გოგონა, რომელიც მოჩვენებას უღიმოდა და მის ნაკარნახევ მუსიკას წერდა
font-large font-small
გოგონა, რომელიც მოჩვენებას უღიმოდა და მის ნაკარნახევ მუსიკას წერდა
- კალამი მო­მი­ტანე, - ვუყვირე მეგო­ბარს. უკუღმა არეკლილი ნოტები წაღმა გადავწერე, კვლავ პი­ა­ნინოს მივუჯექი და ხელახლა დავუ­კარი

ჩემს მეგობარ სერგოს ყრუ-მუნჯი გოგონა შეეძინა. ანა დაარქვა, დედის პატი­ვ­საცემად. ბავშვი ძალიან გონიერი და თვინიერი გახლდათ, ღრუბელივით ის­რუ­ტავდა ნე­­ბისმიერ ინფორმაციას. თამაშისას უცებ გაირინდებოდა, თვალები გაუფართო­ვ­დე­ბოდა და ისეთი ყუ­რადღ­ებით აკვირდებოდა გარშემო ყველაფერს, თითქოს პირველად ხედავსო.
ზუსტად ასე უმზერდა ზოგჯერ დედ-მამას, მე, სხვა ადამიანებს, ცას, მზ­ეს, ჩიტებს.

პირველი საკვირველი შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ანამ ფეხი აიდგა. სერგო შინ არ იყო, მისი ცოლი, მარინა რეცხავდა. გოგონამ ფანჯარასთან სკამი მიაჩოჩა, ზ­ე­დ აცოცდა, რა­ფას გადაეყუდა და მეშვიდე სართულიდან გადავარდა. როდესაც საა­ბა­­­ზანოდან გამოსულმა მა­რინამ ფანჯარასთან მიდგმული სკამი დაინახა, ხოლო ბავშვს თვალი ვეღარსად მოჰკრა, სასო­წა­რკვეთილი ხმით იკივლა. სწორედ იმწუთას შევ­დგ­ით სახლში ფეხი მე და სერგომ, რომელიც მა­შინვე მიხვდა, რა უბედურებაც დატრია­ლ­ე­­ბულიყო და კისრისტეხით დაეშვა კიბეზე. მეც უკან მივყევი, გზადაგზა მეზობ­ლე­ბს ვუკაკუნებდი და ვყვიროდით. 9-სართულიანი კორპუსის ბი­ნა­დრები ეზოში შეიყარ­ნენ, არც ერთმა არ ვიცოდით, რა უნდა გვეღონა, რადგან გოგონა არსად ჩანდა! უცებ ერთ-­ერთმა მეზობელმა დაიყვირა: - მეოთხე სართულზე, საბნის შალითაშიაო. შეშლილებივით ავცვივდით მეოთხე სართულზე. სარეცხის თოკები ფრთხილად მოვწ­იეთ. ეტყობა, როცა გოგონა ძირს ვარდებოდა, ქარმა საბნის შალითა გაბერა და ბა­ვ­შვიც მშვი­დობიანად და უხმაუროდ ჩასრიალდა შიგ, შემდეგ კი იმპროვიზებულ აკვ­ა­­ნში წყნარად ჩაეძინა.

გავიდა დრო. სერგო თბილისის სხვა უბანში გადასახლდა. იმ დროს კვა­ლ­ი­­ფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე გამგზავნეს იმ მუსიკალური სკოლიდან, რო­მე­ლ­შიც ვასწავლიდი. ასე რომ, ჩემი მეგობრის ოჯახი კარგა ხანს არ მინახავს. ერთ სა­ღა­მოს ვესტუმრე. შემო­სას­ვლელში ბრინჯაოსჩარჩოიანი ძველებური სარკე ეკიდა. - სა­კო­მისიოში იაფად შევიძინეო, - მით­ხ­რა მეგობარმა. უცებ, რაღაც ძალამ უკან მიმახედა და მომეჩვენა, რომ სარკის გლუვ ზედაპირზე ახალგაზრდა მოღიმარი ქალი აირეკლა და გაქრა. ავფორიაქდი, მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე. მეგობარმა კი გახარებულმა მითხრა: - ანა მუ­სიკას თხზავს, მარინა კი ნოტებით იწერს - იმას, რასაც ბავშვი ცალი თითით უკ­რავს და თითქოს ღი­ღი­ნებს კიდეც. გამოდის, ანას რაღაცნაირად ესმის ეს მუსიკა და კი­დევ ჩემი შვილი საათობით დგას ხოლმე სარკის წინ, თავის გამოსახულებას გა­რი­ნ­დე­ბული მისჩერებია, თითქოს გაფა­ცი­ცებით უსმენს ვიღაცას, ვინც იქიდან ელა­პარ­ა­კება და... სერგო ისე გაჩუმდა. მივხვდი, პირვე­ლ­ად ამოთქვა სათქმელი, - მარი­ნას ეშინია და ბავშვი ექიმებთან დაჰყავსო.

ნოტების რვეულით ხელში პიანინოს მივუახლოვდი. დაკვრა დავიწყე. უც­ნა­ური მე­ლო­დია იყო. მოულოდნელად, გონება გამინათდა. შემოსასვლელში გავვარდი და გადაშლილი ნოტები სარკის წინ დავიკავე, შემდეგ ანარეკლი წავიკითხე. - კალამი მო­მი­ტანე, - ვუყვირე მეგო­ბარს. უკუღმა არეკლილი ნოტები წაღმა გადავწერე, კვლავ პი­ა­ნინოს მივუჯექი და ხელახლა დავუ­კარი. - ეს მოცარტია, სერგო, - ავუხსენი განცვიფრე­ბულ მეგობარს. - როგორ, ბავშვი სარკეში უსმენს მოცარტსო? დანარჩენი ნოტებიც ასევე გადმოვწერე. - გენიალურ კომპო­ზიტორთა ნაწარმოებები იყო. ამ დროს მარინა და ანაც დაბრუნდნენ. ბავშვმა მყისვე სარკეს მიაშურა, როგორც დიდი ხნის უნახავ მე­გო­ბარს და საკუთარ გამოსახულებას გაუღიმა. მარინას ჩვენი აღმოჩენის შესახებ ვა­უ­წყეთ. მან პასუხად გოგონას ნახატები გვაჩვენა. როცა ანამ დაიძინა, ნახატები სარ­კე­ში დავათვალიერეთ. იქ ჩვენთვის უცხო და უცნაური სამყარო აღმოვაჩინეთ - სხვანაირი მზეებით, თანავარსკვლავედებით, არამიწიერი არსებებით.

გავიდა წლები. ანა ახლა მშვენიერი პიანისტი და მხატვარია, ლექსებს სამ ენაზე წერს და რაც მთავარია, ესმის და ლაპარაკობს! ენა შვიდი წლისამ ამოიდგა, მაშინ 7 დღე სარკის წინ მჯდომმა გაატარა თურმე. სასმელ-საჭმელს არ გაჰკარებია, გარემოსთან კონტაქტი შეუწყვეტია. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს სრუ­ლე­ბით სხვა, პარალელურ სამყაროში იმყოფებოდა. ანას სარკე ახლა შვეიცარიაშია, სპე­ცი­ა­ლისტები მისი უცნაური ფენომენის ახსნას ცდილობენ.

 

 

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (6)
29.02.2016
და კველაპერი კარგია რაც კარგად ტავდება
ლილი
10.07.2015
გაგიჯდება კაცი ამდენი უცნაურობებისგან
თააამილა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი