ნასვამი და შეურაცხადი
font-large font-small
ნასვამი და შეურაცხადი

ჩვენ საერთო მეგობრის დაბადების დღეზე შევხვდით ერთმანეთს. მე 18 წლის ვიყავი, გიგა - 22-ის.

 

ჩემი მშობლები ქალიშვილის გათხოვებას ნაადრევად მიიჩნევდნენ და არც გიგა მოსდიოდათ თვალში.

გიგა ეჭვიანი და მძიმე ხასიათის გამოდგა. პირველივე უსიამოვნების შემდეგ მივხვდი, რომ დიდხანს ვერ ვიქნებოდით ერთად. ცოტა ხანში გიგა ლანძღვა-გინებიდან ცემაზე გადავიდა და 4 თვის ორსულს მუცელი მომეშალა. გამწარებული  მშობლებთან დავბრუნდი. გიგა კი დღემდე ბრალს მდებს - ნათიამ დედის რჩევით აბორტი გაიკეთაო.

 

ძალიან მინდოდა, დიდი ქორწილი გვქონოდა და თეთრი კაბა ჩამეცვა, მაგრამ გიგამ მთხოვა, - არ გვინდა ზედმეტი ხარჯი, სჯობს, სადმე წავიდეთ, თაფლობის თვე იქ გავატაროთო. დაქორწინების შემდეგ  გიგას ბებიამ თავისი ბინა დაგვითმო. თავდაპირველად ძალიან გამიხარდა, - ვის არ უნდა ცალკე ცხოვრება, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, მშობლებთან ერთად რომ გვეცხოვრა, გიგა თავისი პათოლოგიური ეჭვიანობის სცენებს ვერ გამიმართავდა...

ჩემებმა პატარა ქორწილი მაინც გადაგვიხადეს. მერე მამამ ბორჯომში გაგვიშვა. თბილისში  რომ დავბრუნდით, იმ დღიდან დაიწყო კოშმარი. ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ლექციებზე სიარული ხომ უნდა გამეგრძელებინა? გიგას კი ნერვები ეშლებოდა. ერთ-ერთი წაკამათების შემდეგ ვკითხე, - რა გინდა, სწავლას თავი დავანებო-მეთქი? მიკიბ-მოკიბა - ლექციების შემდეგ არ უნდა იგვიანებდე, გათხოვილი ქალი ხარ და არ შეგფერის დაგვიანებაო. ისედაც თავპირისმტვრევით მივრბოდი შინ, რომ გიგა არ წამჩხუბებოდა, მეტი რა უნდა მექნა?

ერთხელ, ჯგუფელებმა დამირეკეს, მეგობრის ოჯახში იყვნენ შეკრებილი, - მოდი და ქმარიც წამოიყვანეო. როგორ არ მეხვეწნენ, მაგრამ ვუარობდი, არ მინდოდა გიგასთან ერთად წასვლა, რადგან ვიცოდი, შემარცხვენდა. მარტო წასვლა ხომ წარმოუდგენელი იყო. კვირადღე იყო და გიგა ეზოში მეზობლებთან ერთად ნარდს თამაშობდა. შინ ისე შემოვიდა, ვერც გავიგე. მოისმინა, მე რომ მეგობრებს ვუხსნიდი, - შინ საქმე მაქვს და ვერ წამოვალ-მეთქი. უცებ გამომტაცა ყურმილი, გიჟივით ჩასძახა - რომ გეუბნებათ, გაიგეთ, თუ არა და, სხვანაირად ვიცი მე ლაპარაკიო და ისეთი გინება დაიწყო, კინაღამ გული გამისკდა. ყურმილი რომ დაახეთქა, ვუსაყვედურე, - ასე რატომ მოიქეცი-მეთქი? ისეთი სილა გამაწნა, თვალთ დამიბნელდა და წავიქეცი. მუცელზე ვიფარებდი ხელს, რომ წიხლი არ მომხვედროდა. მერე მომაძახა, - არ გაბედო სახლიდან ფეხის გადგმა, თორემ ყელს გამოგჭრიო და გარედან ჩამკეტა, ტელეფონი კი გამორთო.

სამი დღის მერეც რომ არ შემეხმიანა დედაჩემი, გამიკვირდა. მუცელი დროდადრო წამომტკივდებოდა ხოლმე. გიგა კი დამიტკბა, მეფერებოდა, სიყვარულს მეფიცებოდა. მეოთხე დღეს მუცელი ძალიან ამტკივდა. გიგა სამსახურში იყო. წერილი დავწერე და ფანჯრიდან გადავუგდე მეზობელს, თან ვთხოვე, ქაღალდზე მითითებულ ტელეფონზე დაერეკა და ჩემი მშობლებისთვის ეთქვა, რომ ქმარს შინაპატიმრობაში ვყავდი. ჩვენები მაშინვე მოცვივდნენ. თურმე, იმ გარეწარს ჩემებისთვის უთქვამს, - სვანეთში დაგვპატიჟა მეგობარმა და იქ არ იჭერს მობილური, არ ინერვიულოთ, თუ ვერ შეგეხმიანეთო... მამაჩემმა პატრული გამოიძახა, კარი გააღეს და ასეთ დღეში რომ მნახეს, მაშინვე სამშობიაროში წამიყვანეს. ექოსკოპიამ აჩვენა, რომ ბავშვი მკვდარი იყო. განადგურებული ვიყავი, გიგამ კი - ამას არ გაპატიებთო და თურმე დღემდე ყველას უყვება, როგორ მოვკალი საკუთარი შვილი, იმიტომ, რომ მისი მამა აღარ მიყვარდა. გიგას მშობლებსაც უკვირთ, რატომ დავშორდით. არც მათი მხრიდან ყოფილა სურვილი, მაგრამ მეც არ გამომიდია თავი და მათ არ დავლაპარაკებივარ. არც ვიცი, იციან თუ არა, რომ მათი შვილი პათოლოგია და ოდნავ ნასვამიც კი შეურაცხადი ხდება.

მე კი გიგას დანახვაც არ შემიძლია. მაშინვე ჩემი შვილი და ის საშინელი პერიოდი მახსენდება, ერთად რომ ვცხოვრობდით და მის ნებისმიერ საყვედურზე ვკანკალებდი. შერიგებაზე და ოჯახის აღდგენაზე რა თქმა უნდა ლაპარაკი ზედმეტია. ან რა ოჯახია, სადაც ქმარი ფეხმძიმე ცოლს მუცელში წიხლს ურტყამს.

 

 

 

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (6)
16.07.2015
მშობლებს რომ არ უჯერებენ და გახტებიან ხოლმე ნაადრევად, მაგისი ბრალია ყველაფერი
მარიმარი777
14.07.2015
ყველა კაცი ნაგავია!
ეკა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი