ძალიან უცნაური წყვილი
font-large font-small
ძალიან უცნაური წყვილი
უცოლო კაცი ვარ, ჩიტივით თავისუფალი. ჩემს ცხოვრებაში რატომღაც ყოველთვის ისე ხდება, რომ სულ ქმრიანი ქალები მიყვარდება. თუ ვინმეს თვალი დავადგი, არ არსებობს, ხელში არ ჩავიგდო.
ასეთ ქალებთან ურთიერთობა თითქოს უფრო საინტერესოა. თანაც, გათხოვილი ქალი არ გთხოვს, რომ დღედაღამ მასთან იყო, არ გაწუხებს ტელეფონზე რეკვით ადრიან დილით ან გვიან ღამით. არ გთხოვს, სადაც წახვალ, თან წაიყვანო... მოკლედ, ჩემი აზრით, ქმრიან ქალებს გაცილებით მეტი პლუსი აქვთ. როგორც წესი, ასეთ დროს ყველა ქალი საგულდაგულოდ მალავს, რომ საყვარელი ჰყავს, მაგრამ რამდენიმე წლის წინ მყავდა ერთი ქალი, რომელიც თავდაპირველად თავგადაკლული მალავდა ჩემს არსებობას, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ სულ აიღო თავზე ხელი და ამბობდა: არ მაინტერესებს, ჩემი მეუღლე გაიგებს თუ არა ჩვენს ამბავს, მე უზომოდ მიყვარხარ და მზად ვარ, ამ გრძნობის გამო ყველაფერი დავთმოო. მასთან შინ მივდიოდი ხოლმე, როცა მისი მეუღლე მუშაობდა. ერთხელ ვკითხე: - ახლა მოულოდნელად შენი მეუღლე რომ დაგვადგეს, როგორ მოიქცევი-მეთქი? სწორედ მაშინ გამიმხილა, რომ მის ქმარს ყველაფერი სცოდნია. არ დავიჯერე, მაგრამ ერთხელ, როცა სულ რამდენიმე წუთის მისული ვიყავი და ყავას მივირთმევდი, მისი ქმარი მოვიდა. ის თავის ოთახში შევიდა აღარ გამოუხედავს, მაგრამ ხასიათი წამიხდა. ნინო მიმტკიცებდა, - არანაირი პრობლემა არ შეგვექმნება, წამოდი, საწოლ ოთახში გავიდეთო, - თან მეხვეოდა და მკოცნიდა, მაგრამ ვხვდებოდი, არაფერი გამომივიდოდა. სულ იმ ოთახისკენ მქონდა მზერა მიპყრობილი, სადაც ცოტა ხნის წინ მისი მეუღლე გაუჩინარდა. ლაპარაკსაც კი ვეღარ ვახერხებდი, სხვა რამეზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ავდექი და წამოვედი. მას შემდეგ ნინოს არ გავკარებივარ. გაოგნებული ვიყავი იმით, რომ თურმე ზოგიერთი მამაკაცი ცოლის საყვარლის არსებობას მალავს. დღემდე არ ვიცი, როგორ მოახერხა იმ ქალმა ქმრის ასე «დამუშავება», რომ მას არანაირი პროტესტი არ გამოუხატავს იმ რქების ტარების გამო, რომელიც ასე ამძიმებდა. ან რის გამო ითმენდა ამ ყველაფერს? რა ვიცი... რა ვიცი...




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
09.07.2015
მე ვიცნობ მამაკაცს,რომელიც მეუღლეს საყვედურობს-,,შენს გარეგნობას ვერ იყენებო,,
ნანა
09.07.2015
ოო თუ გეღირსა და ცოლი მოიყვანე წლების მერე იგივე სიტუაციაში არმოჩნდები მერწმუნეეეე. იცი რატოოო შენ ისევ შენი საყვარლები გეყოლება და შენ ცოლს თავისი. აბა სხვა კატეგორიის ქალი შენ რაზე გამოგყვება
საცოადვი კაცი--------მხოლოდ ეს ხააარ გეშინია ოჯახის
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი