10 წელი ცოლსა და საყვარელს შუა
font-large font-small
10 წელი ცოლსა და საყვარელს შუა
მყავს ცოლი, რომელიც საშინლად მძულს და 10 წელია, მყავს საყვარელი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს. ჩემი ცოლის საშინელმა ხასიათმა და საქციელმა მიმიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ საყვარელი გამეჩინა.
ეს შემთხვევით არ მომხდარა. ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ მომეძებნა ქალი, რომელიც ჩემი ცოლისგან განსხვავებული იქნებოდა და მასთან თავშესაფარი მეპოვა. კარგა ხანი მოვანდომე ასეთი ქალის პოვნას. ის მაშინ 35 წლის იყო, გაუთხოვარი... თვეების განმავლობაში ვცდილობდი მისი გულის მოგებას. თავიდან მიცილებდა - ცოლიანი კაცი არ შემიყვარდება, შემეშვიო, მაგრამ მე მაინც ვეძალებოდი. მეუბნებოდა, - აქამდე კაცი არ მყოლია, ქალწული ვარ, გათხოვება, ოჯახი მინდაო, მაგრამ არ ვუჯერებდი. არა, იმას კი ვუჯერებდი, გათხოვება რომ უნდოდა, რადგან ყველა ქალი მაგაზე ოცნებობს, მაგრამ იმას არ ვუჯერებდი, რომ ქალწული იყო...
როგორც იქნა, ჩემსას მივაღწიე, თავი შევაყვარე და ურთიერთობაზეც დავითანხმე. როცა დავრწმუნდი, რომ მისთვის პირველი მამაკაცი ვიყავი, მის მიმართ გრძნობა გამიათმაგდა. ბინა ვუქირავე, მოვუწყვე და მართლაც ბედნიერად ვგრძნობდი თავს. 5 წლის წინ, ჩემი ინიციატივით შვილიც გამიჩინა. ამის შემდეგ ბინა ვუყიდე და ასე ვთქვათ, მეორე ოჯახი შევქმენი. უფროსი შვილი უკვე 22 წლისაა, ის უცხოეთში სწავლობს და ცხოვრობს. შენ მხოლოდ მე და ჩემი ოფიციალური ცოლი ვართ (მასთანაც 1 შვილი მყავს). ხან ერთთან ვარ, ხან - მეორესთან. თუმცა, პირველმა მეორეს არსებობის შესახებ არ იცის. ისეთი თავდაჯერებულია, რომ ამბობს - ჩემზე კარგს მაინც ვერსად ნახავ და არ ვეჭვიანობო. ქცევიდან დაწყებული ჩაცმის სტილით დამთავრებული მისი ყველაფერი მაღიზიანებს. მასთან ყოფნა ჩემთვის ჯოჯოხეთში ყოფნის ტოლფასია, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნის, რომ შინიდან წამოვიდე და მას გავეყარო. ვიცი, შვილს ძალიან ვატკენ გულს და ამას ვერიდები. არადა, ვიტანჯები. იმ ქალის გვერდით ყოფნა, რომლის დანახვა არ გინდა, მასთან ქმრის მოვალეობის შესრულება, საშინელებაა. სულ იმის ფიქრში ვარ, როგორ მოვიკრიბო გამბეადობა და როგორ წამოვიდე შინიდან. ვთვლი, რომ მსხვერპლი ვარ. იქნებ ვცდები და თქვენ სხვანაირად ფიქრობთ? სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს აზრს.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (75)
22.02.2016
გაბედე. გაბედეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
იზოლდა
24.10.2015
Chemi azrit arakaci xar, bodishi pirdapirobistvis
Tea
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2528 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
1 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2438 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1202 კომენტარი