სასტიკი ხუმრობა
font-large font-small
სასტიკი ხუმრობა
სოფელს არ დავასახელებ, მაგრამ უმაგრესი სოფელია ქართლში. როგორც ყველა სოფელს, მასაც ჰყავს კოლორიტი და როგორც თითქმის ყველა სოფელში, «კრუხი» გივიაც ტრაქტორისტია.
ყველგან და ყველაფერში «მაცინე» და «მაღიზღიზე» ტიპები რომ არიან, ისეთი. მოკლედ, გივიას მამა გარდაეცვალა. ის წლებია, სინათლე კვირაში ერთხელ რომ მოდის. გასვენების წინადღის პანაშვიდი დასრულდა. ოჯახში გივია, მისივე ბიძაშვილი და გივიას მეუღლე - ლენა დარჩნენ. «კრუხმა» თავის ბიძაშვილს «პრიკოლის» გეგმა გააცნო და ამოქმედდნენ: მიცვალებული სასახლიდან ამოიღეს და იმავე ტახტის ქვეშ შედეს, სასახლეში კი ბიძაშვილი ჩაწვა და სუდარა გადაიფარა. უკვე ბინდია... ოთახს გარდერობის თავზე შემოდგმული ლამფა ოდნავ ანათებს. გივია ცოლთან გავიდა: - ლენა, გამოგეგავა ოთახი, სანამ დროა, თორემ დილიდან დაიწყებს ხალხი მოსვლას და სირცხვილია. შევიდა ლენა ოთახში და დანდობილად დაიწყო დაგვა. ცოტა ხნის შემდეგ გივიას ბიძაშვილმა ოდნავ გასაგონად ჩაახველა. ლენა შეკრთა, მიმოიხედა, მაგრამ რომ დაინახა, ოთახში მიცვალებული მამამთილის მეტი არავინ იყო, დაგვა განაგრძო. ცოტა ხანში ხველა უკვე ხმამაღლა გაისმა. ლენა ცივად მოტრიალდა და ზუსტად ამ დროს სუდარაგადაფარებულმა «მიცვალებულმა» წამოჯდომა დაიწყო... ლენამ ცოცხი მიაგდო და რადგან ფანჯარა უფრო ახლოს იყო, ფანჯრიდან გადახტა... ღვთის წყალობით, გივიას სახლი ბელეტაჟზეა. ლენა კი გადარჩა, მაგრამ გასვენებაში მისულ ხალხს მიცვალებულის საყვარელი რძალი თაბაშირში ჩასმული ფეხითა და ყავარჯნებით დახვდა. - ისე უყვარდა ჩემს ლენას მამაჩემი, წუხელ თავს იკლავდაო, - გივია არც აქ იშლიდა თავისას.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
07.07.2015
ასეთი ხუმრობით ერთი ნაცნობი ადამიანი ფსიქიატრიულში მკურნალობს.
Mარი
03.07.2015
რა ეს ხუმრობააა? ესა ბოროტება,
krima
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი