"გზაში" გამოქვეყნებული მესიჯით გამოაშკარავებული ღალატი
font-large font-small
"გზაში" გამოქვეყნებული მესიჯით გამოაშკარავებული ღალატი
გამარჯობა. უკვე ძალიან დიდი ხანია, «გზის» მკითხველი ვარ და ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ის ჩემს ცხოვრებას საფუძვლიანად შეცვლიდა. არც კი ვიცი, კარგი საქმე გამიკეთა თქვენმა ჟურნალმა თუ - ცუდი.
მოკლედ, უკვე 15 წლის ოჯახი მაქვს (მქონდა). 2 შვილი მყავს. მეგონა, რომ სიყვარულით შექმნილ ოჯახს ვერაფერი დაანგრევდა. მე და ჩემს მეუღლეს საუცხოო ურთიერთობა გვქონდა. ამდენი წლის თანაცხოვრების შემდეგაც ისევე მიყვარდა, როგორც შეყვარებულობის პერიოდში.
რამდენიმე წლის წინ მეხის გავარდნასავით იყო, როდესაც მისმა თანამშრომელმა დამირეკა და მითხრა, ამირანი დაიჭირეს, პოლიციამ წაიყვანაო. ჩემი დამემართა, სანამ გავიგებდი, რა დააშავა. თურმე ძველ სამსახურში რაღაც საბუთის გაყალბებას ედავებოდნენ. მართალია, ის საბუთი გაყალბებული არ იყო, მაგრამ «დიდ კაცთან პატარა კაცსა როდი გასვლია მართალი?» ერთი სიტყვით, სასამართლო შედგა და ჩემი ძვირფასი მეუღლე რამდენიმე წლით ციხეში გამოკეტეს.

როგორც ასეთ შემთხვევაში ერთგულ ცოლს შეეფერება, მეც ისე ვიქცეოდი... ყურადღებას არ ვაკლებდი... აქამდე რომ არსად მიმუშავია, მაღაზიაში, გამყიდველად მოვეწყვე (პროფესიით ექიმი ვარ) და ღამის ცვლაშიც კი ვმუშაობდი, რომ საყვარელი ქმარი ციხეში მერჩინა. და კიდევ... ერთგული ცოლები ხომ «გზაში» პატიმარ ქმრებს მესიჯებსაც სწერენ? მეც, დიდი გულმოდგინებით ვგზავნიდი მესიჯებს და ვამხნევებდი ჩემს ქმარს... შორიდან ვეფერებოდი, ხმას ვაწვდენდი...
ჩემს მდგომარეობაში მყოფი ყველა ადამიანი დამეთანხმება, რომ როდესაც «გზაში» მესიჯს გზავნი, შემდეგ ჟურნალს აუცილებლად ყიდულობ, რომ ნახო, დაიბეჭდა თუ არა შენი გზავნილი და ამავე დროს, სხვა პატიმრებისადმი მიწერილ მესიჯებსაც კითხულობ. ჰოდა, ერთ დღეს ისეთი მესიჯი აღმოვაჩინე, რომელიც რაღაცნაირად, მენიშნა... დიდად არ გავამახვილე ყურადღება - ეტყობა, მომეჩვენა-მეთქი... შემდეგ ნომერში ისევ დაიბეჭდა იმ ქალის მესიჯი... შემდეგ კიდევ... საკმაოდ ვრცელ ტექსტებს წერდა და დატვირთულიც იყო ინფორმაციით. ბოლოს და ბოლოს, დავრწმუნდი, რომ ის მესიჯები ჩემს ქმარს ეკუთვნოდა... სასწრაფოდ წინა ნომრები მოვძებნე და თანმიმდევრობით წავიკითხე ყველა მესიჯი... უდავო იყო, არ ვცდებოდი - ვიღაც ქალი ჩემს ქმარს სიყვარულს უხსნიდა; მენატრებიო, სწერდა და ძალიან ბევრ სასიყვარულო სიტყვებს ეუბნებოდა...
გულზე გავსკდი, ღამეები არ მეძინა... ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი ჩემს ქმარს, რომ კითხვებზე პასუხები მიმეღო. პაემანზე რომ მივდიოდი, ფეხები უკან მრჩებოდა. კარგა ხანს ვილაპარაკეთ, ვერ ვბედავდი ამ თემაზე საუბრის წამოწყებას, მაგრამ ბოლოს მაინც ვუთხარი, ეჭვი მაქვს, ის მესიჯები შენ გეკუთვნის და აქედან გამომდინარე - მღალატობდი-მეთქი... შორს დაიჭირა და სასტიკად იუარა... ამასობაში პაემანიც დამთავრდა და მაინც ვერ შევიტყვე სიმართლე... რადგან ეჭვი გაჩნდა, გადავწყვიტე, ყველაფერი თვითონ გამერკვია... ასე თუ ისე, სიმართლე გავიგე და მესიჯების ავტორს შინ მივადექი... მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს შევხვედრივართ, მაშინვე მიცნო და სახე წაეშალა...
ბევრი რომ არ ვილაპარაკო, გეტყვით, რომ თურმე მას და ჩემს ქმარს 5 წლის შვილიც კი ჰყოლიათ... არც მიყოყმანია - მაშინვე გადავწყვიტე, რომ ქმარს უნდა დავშორებოდი. იმ ქალს დავუბარე, აბა, შენ იცი, როგორ მიხედავ, მე განქორწინებას გავაკეთებ, რომ თქვენ ხელი მოაწეროთ და პაემნებზე შესვლა მოახერხო-მეთქი... იმის შემდეგ მასთან აღარ მივსულვარ და არც რამის ახსნა მიცდია. ქალბატონი თვითონ მოახსენებდა, რაც მოხდა...
თუ გნებავთ, გამამტყუნეთ... მაგრამ ასეთ ქმარს 6 წელი ვერ დაველოდები და მოახლედ ვერ დავუდგები... მირჩევნია, ჩემი ნაშრომი მას კი არა, შვილებს მოვახმარო... სულ კარგად ბრძანდებოდეს... შენი აწ უკვე ყოფილი თაფლი და შაქარი.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (28)
29.02.2016
გაფიცებ იმ ქალის მისამართი როგორ ან საიდან გაიგეე?ეხ ხომ ანონიმურად არის ხოლმეე?ცოტაა ლამაზად მაინც გააფორმეთო რომ დავიჯეროთ..:)...
დათო
07.02.2016
მაგარი გოგო ხაააარ
ვაუუ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი