ამპარტავანი და მარტოხელა
font-large font-small
ამპარტავანი და მარტოხელა
ლიზი გარეგნობით ძალიან კარგი იყო, სწავლითაც გამოირჩეოდა, ბევრ ბიჭს მოსწონდა, მაგრამ როგორც კი მის ამპარტავან ხასიათს გაიგებდნენ, ყველა იმედგაცრუებული რჩებოდა - ასეთი ლამაზი და ასეთი უკარება ჯერ არ გვინახავსო. თუმცა, სიყვარულს რას გაუგებ?
ზაზა ერთადერთი ბიჭი იყო, რომელიც ლიზის უჟმურობის მიუხედავად, მაინც მისი ერთგული დარჩა. 8 წელი ელოდა, იმედი ჰქონდა, დაითანხმებდა ცოლობაზე, მაგრამ გოგო თავს არ უყადრებდა, მეტიც, ბოლო ხანს სხვების თანდასწრებით დასცინოდა, ამცირებდა... ლიზი ზაზას არსებობას ისე შეეჩვია, როგორც აუცილებელ ატრიბუტს.
მოჰბეზრდა ზაზას მისი ქილიკი და ცინიზმი და ერთ დღეს უთხრა: - უკანასკნელად გეუბნები, რომ მიყვარხარ და მინდა, ჩემი ცოლი გახდე. თუ ამჯერადაც უარს მეტყვი, აღარასოდეს მოვალ შენთანო. ამას რომ ამბობდა, სახეზე ფერი არ ედო ზაზას, დაძაბული ელოდა ლიზის განაჩენს. ბოლოს, ლიზისგან ასეთი პასუხი მიიღო: - შენნაირს რომ ცოლად არ გავყვებოდი, თავიდანვე უნდა გცოდნოდა და დროც აღარ დაგეკარგაო. ზაზა კარგა ხანს მისჩერებოდა გოგოს, რომელიც უსაზღვროდ უყვარდა და ასე სასტიკად ექცეოდა. ამ ურთიერთობის გაგრძელება აღარ შეიძლებოდა...
ზაზა წავიდა. სიტყვა არ გატეხა - ლიზისკენ აღარც გაუხედავს. ერთ წელიწადში იგი ამერიკაში წავიდა, მოგვიანებით მისმა მშობლებმა ე.წ. «მწვანე ბარათი» მოიგეს და ისინიც შვილთან გაემგზავრნენ. როგორ წარიმართა მშვენიერი ლიზის ცხოვრება? არც ისე კარგად და წარმატებულად, როგორც დედამისი და თავად ფიქრობდნენ. 27 წლისას ერთი ბიზნესმენი გააცნეს. ბესო მაშინვე მოიხიბლა ლიზით; მას ცხოვრება მოწყობილი ჰქონდა და ლიზიმაც ამიტომ გადაწყვიტა მისი ცოლობა, თუმცა ქორწინებიდან ერთ თვეში პირველად მოენატრა ზაზა. სევდა ხანდახან მარწუხივით უჭერდა გულზე...
ორი წლის შემდეგ ბესო გაკოტრდა. იძულებული გახდა, სახლი და აგარაკი გაეყიდა და დედასთან გადასულიყო ოროთახიან ბინაში. ლიზი ისედაც გულაცრუებული იყო ბესოზე, უცერემონიოდ ჩაალაგა თავისი ნივთები და მშობლებთან დაბრუნდა.
ახლა დედა უკვე გათხოვებას კი არა, იმასღა ეხვეწება, - შვილი მაინც გააჩინე ვინმესგან, რომ სიბერეში პატრონი გყავდესო... მხოლოდ ერთხელ, როცა სკოლის დროინდელ ფოტოებს ათვალიერებდა, წამოსცდა, - ახლა ვხვდები, რომ ზაზა გულწრფელად მიყვარდა, ჩემი მედიდურობით კი საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდიო. მისი გულახდილობით შეძრული მეგობარი დაჰპირდა, ზაზას კოორდინატებს გაგიგებო, მაგრამ 17 წლის წინ ამერიკაში გადასახლებულ კაცთან დაკავშირება არც ისე იოლი გამოდგა; თანაც ლიზი მალევე მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა მის ძებნას, მათი ერთად ყოფნა გამორიცხული იყო, ამიტომაც მეგობარი მკაცრად გააფრთხილა: - არ გაბედო და ჩვენს საერთო ნაცნობებს არ ჰკითხო არაფერი ზაზაზეო...
ახლა ყოველ დილით, სამსახურში წასვლამდე თავის საყვარელ ძაღლს ასეირნებს ვაკის პარკში. მერე სამსახურში მიდის, იქიდან შინ გვიან ბრუნდება, ჩართავს ტელევიზორს, ხანდაზმული დედის გვერდით მოკალათდება და იქამდე უყურებს, სანამ თვალები არ მიელულება. მერე დედა შეაღვიძებს, ლიზიც საძინებელში გადაინაცვლებს. დილით ყველაფერი თავიდან იწყება...

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (10)
26.07.2015
ჯიგარი ხარ, ზუსტად სიმართლე თქვი ეხლა რომც დაბრუნდეს ზაზა აღარც შეხედავს, მაგ ლიზის კი მაგრად აკლდა, აი ესეა ეს: არასოდეს დაიფასო თავი, იმაზე მეტი რამდენიც ღირხარ, თორემ სრულიად გაუფასურდები
დათო-ს
13.07.2015
ეს ამბავი ადრეც მაქვს წაკითხული ,,გზავნილებში"
ლერა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი