ის, რაც წლების განმავლობაში მაწუხებდა...
font-large font-small
 ის, რაც წლების განმავლობაში მაწუხებდა...
ძალიან თავნებობა და აგრესიული ვიყავი, რასაც გარდატეხის ასაკს აბრალებდნენ. ახლობლები დედაჩემს საყვედურობდნენ, - შენი ბრალია, პატარაობიდანვე ანებივრებდი და აი, შედეგიცო...
ის მაინც ცდილობდა, ნაბოლარა შვილის საქციელის გამართლებას, - მამამისის სიკვდილის შემდეგ შეიცვალა, თორემ ასეთი არ იყო, გავა დრო და დამშვიდდებაო.
არავინ იცოდა, რომ დედის მიმართ აგრესია ჯერ კიდევ პატარაობაში გამიჩნდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ მამას ღალატობდა. ჩემთვის ბევრჯერ უკითხავს უახლოეს მეგობარს - რა გჭირს, გარეთ თბილი ხარ, ოჯახში კი ცივი და უხეშიო... მოკლედ მოვჭრიდი ხოლმე, - ალბათ მაქვს ამის მიზეზი-მეთქი. გვიან, როცა ჩემი სათაყვანებელი მამა მოულოდნელად გარდაიცვალა, გულში ჩაბუდებული დარდი ვეღარ დავიტიე, მინდოდა მეგობრისთვის მომეყოლა, მაგრამ მაინც ვერ შევძელი...
გავიდა დრო. გავთხოვდი, შვილი შემეძინა და მაინც... ვერ ვაპატიე დედას მამის ღალატი. მხოლოდ დედის გარდაცვალების შემდეგ გაირკვა სიმართლე, როცა მისი ჩანაწერები ვიპოვე. მხოლოდ ახლა გამიჩნდა სურვილი, თქვენთვის მომეყოლა ის, რაც წლების განმავლობაში მაწუხებდა: მამას დედა მგონი, შვილებზე მეტადაც კი უყვარდა. სანამ პატარა ვიყავი, სულ ვნატრობდი, დედას დავმგვანებოდი, მაგრამ, რაც ვიზრდებოდი, უფრო და უფრო მამას ვემსგავსებოდი. შვილებიდან ჩემი უფროსი ძმა ჰგავდა დედას და რაღაცნაირად მშურდა მისი. მერე მამა რუსეთში წავიდა და ჩემი ძმაც თან წაიყვანა. ძალიან უნდოდა, მთელი ოჯახი მის გვერდით ყოფილიყო, მაგრამ დედამ უარი უთხრა, მისი მშობლები ხშირად ავადმყოფოდნენ, ის მათი ერთადერთი შვილი იყო...
როცა შუათანა ძმამ სკოლა დაამთავრა და ისიც მამასთან წავიდა, დავრჩით მე და დედა. ერთხელ, მაშინ ათი წლის ვიყავი, შუაღამისას, ზარის ხმა ჩამესმა. რადგან არავინ შემოვიდა ჩემს საძინებელში, ვიფიქრე, მეზობელი გვესტუმრა-მეთქი და ძილი გავაგრძელე. ცოტა ხანში მამაკაცის ხმა ჩამესმა და მთვარეულივით წამოვხტი. სამზარეულოსკენ წავედი, მაგრამ სიტყვებმა - მე აღარ შემიძლია უშენობა, როდემდე უნდა გელოდო? მიატოვე ქმარი და წამოდი ჩემთან, არაფერს მოგაკლებო, - თითქოს მდუღარე გადამასხეს. კარი ოდნავ იყო შეღებული და უცნობი მამაკაცი დავინახე. არ ვიცი რამ შემაშინა, მაგრამ სასწრაფოდ გამოვტრიალდი და საწოლში ჩავწექი. დილით ყველაფერი ისე იყო, როგორც სხვა დროს. წამიერად ვიფიქრე, ხომ არ დამესიზმრა-მეთქი, მაგრამ საფერფლე სიგარეტის ნამწვით იყო სავსე, დედა კი არ ეწეოდა - დავიწყებოდა შუაღამის სტუმრის "ნაკვალევის" წაშლა...
იმის მერე ჩავიკეტე საკუთარ თავში. სამი წელი საშინლად ვიტანჯებოდი. მიკვირდა დედის საქციელი, ის ხომ მამას დიდი სიხარულით ხვდებოდა. გულში მატყუარას ვეძახდი, ხმამაღლა კი ამის თქმას ვერ ვბედავდი. ხშირად მარტო მყოფი ხმამაღლა ვლაპარაკობდი, დედას საქმეებს ვურჩევდი, მამის ღალატის გამო პასუხს ვთხოვდი. რამდენჯერმე სკოლაშიც არ წავედი და დედას ჩავუსაფრდი, დაველოდე სახლიდან მის გასვლას, კუდში მივდიე, ის კი ჯერ სილამაზის სალონში წავიდა, მერე იქიდან მამიდას შეხვდა, მერე კი შინ დაბრუნდა... ვერა და ვერ გამოვიჭირე. ამაზე უფრო ვბრაზდებოდი. მამა და ძმები ძველებურად არა, მაგრამ სამ თვეში ერთხელ მაინც ჩამოდიოდნენ. დედაც ისევ "სიხარულობანას" თამაშობდა. მერვე კლასში ვიყავი, შემთხვევით გავიგე, რომ აბორტი გაიკეთა. მეზობლის ქალს ეუბნებოდა, - მუცელი მომეშალა, არადა, კიდევ მინდოდა ბავშვის გაჩენაო. უეჭველი იყო, იმ კაცისგან იყო ორსულად, ჩანს, მაინც ახერხებდა საყვარელთან შეხვედრას. იმ პერიოდში ჩემზე უბედური არავინ მეგონა.
მერე მამა მოულოდნელად, ინფარქტით გარდაიცვალა. დედის დანახვა არ შემეძლო, მას ვადანაშაულებდი მამის სიკვდილში. არადა, ძალიან სასოწარკვეთილი იყო, ბევრს ტიროდა, ვერ ამშვიდებდნენ... გულში თვალთმაქცს ვეძახდი. დედაზე არც წლები, არც დარდი არ მოქმედებდა, ძველებურად ლამაზი და მომხიბვლელი იყო. ეს კიდევ უფრო მაღიზიანებდა. მისი გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ საწერი მაგიდის უჯრა გავაღე და მისი ჩანაწერები წავიკითხე. სულმოუთქმელად წავიკითხე ასფურცლიანი რვეული. აღმოჩნდა, რომ "შუაღამის სტუმარი" მართლაც მისი დიდი ხნის თაყვანისმცემელი იყო, რომელიც დედას ქმრის მიტოვებას ემუდარებოდა, დედა კი უარობდა. აი, ნაწყვეტი მისი ჩანაწერებიდან: "კარგა ხანს არ ვახმაურებდი გიას გამოჩენას. არ მასვენებს, ჩემი ყოველი ნაბიჯი ზეპირად იცის... მთხოვს, ცოლად გავყვე. ვიცი, მართლა ვუყვარვარ, მაგრამ ოჯახი, ქმარი და შვილები ყველას მირჩევნია. თენგო ისე მიყვარს, მუცელი რომ არ მომშლოდა, მზად ვიყავი, 44 წლის ასაკში, კიდევ გამეჩინა მისთვის შვილი... გიამ კი იმდენი გაბედა, შუაღამისას კარს მომადგა და ჯერ პრეტენზიები წამიყენა, - შენი გაუბედურებული ვარო, მერე კი თხოვნაზე გადავიდა, ნუ დამღუპავო... იცოდა, რომ შინ მარტო მე და ქეთი ვიყავით, ისეთი გაგიჟებული შემოვარდა, შიშით ლამის გული გამისკდა. არ მინდოდა ჩემს პატარა გოგოს გაღვიძებოდა და ვთხოვე, დამშვიდებულიყო, ჩუმად ელაპარაკა. მაშინ კატეგორიულად ვუთხარი: იძულებული ვარ, ჩემს მაზლს ვუთხრა, რომ მატერორებ და გეფიცები, შენი საქმე ცუდად იქნება-მეთქი... დამდუღრული გავარდა გარეთ... ერთხელ კიდევ დამირეკა და მითხრა, სიკვდილამდე მეყვარებიო... იმის მერე აღარ შევუწუხებივარ".
ჩანაწერების დანარჩენი ნაწილი მისი ბავშვობის მოგონებებს, მშვენიერ წლებს - სტუდენტობას და კიდევ უფრო მშვენიერს - გათხოვებას და ჩვენ გვიკავშირდებოდა. გულიდან თითქოს ერთბაშად მომწყდა ლოდი. ცრემლებს ვერ ვიკავებდი, გაუჩერებლად ვტიროდი. რომ მახსენდება, რამდენჯერ მიტკენია გული მისთვის, თავი მეზიზღება. ვნანობ, რომ თითქმის მთელი სიცოცხლე მისგან შორს ვიყავი.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
28.04.2017
აუფ,დღიურზე ჩამეღიმა
ილია
22.02.2016
ცხოვრება ძალზედ ხანმოკლეა, სამწუხაროდ ვერაფერს შეცვლი, არ და ვერ გამტყუნებ, უბრალოდ გულდასაწყვეტია, რომ შენმა ცხოვრებამ ისე გაიარა ყველაზე უსაყვარლესი ადამიანის სიყვარული ვერ შეიგრძენი, საკითხავია რატომ გვიწყობს განგება ასეთ მწარე გამოცდებს...
არქეოლოგი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი