წმინდად დარჩენილი გრძნობა
font-large font-small
წმინდად დარჩენილი გრძნობა
დაოჯახებული გახლდით, როცა ჩემზე გაცილებით უმცროსი გოგონა შემიყვარდა. მე 31 წლის ვიყავი, ის - 16-ის. ჩვენი ოჯახები მეგობრობდნენ. თავიდან ისე ვექცეოდი, როგორც ბავშვს, მაგრამ მალე გავაცნობიერე, რომ უსაზღვროდ მიყვარდა.
როცა მეგი და მისი მშობლები ჩვენთან სტუმრად მოდიოდნენ, ხან რას მოვიმიზეზებდი და ხან - რას, რომ შინიდან გავსულიყავი. ვატყობდი, მეგის უკვირდა ჩემი საქციელი. ერთხელ დამიმარტოხელა და ლამის შემომტირა: - რა დაგიშავე ისეთი, რომ აღარ გინდა ჩემთან ურთიერთობაო? აზრი აღარ ჰქონდა დამალვას და ვუთხარი: - მიყვარხარ უსაზღვროდ და სიგიჟემდე, მაგრამ არ მინდა, ამ სიყვარულით ჩვენს ოჯახებს ზიანი მიადგეს. ეს რომ გამოაშკარავდეს, გული ეტკინებათ ჩემს ცოლ-შვილს, შენს მშობლებსა და და-ძმას, ამიტომაც ვებრძვი საკუთარ თავს-მეთქი.
გავიდა დრო. მეგი აღარ მოდიოდა ჩვენთან, რაც ჩემს ცოლს ძალიან უკვირდა. ერთხელ შემთხვევით შეხვედრია ქუჩაში და ძალით მოიყვანა. დავინახე და სიხარულით ლამის გული გამისკდა. მანაც შემომანათა თვალები - ორივეს უსაზღვროდ მოგვნატრებოდა ერთმანეთი. მარტონი რომ დავრჩით, მეგიც გამომიტყდა - მეც მიყვარხარ და არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ერთ ბიჭს მოვწონვარ და ცოლობას მთხოვსო. ვურჩიე, - თუ შენი ღირსია და გულწრფელად უყვარხარ, გაჰყევი-მეთქი...
მეგი გათხოვდა. ახლა ის თავისი ქმარ-შვილით ხშირად გვსტუმრობს, ჩვენც მივდივართ მასთან. მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით, როგორ გავიარეთ ბეწვის ხიდი, ცდუნებას არ ავყევით, ტკივილისა და ჭორებისგან გადავარჩინეთ ახლობლები და შევინარჩუნეთ სიყვარული. საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ. დღემდე უსაზღვროდ გვიყვარს ერთმანეთი. ვაღიარებ, რომ ორივე ცალ-ცალკე დავიტანჯეთ, მრავალჯერ დაგვთენებია თავზე ფიქრებით დაღლილებს, მაგრამ დღეს მე ორმაგად ბედნიერი ვარ - ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ასეთი სიყვარული მარგუნა ღმერთმა და მეორეც, რომ ასე შეუბღალავად შემოვინახე ეს გრძნობა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (7)
17.09.2015
რო ვკითხულობდი ვტიროდი,სიყვარული მართლა ღირსეულთა ხვედრია და გულწრფელ სიყვარულს არავითარი კაბსჰირი არ ააქვს ვნებასთან რასაც ხშირად ურევენ ხოლმე.სიყვრულია როცა უბრალოდ მისი არსებობითაც ბედნიერი ხარ.უფალი თქვენსკენ
თეო
20.07.2015
დიდი მადლობა, რომ ასე კარგები ხართ!
ნონა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
194 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი