვები უყვარდა, ეფერებოდა, ზრუნავდა მათზე, მაგრამ სოფოს სასტიკად ეპყრობოდა. სოფო კი ითმენდა, რადგან მეორე დღეს, გულგაგრილებული და გონს მოსული ზაზა პატიებას სთხოვდა, - ხომ იცი, ნერვები მღალატობს და ყველაზე ახლობელზე ვიყრი ჯავრსო...

დრო გადიოდა და ყველაფერი თანდათან უარესდებოდა. ერთხელ სოფო მეგობართან ერთად მივიდა უბნის ინსპექტორთან და თავისი გასაჭირი შესჩივლა, ისიც ოჯახში მივიდა და ზაზას ხელწერილი დააწერინა, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდებოდა, მაგრამ კაცი მშვიდად მხოლოდ ორი კვირა იყო, მერე ისევ ძველებურად აგრძელებდა. მალე სოფოს მშობლებმაც გაიგეს სიძის "ნევროზის" შესახებ და ქალიშვილთან მივიდნენ. ზაზა ნათესავთან გაიძურწა. მისმა მშობლებმა კი აღშფოთებულ მძახლებს ბოდიში უხადეს შვილის საქციელის გამო და ყველაფერი ზაზას ნევროზს გადააბრალეს... ხანგრძლივი ლაპარაკის შემდეგ სოფოს მამამ თქვა: ჩემი შვილის ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვერ შევწირავ სიძის ნერვებს, ამიტომ სოფოს და შვილიშვილების წაყვანა მინდაო... მაშინ სოფომ უარი უთხრა მამას, - ამ ერთხელ ვაპატიებო. თუმცა გამოხდა ხანი და ერთხელაც ჩხუბის შემდეგ ცხვირპირდასივებული სოფო შვილებთან ერთად მშობლებთან დაბრუნდა. სიძე კი ისევ დაიმალა და ორი თვე არც გამოჩენილა. ამასობაში სოფოს მოუშუშდა ჩალურჯებული ადგილები. ზაზამ იფიქრა, სოფოს ბრაზი განელებული ექნებაო და დაურეკა, - ოღონდ მაპატიე და ამიერიდან ხმის ამომღები აღარ ვარო, მაგრამ არავინ დაუჯერა.

ერთ წელიწადში  გარდაიცვალა სოფო. მისი დაკრძალვის მერე ისიც თქვეს, ზაზას თავის მოკვლა უნდოდა, სოფოს სიკვდილის ამბავი რომ გაიგოო. მაგრამ რაღას უშველიდა საწყალ გოგოს?

ამ ამბავს იმიტომ მოგიყევით, რომ სხვებმა გაითვალისწინონ. თანაც, სოფოს გარდაცვალებიდან ორი წელი ხდება და მინდა გავიხსენო. სოფოს მეგობარი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (6)
07.07.2015
გეთანხმები მირაბელა ვერ წარმომიდგენია კაცს თუ უყვარს ქალი (მისი ცოლი )
krima
07.07.2015
რატომ? რატომ შვილო,რატომ ?
eka-s
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი