"სიყვარულში" გაცვლილი შვილები
font-large font-small
"სიყვარულში" გაცვლილი შვილები
გეკითხებით და გთხოვთ, მიპასუხოთ, იმ ქალს რა ჰქვია (ან მის საქციელს), რომელსაც ერთ მამაკაცთან გული არ უჩერდება და აცხადებს: - მეგონა, მიყვარდა, მაგრამ შევცდი, ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ახლა მეწვიაო...

ჩემს მეგობარს ერთი ქალი შეუყვარდა, შვილიანი და ქმარს გაცილებული. არ უნდოდათ მის მშობლებს განათხოვარი რძალი, მაგრამ რა ექნათ? ნოდიკომ - ან ეს ქალი იქნება ჩემი ცოლი, ან არავინო. ასე მოიყვანა ნინო. ნოდიკო მის შვილს თავს ევლებოდა, არაფერს აკლებდა. მალე ვაჟი შეეძინათ, ბაბუის სახელი დაარქვეს, - გიორგი. ერთ მშვენიერ დღეს კი, ნინო შინიდან გაიპარა, ბავშვები კი ნოდიკოს და მის მშობლებს დაუტოვა...

თურმე, დაქალის ოჯახში ვიღაც ბიზნესმენი გაუცვნია, ურთიერთობა ფლირტით დაწყებულა, რომელიც მალე რომანში გადაზრდილა. ის კაციც ცოლს გაცილებული ყოფილა, უკრაინაში საქმიანობდა, ხილის წვენების კომბინატი ჰქონია. რაღა ბევრი გავაგრძელო, ქმარს წერილი დაუტოვა, - რა ვქნა, ვერ მოგატყუებ, აღარ მიყვარხარ, მერაბს მივყვებიო და წავიდა. პირველი შვილი მაინც წაეყვანა, ნოდიკოსა და მის მშობლებს რაღას უტოვებდა?! მაგრამ ქეთას (ნინოს გოგონაა) ძალიან უყვარს ნოდიკო და როცა დედამისის წასვლის ამბავი გაუგია, ტირილი დაუწყია და შეხვეწნია: - მამიკო, ხომ არ გამაგდებ, შენთან ხომ დამტოვებო? ბავშვმა რა დააშავა, ის რატომ უნდა დაისაჯოს დედის უსაქციელობის გამო? ნოდიკოც და მისი მშობლებიც ქეთასა და გიოს სითბოს და სიყვარულს არ აკლებენ. მე კი დარწმუნებული ვარ, ნინოსნაირ ქალებს არც გულწრფელი სიყვარული შეუძლიათ და არც ერთგულება. იმ მერაბს თუ სჯერა, რომ ნინო უერთგულებს, ძალიან ცდება. შვილების მოღალატე ქალს ამქვეყნად არავის შეყვარება არ შეუძლია.

ნოდიკო კი დღემდე გერს ზრდის და შვილი დედას არც კითხულობს.

 

 

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (8)
09.07.2015
Nodiko pativistsemis girsia,magram tqven komentarebis damtserebo gulze xeli daidet da agiaret-xilis tsvenebis kombinatis mplobeli girchevniat tu usaqmuri katsebi?nu gansjio...gagigiat?
Ar dablokot!!!!!!!!!
08.07.2015
ასეთ ქალს ტყვია კი არა უნდა ამოატრიალო და იმ საოხრეში ცხელი გუდრონი უნდა ჩაასხა რო მეტი შვილი ვერც გააკეთოს და ვერც გააჩინოს
ლიკა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი